“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№245/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.020.000.22.035.009.216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 11/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.009.216

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №245/ნ

2006 წლის 11 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 2006 წ., მუხ. 257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №8 (ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციისა და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №12).“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი

დანართი №8

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა

თავი I

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

    მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა და მიზანი

1. ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სოციალური პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნდამენტურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთა რეალიზება განაპირობებს მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის განვითარების ხელშეწყობას.

2. პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სოციალურად საშიში დაავადებების გავრცელების შეზღუდვის, ჯანსაღი უნარ-ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობისა და საინფორმაციო სისტემების ეფექტური ფუნქციონირების გზით.

    მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 3 034 100 ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

პროგრამის დასახელება

2006 წლის გეგმა (ლარებში)

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა

3 034 100

 

1

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

1 876 000

 

2

ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

617 100

 

3

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამა (შპს ეპილეფსიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი)

200 000

 

4

პროგრამების მონიტორინგი და მართვის ხელშეწყობის ხარჯები

341 000

თავი II

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

    მუხლი 3. აქტუალობა

1. მოსახლეობის არასათანადო გათვითცნობიერება საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნება-გაუმჯობესების აქტუალური საკითხების შესახებ, პროფილაქტიკური განათლების და ჯანსაღი უნარ-ჩვევების არასაკმარისი დონე. საქართველოში თამბაქოს და ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი კვებითი ჩვევების, მენტალური დარღვევების, დაბალი ფიზიკური აქტივობის, ტრავმატიზმის და ოჯახური ძალადობის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გავრცელება, მაღალ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კატასტროფულ დონეებს აღწევს, მნიშვნელოვანი პრობლემებია რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის მხრივ.

2. აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა მოითხოვს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მეცნიერულად დასაბუთებული კომპლექსური სახელმწიფო ღონისძიებების პერმანენტულ განხორციელებას.

3. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია (უმუშევრობის მაღალი დონე, დაბალი შემოსავლები, არასაიმედო წყალი და კომუნიკაციები, არცთუ უსაფრთხო საცხოვრისი, დაბინძურებული გარემო) განაპირობებს ადამიანების იმუნური, ფიზიკური და ფსიქიკური რეზისტენტობის მკვეთრ დაქვეითებას. ამას უნდა დავუმატოთ საზოგადოების პასიურობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ (სუბიექტური და ობიექტური მიზეზით), პირველადი ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის არაადეკვატური განვითარება, სკოლის ჯანდაცვითი ფუნქციის სისუსტე, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობი ბიზნესის სუსტი ტემპით განვითარება.

4. მეორე მხრივ, სტრესორთა უნივერსალური ბუნება, ცხოვრების არაჯანსაღი წესის კომპონენტების (თამბაქო, ნარკოტიკი, დამახინჯებული სქესობრივი ცხოვრება) სრულმასშტაბიანი მარკეტინგული დაგეგმვის მქონე ლეგალური და სწრაფად პროგრესირებადი არალეგალური ბიზნესი, მავნე ჩვევების საზოგადოების ღრმა ფენებში შეღწევასა და რისკის ქვეშ მყოფი საზოგადოებრივი ფენის გაფართოებასა და გაახალგაზრდავებას განაპირობებს.

5. საქართველოში ნარკომანიის გავრცელების საგანგაშო მასშტაბები, ონკოლოგიურ დაავადებათა გავრცელებისა და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მაღალი დონე, მოსახლეობაში აივ ინფექცია/შიდსის, სგგდ, B და C ჰეპატიტის აგრეთვე მაღალი გავრცელების ტენდენციები.

    მუხლი 4. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანს წარმოადგენს:

ა) საზოგადოებაში ჯანმრთელობის განვითარების ხელშეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გზით, რისთვისაც განსაზღვრულია მოსახლეობის, პირველადი ჯანდაცვის სამსახურების და საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პოტენციალის მქონე სხვა სექტორების განათლება და აქტიური ჩართვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების საქმეში, სამუშაო მეთოდოლოგიების; მულტისექტორული სახელმწიფო გეგმების შემუშავება, ადაპტირება და განხორციელება;

ბ) ავადობის აქტიური გამოვლინების გზით საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა-შეფასება და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობა მის გარკვეულ ფენებსა და სოციალურ ჯგუფებზე;

გ) სოციალურად საშიშ დაავადებათა (ინფექციური და არაინფექციური) გამოვლენა, გავრცელების შეზღუდვა.

    მუხლი 5. პროგრამის ღონისძიებები

პროგრამის ღონისძიებებია:

ა) ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები:

ა.ა) ჯანმრთელობის ხელშემწყობი ჯგუფის ფუნქციონირება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების (თამბაქოს კონტროლი, ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის დანერგვა, ალკოჰოლზმის, ტრავმატიზმისა და ძალადობის პროფილაქტიკა, მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების მოდელის დანერგვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობა) განხორციელების მიზნით;

ა.ბ) მულტისექტორულ ღონისძიებათა კოორდინაციის ხელშეწყობა (კონფერენციების ორგანიზება);

ა.გ) ჯანმრთელობის დღეების აღნიშნვა, მასობრივი აქციების ორგანიზება და თამბაქოს წევის შეწყვეტის ხელშემწყობი სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირება; პოლიგრაფიულ-საინფორმაციო მასალების მომზადება და ბეჭდვა;

ა.დ) ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება;

ბ) ავადობის აქტიური გამოვლინება და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები:

ბ.ა) დაავადებათა გამოვლინება და სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება;

ბ.ბ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა;

ბ.გ) პროფესიული დაავადებების პრევენცია;

ბ.დ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

გ) იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკა:

გ.ა) იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა გამოვლენა (რეგიონული დონე – ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი);

გ.ბ) ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირება;

გ.გ) საკვები პროდუქტების მიკრონუტრიენტებით გამდიდრების (ფორთიფიცირება) ხელშეწყობა.

