თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2025
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-29. 29252743
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016009
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/10/2025
305 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 07.11.2018 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 18.10.2024 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩისათვის „ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 07.06.2021 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 28.09.2023 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №149 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფელი გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან არსებული უსახელო ქუჩისათვის „გუბისწყლის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 25.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-29. 29252743 2025 წლის 1 ოქტომბერი ქ. თერჯოლა თერჯოლის  მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე  ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, სერჟანტი გივი სახელაშვილი არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში. შესაბამისად, გივი სახელაშვილის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩის მაცხოვრებლების 2025 წლის 27 იანვრის №19/29250271-29 განცხადების თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის სხდომის №48 ოქმის საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗. მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის გივი სახელაშვილის სახელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩას, (მეცხრე ქუჩის პირველი ჩიხი, მეორე ჩიხი, პირველი შესახევევი); x y x y 311998 312103 312284 312644 4677048 4676364 4676285 4676174 მუხლი 2🔗. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, რუკების, ცნობარების და სხვა დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და ა.შ). მუხლი 3🔗. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის №49 საოლქო საარჩევნო კომისიას, გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.  მუხლი 5🔗. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 6🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7), დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ბარათაშვილი