ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

მიღების თარიღი 09.10.2025
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-13. 13252823
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016020
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/10/2025
213 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 30.07.2025 წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.11.2022 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.07.2025 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.05.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ- 13.13252823 2025 წლის 9 ოქტომბერი ახალციხე ახალციხის  მუნიციპალიტეტის  ქალაქ ვალეში  მდებარე  სახელწოდების  არმქონე  ქუჩისათვის  სახელის  მინიჭების  თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალეში სიმონ კაკაჩიშვილის სახელობის ქუჩის, რომელსაც არ აქვს ქუჩისათვის აუცილებელი ძირითადი მახასიათებელი – ერთი დასაწყისი და ერთი დასასრული წერტილი, ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით დაყოფილ სხვადასხვა მიმართულებებს ეწოდოს სიმონ კაკაჩიშვილის სახელობის ქუჩის პირველი შესახვევი და მეორე შესახევევი და პირველი ჩიხი და მეორე ჩიხი – თანდართული  სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად. 2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს: ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№60​ა). საკრებულოს თავმჯდომარე                                                         დავით ლომიძე