დ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა:

დ.ა) სგგდ სტანდარტული დიაგნოსტიკა;

დ.ბ) სგგდ ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება;

დ.გ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

ე) შიდსის პროფილაქტიკა:

ე.ა) რისკის ჯგუფების აივ ინფექცია/შიდსზე სტანდარტული დაიგნოსტიკა;

ე.ბ) ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება, პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფა, საორგანიზაციო-მეთოდური საქმიანობა.

ვ) მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა:

ვ.ა) ეპიდზედემხედველობა და პროგრამის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდურ-პრაქტიკული სამუშაოების წარმოება, დონორთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ვ.ბ) დონორთა სისხლის სტანდარტული დიაგნოსტიკა (30 ათასი დონაცია).

ზ) დაავადებათა რეგისტრის და ეპიდზედამხედველობის განხორციელება:

ზ.ა) რეგისტრის ფუნქციონირება (კიბოსწინა დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული ფორმების გამოვლენის, ქვეყანაში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, პრედიალიზზე, დიალიზზე მყოფი და თირკმლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტთა საინფორმაციო ბანკის მართვა);

ზ.ბ) სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა.

თ) ნარკომანიის პროფილაქტიკური ღონისძიებები:

თ.ა) საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში ნარკომანიის ეპიდზედამხედველობისა და პროფილაქტიკის წარმოება (12 რეგიონი).

    მუხლი 6. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და სამიზნე

1. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პროგრამის სამიზნეს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობა და მიზნობრივი ჯგუფები.

    მუხლი 7. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადაა 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 8. მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის ეფექტური განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება:

ა) საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა:

ა.ა) თამბაქოს საწინააღმდეგო პოტენციალის გაძლიერება, მწეველთა რაოდენობის და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების მასშტაბების შემცირება;

ა.ბ) ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განვითარების ხელშეწყობა;

ა.გ) მენტალური ჯანმრთელობის და ძალადობის პრევენციის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობა;

ა.დ) ნარკოტიკების არალეგალური მოხმარების შემცირების ხელშეწყობა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება;

ა.ე) საერთაშორისო თანამშრომლობა და ფართო საზოგადოების ინფორმირება ცხოვრების ჯანსაღი წესის სისტემური ღონისძიებების შესახებ.

ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ავადობისა და ავადობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავების შედეგებიდან გამომდინარე გამოვლენილი გავრცელებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მათზე კონტროლის რეკომენდაციების შემუშავება;

გ) დისჰორმონული ოსტეოპოროზის შედეგად განვითარებულ გართულებათა ჩამოყალიბების მომატებული რისკის ჯგუფების გამოვლენა და პრევენცია, აგრეთვე ოსტეოპოროზის პრევენციის ღონისძიებათა რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ზოგადი და პროფესიით განპირობებული ავადობის გამოვლინება, პრაქტიკული და მეთოდური ხასიათის რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ენდემური ჩიყვის ეპიდსიტუაციის მართვა და პროფილაქტიკის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, ბავშვთა კონტინგენტის სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა;

ვ) მოსახლეობის ინფორმირება იოდდეფიციტის პრობლემებთან მიმართებაში;

ზ) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენა, მათი გავრცელების მასშტაბების დადგენისა და ეპიდსიტუაციის შეფასების ხელშეწყობა;

თ) აივ ინფიცირებულთა დროული გამოვლენა მაღალი რისკის ჯგუფის პირთა (მ.შ. ნარკომანების, ჰომოსექსუალების, მეძავების და სხვა) ნებაყოფლობითი უფასო გამოკვლევის შედეგად და აივ ინფექცია/შიდსზე მათი ცოდნის დონის გაუმჯობესება ტესტის წინა და ტესტის შემდგომი კონსულტაციის საშუალებით;

ი) აივ ინფიცირებულებზე და მათთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და მათი, როგორც ინფექციის წყაროზე, კონტროლი;

კ) ცალკეულ რისკის ჯგუფებში აივ ინფექციის საპროფილაქტიკო ღონისძიებების უკეთ დაგეგმვის მიზნით ეპიდსიტუაციის შეფასება;

ლ) აივ ინფექცია/შიდსის საკითხებზე სამედიცინო პერსონალის მომზადების დონის ამაღლება;

მ) აივ ინფექცია/შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება საგანმანათლებლო-საინფორმაციო აქციებისა და მასობრივი ღონისძიებების საშუალებით;

ნ) პროგრამის მართვისა და აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დონეზე და რეფერალური სისტემის ორგანიზაცია;

ო) დონორთა სისხლის აივ ინფექციაზე B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე სკრინინგული კვლევის უარუნველყოფა და სისხლის გადასხმის გზით აღიშნული ინფექციების გადაცემის შემცირება;

პ) აივ ინფექციით, B და C ჰეპატიტებითა და სიფილისით დაავადებულთა გამოვლენა დაავადების ადრეულ სტადიაზე, აღნიშნული ინფექციების აღრიცხვიანობის მოწესრიგება და ეპიდზედამხედველობის სრულყოფა;

ჟ) დონორების საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობა;

რ) ონკოლოგიურ დაავადებათა გამოვლენის ხელშეწყობა ადრეულ სტადიაზე;

ს) საზოგადოებაში ნარკომანიის წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებულების ფორმირების ხელშეწყობა, გამოვლენილ პირთა აღრიცხვიანობისა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობის მოწესრიგება, ქვეყანაში სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციურ ღონისძიებათა გატარების მეთოდურ რეკომენდაციათა შემუშავება.

