საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში თბილისის რკინიგზის №70 ბაგა-ბაღის ამოღებისა და ფირმა „თბილმეტრომშენის“ ბალანსზე გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 05.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №260
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000689 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1994
98 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში თბილისის რკინიგზის №70 ბაგა-ბაღის ამოღებისა და ფირმა „თბილმეტრომშენის“ ბალანსზე გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №260 1994 წლის 5 მაისი ქ. თბილისი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში თბილისის რკინიგზის №70 ბაგა-ბაღის ამოღებისა და ფირმა „თბილმეტრომშენის“ ბალანსზე გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კაბინეტი ადგენს: დაკმაყოფილდეს ფირმა „თბილმეტრომშენის“ თხოვნა და ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ თემქის დასახელების მე-4 მიკრორაიონში სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული თბილისის რკინიგზის №70 ბაგა-ბაღი ამოღებულ იქნეს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან და გადაეცეს ბალანსიდან ბალანსზე ფირმა „თბილმეტრომშენს“ შემდგომში მისთვის აღმზრდელობითი ფუნქციის შენარჩუნებით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                  ო. ფაცაცია