    მუხლი 9. დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი;

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 876 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციისა და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

1 876 000

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

32 083

დამქირავებლიდან ანარიცხები

6 417

სხვა საქონელი და მომსახურება

1 784 500

კაპიტალური ხარჯები

53 000

1

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები

74 500

1.1

ჯანმრთელობის ხელშემწყობი ჯგუფის ფუნქციონირება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების (თამბაქოს კონტროლი, ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის დანერგვა, ალკოჰოლზმის, ტრავმატიზმისა და ძალადობის პროფილაქტიკა, მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების მოდელის დანერგვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობა) განხორციელების მიზნით;

40 000

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

32 083

დამქირავებლიდან ანარიცხები

6 417

სხვა საქონელი და მომსახურება

1 500

1.2

მულტისექტორულ ღონისძიებათა კოორდინაციის ხელშეწყობა (კონფერენციების ორგანიზება)

8 000

სხვა საქონელი და მომსახურება

8 000

1.3

ჯანმრთელობის დღეების აღნიშნვა, მასობრივი აქციების ორგანიზება და თამბაქოს წევის შეწყვეტის ხელშემწყობი სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირება, პოლიგრაფიული-საინფორმაციო მასალების მომზადება და ბეჭდვა

18 000

სხვა საქონელი და მომსახურება

18 000

1.4

ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება

8 500

სხვა საქონელი და მომსახურება

8 500

2

ავადობის აქტიური გამოვლინება და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები

199 000

2.1.

დაავადებათა გამოვლინება და სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარება

119 000

სხვა საქონელი და მომსახურება

119 000

2.2

ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

5 000

სხვა საქონელი და მომსახურება

5 000

2.3

პროფესიული დაავადებების პრევენცია

40 000

სხვა საქონელი და მომსახურება

40 000

2.3

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

35 000

კაპიტალური ხარჯები

35 000

3

იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკა

104 500

3.1.

იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა გამოვლენა (რეგიონული დონე - ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი)

17 072

სხვა საქონელი და მომსახურება

17 072

3.2

ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირება

37 428

სხვა საქონელი და მომსახურება

 37 428

3.3

საკვები პროდუქტების მიკრონუტრიენტებით გამდიდრების (ფორთიფიცირება) ხელშეწყობა

50 000

სხვა საქონელი და მომსახურება

50 000

4

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა

206 000

4.1.

სგგდ სტანდარტული დიაგნოსტიკა

120 000

სხვა საქონელი და მომსახურება

120 000

4..2

ეპიდზედამხედველობა

68 000

სხვა საქონელი და მომსახურება

68 000

4.3

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

18 000

კაპიტალური ხარჯები

18 000

5

შიდსის პროფილაქტიკა

200 000

5.1.

რისკის ჯგუფების აივ ინფექცია/შიდსზე სტანდარტული დაიგნოსტიკა

139 500

სხვა საქონელი და მომსახურება

139 500

5.2

ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება, პროფილაქტიკურ-საგან-მანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფა, საორგანიზაციო-მეთოდური საქმიანობა

60 500

სხვა საქონელი და მომსახურება

60 500

6

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა

1 000 000

6.1.

ეპიდზედამხედველობა და პროგრამის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ორგანი-ზაციულ-მეთოდურ-პრაქტიკული სამუშაოების წარმოება; დონორთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობა

27 000

სხვა საქონელი და მომსახურება

27 000

6..2

დონორთა სისხლის სტანდარტული დიაგნოსტიკა (30 ათასი დონაცია)

973 000

სხვა საქონელი და მომსახურება

973 000

7

დაავადებათა რეგისტრის და ეპიდზედამხედველობის განხორციელება

60 000

7.1.

რეგისტრის ფუნქციონირება (კიბოსწინა დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული ფორმების გამოვლენა, ქვეყანაში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, პრედიალიზზე, დიალიზზე მყოფი და თირკმლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტთა საინფორმაციო ბანკის მართვა)

54 000

სხვა საქონელი და მომსახურება

54 000

სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა

6 000

სხვა საქონელი და მომსახურება

6 000

8

ნარკომანიის პროფილაქტიკური ღონისძიებები

32 000

8.1

საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში ნარკომანიის ეპიდზედამხედველობისა და პროფილაქტიკის წარმოება (12 რეგიონი)

32 000

სხვა საქონელი და მომსახურება

32 000

 

თავი III

ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

    მუხლი 10. აქტუალობა

1. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოში გავრცელებული ინფექციური სნეულებების, აგრეთვე სახელმწიფოში ამჟამად არარეგისტრირებული, მაგრამ გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორების გამო (შავი ჭირის და სხვა დაავადებების ბუნებრივი კერები; საზღვარგარეთის ქვეყნებთან მზარდი ურთიერთობანი, გაძლიერებული მიგრაცია; ეკონომიკური და სოციალური რყევები, ბიოტერორიზმის საფრთხე) შესაძლებელი, საკონვენციო და სხვა საშიში გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას და შემოტანის ან აღმოცენებისა და გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას და შესრულებას (ჯანდაცვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; ქვეყანაში სადეზინფექციო საქმიანობის მიმდინარეობაზე მეთოდურ დახმარებას, მონიტორინგს და შავი ჭირის, კონტაგიოზური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების, ქოლერის, შებრუნებითი ტიფის, Q ცხელების (ფილტვის ფორმა), ორნითოზის გავრცელების საშიშროების დროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქებებისას ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების (დასკვნითი დეზინფექცია) ორგანიზებას, ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის უზრუნველყოფა სამთავრობო დაწესებულებებში.

2. საქართველოში მალარიის ლიკვიდაციის კომპლექსური ღონისძიებები 1921 წელს დაიწყო და 1970 წელს დამთავრდა ადგილობრივი შემთხვევების სრული ლიკვიდაციით. მიუხედავად ამისა, შენარჩუნდა გადამტანი კოღო ანოფელესი და მის ორგანიზმში მალარიის პარაზიტის გამრავლებისათვის ბუნებრივად ხელსაყრელი პირობები, რომელიც არსებობს საქარ-თველოს ტერიტორიის ნახევარზე. ამ ადგილებში განლაგებულია დასახლებული პუნქტების 80%, ამდე-ნად, საქართველოს მოსახლეობის 93% ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, სადაც მალარიის განვითარების მაღალი რისკია. მსოფლიოს ბევრ ქვეყაში მალარიის „შემობრუნებას“ ვერც საქართველო აცდა, რაც გლობალური დათბობის პრობლემებსაც უკავშირდება. ბოლო წლებში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში, აღირიცხა მალარიის ადგილობრივი შემთხვევები: 1996 წელს – 3; 1998წ. – 14; 1999წ. – 35, 2000წ. – 164, 2001 წ. – 437, 2002 წელს – 474, 2003 – 315, 2004 წელს – 257 შემთხვევა.

3. მოცემულ ეტაპზე მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა დროული განხორციელება მალარიის ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლევა.

4. 2000 წლიდან სახელმწიფო პროგრამების ამუშავებამ მალარიის ზრდის ტემპი მკვეთრად შეამცირა, ხოლო 2003 წლიდან დაფიქსირდა შემთხვევათა კლება.

პროგრამა შედგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-janmo), ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის და ბიუროს, აშშ დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მიხედვით: EUROHELTH, 06.12.95; EUR/RC45/ R6, 21.09.95; CMDS 03/01/13-REP,06.1996; ICD/CMDS05MT01, 6.11.95; ICP/EPI 038(B),1994; NNIS Sistem, CDC, July 1996; MMWR, RR-3,N12,1996; EUR/ICP/CMDS 01 01 14 Rev.1; WHO/EMC/DIS/97.1; WHO/EPI/GEN/98.01; EUR/RC48/10, 5.10.98,13618; ევროპის რეგიონის ქვეყნების თათბირის რეკომენდაციები ეპიდზედამხედველობის დარგში კონსენსუსის მისაღწევად (გროტაფერატა, 07.04.00) და გამომდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკიდან 1999წ.

ფრინველის გრიპის ვირუსის მხრივ არაკეთილ-საიმედო ქვეყანათა რაოდენობის სწრაფი ზრდა.

5. ამჟამად დედამიწის მოსახლეობას ემუქრება 30-ზე მეტი ახალი ინფექციური დაავადება, ხოლო უკანასკნელ ხანს ევროპის რეგიონს დაუბრუნდა არაერთი თითქმის უკვე დავიწყებული დაავადება.

6. მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია და ბუნებრივი კერები გამორიცხავს უმრავლეს ინფექციურ დაავადებათა სრული ლიკვიდაციის შესაძლებლობას. ფართო საერთაშორისო საქმიანი კავშირები, ტურიზმი, ვაჭრობა, მიგრანტების და ლტოლვილების მასები უაღრესად აფართოებს ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საზღვრებს. სულ უფრო მეტი ყურად-ღება ეთმობა ბიოტერორიზმის საშიშროებას.

7. ყოფილ სსრკ ქვეყნებში, ევროპის და აზიის სხვა ქვეყნებში დიფთერიის ეპიდემიებმა და მმრს (SARS) ეპიდემიამ მსოფლიოში ცხადყო, რომ სახელმწიფო საზღვრები ინფექციურ დაავადებებს ვერ აბრკოლებს.

8. მალარია მივიწყებულ დაავადებას წარმოადგენდა მთელ ევროპაში, მაგრამ მისმა ხელახლა აღმოცენებამ დიდი პრობლემები შეუქმნა განვითარებულ ქვეყნებსაც კი.

9. შავი, კასპიის და ხმელთაშუა ზღვების მოსაზღვრე ქვეყნებში ქოლერის შემთხვევათა შეტანა და მომდევნო აფეთქებები ცხადყოფს, რომ ამ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი.

10. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ინფექციურ დაავადებათა გამომწვევთა რეზისტენტობა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ, რაც ზრდის დაავადებების იმ შემთხვევათა რიცხვს, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას სტაციონარის პირობებშიც კი.

11. მიუხედავად წარმატებით განვითარებული კამპანიისა პოლიომიელიტის ერადიკაციის მიზნით მსოფლიოში, იემენში და ინდონეზიაში 2005 წელს პოლიომიელიტის აფეთქებამ, გვიჩვენა ამ დაავადების სრული აღმოფხვრის სირთულე.

12. დასავლეთ ევროპაშიც კი სიკვდილიანობის 7% ინფექციურ დაავადებებზე მოდის, ხოლო ამ დაავადებების წილი მწვავე ავადობაში 60%-ს შეადგენს. ევროპის სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

13. შავი ჭირის აფეთქებამ ინდოეთში და ებოლას ცხელებისამ – უგანდაში, ფრინველის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეპიდზედამხედველობის გაუმ-ჯობესების მნიშვნელობას, ეპიდემიოლოგიური კვლე-ვების გადაუდებელი ჩატარებისა და ლაბორატორიული სამსახურების სათანადო პოტენციალის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

14. პროგრამა შედგენილია ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 48-ე სესიის მიერ მიღებული დოკუმენტის „ჯანმრთელობა – 21“-ში, პუნქტი 4.3 – „ინფექციური დაავადებები“ ჩამოყალიბებული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის ძირითადი პირობების:

15. „ლაბორატორიული სამსახურების გამოყენებაზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობის გამართული სისტემის შექმნა. შემთხვევათა განსაზღვრებების და ლაბორატორიული მეთოდების სტანდარტიზაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების კავშირების სისტემის და პროფესიული მომზადების, მათი საქმიანობის მონიტორინგის გაუმჯობესება. ეპიდაფეთქებების კონტროლისათვის საჭირო მასალების შეზღუდული მარაგების შექმნა“ განსახორციელებლად და ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შესაბამისად.

16. არსებითი განსხვავებანი ცალკეულ ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიაში მოითხოვს კონტროლის და პროფილაქტიკის შესაბამისი ღონისძიებების ნატიფ დიფერენციაციას, რათა მინიმალური დანახარჯებით მიღებულ იქნეს რამდენადმე საგრძნობი ეფექტი.

17. ჯერ კიდევ დაუდგენელი რჩება გრიპის გამომწვევი ვირუსის ქვეტიპი და საერთოდ ქვეყანაში მეტად სუსტია ლაბორატორიული ბაზა უმრავლესი რესპირატორული ინფექციების დიაგნოსტიკისათვის, მათ შორის, წითურასი, რომლის ვაქცინაციაც მხოლოდ 2004 წელს დაიწყო, რაც, თავის მხრივ, არ გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვილაპარაკოთ თანდაყოლილი წითურას ადგილობრივი შემთხვევების არსებობის შესახებ. მართალია, ამჟამად საქართველოში არ რეგისტრირდება პოლიომიელიტი, მაგრამ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში პოლიომიელიტის შემთხვევების არსებობა მოითხოვს ამ დაავადების ლაბორატორიული ეპიდზედამხედველობის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. Bჰეპატიტის ვაქცინაციის დაწყება კალენდრის შესაბამისად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ დაავადების ინციდენტობის შესამცირებლად, მაგრამ კვლავ დღის წესრიგშია პროფილაქტიკის გაფართოების კონკრეტული საკითხები, იმის გათვალისწინებით, რომ ინფიცირების შემთხვევების არანაკლებ ნახევრისა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

18. მართვადი ინფექციების (დიფთერია, პოლიომიელიტი, ყბაყურა, წითელა, წითურა, ყივანახველა, ჰეპატიტი B აღსაკვეთად მოწოდებულია მაღალე-ფექტური სავაქცინო პრეპარატები. ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადად ეყრდნობა იმუნიზა-ციას და იგი წარმოდგენილია ცალკე პროგრამით. მაგრამ, გარდა მოსახლეობის ვაქცინაციისა, ამ ინ-ფექციების ელიმინაციისა და კონტროლისათვის აუცილებელია ეპიდზედამხედველობის სიტემის გამართული მუშაობა, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩათვლით და სხვა პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება (მტარებელთა გამოვლენა, სანაცია და სხვა).

19. შავი ჭირი, ტულარემია – საქართველოში შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერაა: მაღალმთიანი – ჯავახეთის ზეგანზე და ვაკე მთის წინა – ქვეყნის-სამხრეთ აღმოსავლეთში ნახევრად უდაბნო ზოლში. შავი ჭირის ეპიზოოტიები დაფიქსირებულია პირველში – 1979-83, 1992 და 1997 წლებში, მეორეში – კი 1966, 1968-71 წლებში. ორივე კერა მოითხოვს სისტემატიურ ეპიდემიოლოგიურ და ეპიზოოტოლოგიურ ზედამხედველობას, რადგან ეპიზოოტიების გავრცელებისას არ არის გამორიცხული ადამიანთა დაავადებაც და კერიდან ინფექციის გატანაც, როგორც ეს მოხდა ინდოეთში 1994 წელს. ამავე დროს მეზობელ სახელ-მწიფოებიდან, მათ შორის ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნებიდან შესაძლოა ამ ინფექციის შემოტანა (ეპი-ზოოტიები გამოვლენილია სომხეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, დაღესტანში, სტავრო-პოლის მხარეში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ხოლო 1999 წელს ყაზახეთში რეგისტრირებულია 7 შემთხვევა ადამიანებში). ტულარემიის ბუნებრივი კერები ძირი-თადად ემთხვევა შავი ჭირის ბუნებრივ კერებს, თუმცა სივრცობრივად მეტი ფართი უკავია და მოი-ცავს დამატებით კახეთისა და ქართლის ზონებსაც. მარცვლეულის წარმოების გაფართოებასთან ერთად მოსალოდნელია ტულარემიის შემთხვევების მატება ადამიანებში. ამის გამო ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტოლოგიური ზედამხედველობა უნდა გატარდეს კომპლექსურად – ორივე ინფექციის მიმართ, პარალელურად გადამტანებში და რეზერვუარებში სხვა ბუნებრივ-კეროვანი ინფექციების გამომწვევების ცირკულაციის დადგენით.

20. ქოლერა და ნაწლავთა მწვავე ინფექციები; ქოლერის მე-7 პანდემია გრძელდება და შემთხვევები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღირიცხება. 1998 წელს დიდი აფეთქება დაფიქსირდა სომხეთში, ავადობა აღინიშნა რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში. ცალკეული შემოტანილი შემთხვევები საქართველოშიც აღირიც-ხებოდა (1993-94წ), ხოლო ბოლო წლებში ლისის ტბიდან გამოთესილია ქოლერის O139 („ბენგალი“) ვიბრიონები. არ არის გამორიცხული, რომ ქოლერა კვლავაც იქნება შემოტანილი, ხოლო ის ხარვეზები, რომელსაც ადგილი აქვს მოსახლეობის წყალმომარაგებაში (მაგალითად, ეპიდაფეთქებები ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდში, ფოთში), დასახლებული ადგილების დასუფთავებაში, საკვები პროდუქტებით ვაჭრობაში, იმოქმედებენ ამ დაავადებების გავრცელებაზე, თუ გარემოდან ან ავადმყოფებიდან დროულად არ იქნა გამოყოფილი და იდენტიფიცირებული გამომწვევები და არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებანი. ამავე დროს ქვეყნის ლაბორატორიული ბაზა უაღრესად მწირია წყლით და საკვებით გადაცემად დაავადებათა ეტიოლოგიის გასაშიფრად.

21. ზოონოზები: წვრილი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბების პირობებში დაავადებულ პირუტ-ყვზე ვეტერინარული ზედამხედველობის სიძნელეების, ცხოველებში ჯილეხის და ბრუცელოზის საწინააღმდეგო აცრების სრული მოცულობით ჩაუტარებლო-ბის, ვეტერინარული სამსახურების გვერდის ავლით იძულებით დაკვლისა და დასენიანებული ხორცის გასაღების მცდელობის პირობებში ქვეყანაში იმატა ამ დაავადებების რისკმა. ქვეყანაში კვლავ მეტად დაძაბული სიტუაციაა ცოფის გავრცელების მხრივ.

22. პარაზიტული დაავადებები – გადამტანების (ფლებოტომუსების) და რეზერვუარის (მაწანწალა ძაღლები) სიმრავლის გამო კვლავ ძალზე პრობლემატურია ლეიშმანიოზის გავრცელება.

23. უკანასკნელ ათწლეულში თავი იჩინა ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ამებიაზი. ამებიაზის 1998 წლის ეპიდაფეთქებამაც ნათლად წარმოაჩინა ლაბორატორიული სამსახურების გადაუდებელი გაძლიერების აუცილებლობა, ამავე აფეთქებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, გარდა გეგმურისა, ეპიდსიტუაციის მიხედვით კადრების სასწრაფო სწავლების აუცილებლობა.

24. ქვეყნის მიერ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, ევროპააზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების დაწყება, უმწვავესად აყენებს ლაბორატორიულ სამსახურებზე დაყრდნობილი ეპიდზედამხედველობის სისტემის გამართულ მუშაობის აუცილებლობას, სხადასხვა ეკზოტიკური დაავადებების დროული აღმოჩენისა და კონტროლის მიზნით.

25. პროგრამის განხორციელება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინებული სტანდარტების (განსაკუთრებით ამბულატორიული) და მონაწილე დაწესებულებების ჩამონათვალის გაფართოებაზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს დაავადებათა გამოვლენას და რეგისტრაციას.

    მუხლი 11. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანს წარმოადგენს:

ა) ინფექციური დაავადებების გავრცელების ეტაპობრივი შემცირება, მათი ელიმინაციის (აღმოფხვრის) და კონტროლის გზით; დაავადებათა კერებში დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა; ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის უზრუნველყოფა სამთავრობო დაწესებულებებში; აღმოჩენილი მალარიის ადგილობრივი კერების ელიმინაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მალარიის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილება;

ბ) 2010 წლისათვის წითელას ელიმინაციაა;

გ) პოლიომიელიტის ელიმინაციის შენარჩუნება;    

დ) 2010 წლისათვის ან უფრო ადრე ჰეპატიტ B ახალი შემთხვევების გადაცემის რიცხვი უნდა შემცირდეს 80%-ით;

ე) 2008 წლისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ავადობის მაჩვენებელი 0,1-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე: ეპიდემიური პაროტიტი, ყივანახველა და დიფთერია;

ვ) 2010 წლისათვის ან უფრო ადრე მალარიის გავრცელების მაჩვენებელი უნდა იყოს 5-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე;

ზ) 2010 წლისათვის ან უფრო ადრე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიკვდილობის მაჩვენებლების და ჯანმრთელობისათვის ნეგატიური შედეგების თანმიმდევრული და მუდმივი შემცირება, დაკავშირებული გადამდებ დაავადებებთან, განსაკუთრებით მწვავე რესპირატორულ და დიარეულ ინფექციებთან ბავშვთა ასაკში;

თ) დაავადებათა კერებში დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა.

    მუხლი 12. პროგრამის ღონისძიებები

1. პროგრამის ღონისძიებებია:

ა) ეპიდაფეთქების ლიკვიდაციის ხელშეწყობა (სტან-დარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა);

ბ) მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პარაზიტულ დაავადებათა პრევენცია;

გ) რეგიონულ და ადგილობრივ (ქალაქი, რაიონი) დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირება (იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება);

დ) სამთავრობო დაწესებულებებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძიებების ჩატარება;

ე) სადეზინფექციო საქმიანობის მიიმდინარეობაზე ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა;

ვ) მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე:

ვ.ა) ეპიდაფეთქებებზე რეაგირება;

ვ.ბ) მალარიაზე მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;

ვ.გ) ეპიდკონტროლის განხორციელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე;

ვ.დ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება ცენტარლურ დონეზე;

ვ.ე) სეზონური დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;

ვ.ვ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

ზ) მედიკამენტების, რეაქტივებისა და რეაგენტების შეძენის ხარჯები.

2. პრიორიტეტული მიმართულებები:

ა) დიფთერია – გათვალისწინებულია ავადობის აღკვეთისათვის აუცილებელი ძირითადი ღონისძიებები: გეგმური და ეპიდჩვენებით ვაქცინაცია, ავადმყოფთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის სტანდარტულობის უზრუნველყოფა; კონტაქტირებულთა გამოკვლევისათვის სამხარეო და ადგილობრივი სამსახურებისათვის მხარდაჭერა: სანაცია და იმუნიზაცია; ბაქტერიომტარებელთა გამოვლენა; ვაქცინაციაზე მკაცრი მონიტორინგი; სამხარეო და რაიონული ლაბორატორიების მომარაგება სატრანსპორტო და სხვა საკვები ნიადაგებით. გათვალისწინებულია ეპიდსიტუაციის მიხედვით კერების ღრმა შესწავლა ადგილზე გასვ-ლით, სათანადო რეკომენდაციების მომზადება ადგილობრივი სამსახურებისათვის, ახლო კონტაქტების პროფილაქტიკური მკურნალობა სტანდარტის შესაბამისად;

ბ) პოლიომიელიტი – გეგმური ვაქცინაცია, საჭიროებისას „გაწმენდის“ ოპერაცია, აქტიური ეპიდზედამხედველობის, ყოველკვირეული ნულოვანი ანგარიშგების განხორციელება, მწვავე დუნე დამბლის თითოეული შემთხვევის ღრმა შესწავლა და სისტემატური ეპიდზედამხედველობა გამომწვევის ცირკულაციაზე ეკოსისტემაში, მწვავე დუნე დამბლის ყველა შემთხვევის ლაბორატორიული გამოკვლევა, „ცივი ჯაჭვის“ წესების დაცვის სისტემატიური კონტროლი;

გ) ქოლერა და ნაწლავთა სხვა მწვავე ინფექციები – გათვალისწინებულია დიარეულ დაავადებათა აფეთქებების ეტიოლოგიის გაშიფრვა, პილოტური კვლევები ამ დაავადებების გამომწვევთა სტუქტურის და ანტიბიოტიკომგრძნობელობის დასადგენად, ეპიდჩვენებებით ბიოვარიანტების დადგენა, გენოტიპირება, გარემო ობიექტების (წყალსატევები, ჰიდრობიონტები) საკონტროლო გამოკვლევა ქოლერის, მუცლის ტიფის და სხვა გამომწვევების არსებობაზე, საეჭვო კულტურების საბოლოო იდენტიფიკაცია, სადეზინფექციო სამუშაოები კერაში ეპიდჩვენებებით (მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა), სპეციფიკური და ექსპრეს – პროფილაქტიკის ჩატარება, მ.შ. მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა; ეპიდაფეთქებების ღრმა შესწავლა ადგილებზე გასვლით; პირადი ჰიგიენის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებების პროპაგანდა მოსახლეობაში და მათი შეზღუდული მარაგების შექმნა ეპიდაფეთქებებისათვის;

დ) შავი ჭირი და ტულარემია – გათვალისწინებულია ბუნებრივი კერების სისტემატური ეპიზოოტოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევა სეზონური საველე რაზმებით, ოპტიმალურ ვადებში, შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, სამედიცინო ქსელის პერიოდული ინფორმირება ქვეყანაში და მეზობელ სახელმწიფოებში მდგომარეობის შესახებ. სათანადო ჩვენებების დროს დერატიზაციის, დეზინსექციის და დეზინფექციის ჩატარება დასახლებულ პუნქტში, ხოლო ადამიანის დაავადების ან დაავადების შემოტანის შემთხვევაში საკარანტინო-სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელებაში მონაწილეობა, ყველა შემთხვევის კვლევა ადგილზე გასვლით, ეპიდსიტუაციის მიხედვით ანტიბიოტი-კოპროფილაქტიკა სტანდარტის შესაბამისად;

ე) ვირუსული ჰეპატიტები – გათვალისწინებულია ორსულთა, კონტაქტირებულთა (ეპიდსიტუაციის მიხედვით) და სამედიცინო პერსონალის (მაღალი რისკის) შერჩევითი პილოტური სეროლოგიური გამოკვლევა, ეპიდაფეთქებების ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ლაბორატორიული კვლევებით. B ჰეპატიტის გეგმური ვაქცინაცია;

ვ) წითელა, ყივანახველა, წითურა – იმუნიზაცია, პილოტურ ლაბორატორიულ კვლევაზე დაყრდნობით ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება, აფეთქებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა-გაშიფვრა-დადასტურების შესაძლებლობის შექმნა;

ზ) მენინგოკოკური ინფექცია და სხვა მენინგიტები – ჯგუფური შემთხვევებისას კონტაქტირებულ პირთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მსუბუქი, წაშლილი ფორმებით დაავადებულთა გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით, ავადმყოფთა პილოტური ლაბორატორიული გამოკვლევა მენინგიტების ეტიოლოგიის, მათ შორის ჰემოფილუსის გვარის მიკრობების ცირკულაციის დასადგენად ქვეყანაში, რაც საშუალებას მოგვცემს ამ დაავადების ვაქცინაციის დაწყებაზე რეკომენდაციების მოსამზადებლად; საეჭვო კულტურების საბოლოო იდენტიფიკაცია, ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა, ეპიდაფეთქებების ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ადგილზე გასვლით. კონტაქტირებულთა პროფილაქტიკა სტანდარტის შესაბამისად;

თ) ჯილეხი – გათვალისწინებულია ჯილეხით დასენიანებაზე საეჭვო ობიექტებთან კონტაქტში მყოფ პირთა გამოკვლევა, აგრეთვე საეჭვო ავადმყოფთა ლაბორატორიული გამოკვლევა, ეპიდზედამხედველობა ლაბორატორიული კვლევის გამოყენებით არაკეთილსაიმედო რეგიონებზე, სანიტარულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავება ცალკეული კერებისათვის და მათი წარდგენა მმართველობით ორგანოებში; ჯილეხზე საეჭვო კულტურების საბოლოო იდენტიფიკაცია და ტიპირება. მოსახლეობის გათვითცნობიერება ჯილეხის პროფილაქტიკის საკითხებში;

ი) ბრუცელოზი – რისკ-კონტინგენტების მიკრო-ბიოლოგიური გამოკვლევა ეპიდჩვენებების მიხედვით, საჭიროებისას ადგილზე გასვლით. კერების ეპიდემიოლოგიურ შესწავლა, სანიტარულ-გამაჯანსაღებელიღონისძიებების შემუშავება ცალკეული კერებისათვის და მათი წარდგენა მმართველობით ორგანოებში. მოსახლეობის გათვითცნობიერება ბრუცელოზის პრო-ფილაქტიკის საკითხებში;

კ) ბოტულიზმი – სდაავადების ჯგუფური შემთხვევების ეპიდემიოლოგიური შესწავლა, ავადმყოფის მასალისა და ბოტულოტოქსინის შემცველობაზე საეჭვო პროდუქტების მიკრობიოლოგიური შესწავლა, ტოქსინის ტიპის დადგენა, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, მოსახლეობის გათვითცნობიერება ბოტულიზმის პროფილაქტიკის საკითხებში;

ლ) კონტაგიოზური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები და ენცეფალიტები – საეჭვო ავადმყოფთა სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელებისათვის სამუშაო გეგმების მომზადება. ეკოსისტემებში ვირუსების ცირკულაციის შესწავლა მაღალი რისკის ტერიტორიების დადგენის მიზნით, დაუდგენელი ეთიოლოგიის ცხელებების და ეკზოტიური დაავადებების დიაგნოსტიკის შესაძლებლობის შექმნა;

მ) მალარია – ეპიდზედამხედველობა ანოფელოგენურ წყალსატევებზე (მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა), კერების შესწავლა, ეპიდჩვენებით ქიმიოპროფილაქტიკა; მოსახლეობის და მალარიაზე არაკეთილსაიმედო ქვეყნებში წამსვლელთა გათვითცნობიე-რება პროფილაქტიკის საკითხებში, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის ამაღლება დაავადების დიაგნოსტიკაში და მართვაში; ეპიდჩვენებით სკრინინგული გამოკვლევები (სისხლის სქელი წვეთის და ნაცხის გამოკვლევა), კერების მიხედვით მიხედვით კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა ინსექტიციდების შეზღუდული რაოდენობით მარაგის შექმნა;

ნ) ცოფი – ეპიდზედამხედველობა; ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;

ო) გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები – ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება პილოტური ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებით, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა მიზანმიმართული წარმოებისათვის;

პ) სხვა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები – ეპიდზედამხედველობის და შემთხვევათა რეგისტრაციის და შეტყობინების სისტემის გაუმჯობესება ადგილობრივი სამსახურების ქმედითუნარიანობის და დაინტერესების გაზრდის გზით, ეპიდაფეთქებების ღრმა შესწავლა (ლაბორატორიული კვლევებით), საჭიროებისას ადგილზე გასვლით; პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო სპეციფიური პროფილაქტიკის (მკურნალობის) საშუალებებით მუნიციპალური სამსახურების მხარდაჭერა, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში დახმარება;

ჟ) სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის ამაღლება – ინსტრუქციულ-მეთოდური დოკუმენტაციის გამრავლება, ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების ჩატარება ვიზუალური სასწავლო მასალის გამოყენებით;

რ) სოციალური მობილიზაცია. გამწვავებული ეპიდსიტუაციის შემთხვევაში ოპერატიული სანსაგანმანათლებლო ლიტერატურის (ბროშურა, სამახსოვრო ფურცლები და სხვა) გამოცემა, პრეს-რელიზების, სტატიების, ტელერადიო გამოსვლების ორგანიზება მოსახლეობის პირადი ჰიგიენის და გადამდები დაავადებების ინდივიდუალური პროფილაქტიკის გაუმჯობესებისათვის;

ს) მალარიის ყველა შემთხვევის სისრულეში მოყვანა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

ს.ა) კლინიკური დიაგნოზის გაუმჯობესება;

ს.ბ) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება;

ს.გ) ანტიმალარიული მედიკამენტებით კონტროლირებადი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ხელმისაწვდომობა:

ს.გ.ა) ცხელების ყველა შემთხვევა, როცა მალარიის ეჭვი არსებობს, ყურადღებით გამოკვლეული უნდა იქნას (სისხლის სქელი წვეთი და ნაცხები უნდა გაისინჯოს რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში);

ს.გ.ბ) გამოკვლევები ჩატარდება სამედიცინო სტანდარტის – სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა სხვა პროტოზოული დაავადებების და ჰელმინთოზების გამოსავლენად შესაბამისად (კოდი 7546);

ს.გ.გ) ყველა დადებითი პასუხის მქონე პრეპარატი უნდა გადამოწმდეს სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ან დაავადებათა კონტროლისა და სამე-დიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრში, ხელმეორედ უნდა შემოწმდეს უარყოფითი პასუხის მქონე პრეპარატების 10 %. სულ სავარაუდოა 800 პრეპარატის გადამოწმება (მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება). თითოეული მიკროსკოპირების კოდი–958;

ს.გ.დ) ლაბორატორიულად დადასტურებული მალარიის ყველა შემთხვევა სასურველია ჰოსპიტალი-ზირებული იქნას არა უგვიანეს 3 დღისა და მკურ-ნალობა უნდა ჩაუტარდეს ქლოროქინით. პრიმაქინით მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს საავადმყო-ფოშიც და ბინაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მალარიის ყველა შემთხვევის დროს უნდა ჩატარდეს რადიკალური მკურნალობა ქლოროქინისა და პრიმაქინის სრული კურსით. (Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე (რადიკალური მკურნალობა);

ს.გ.ე) მკურნალობა უნდა იყოს პაციენტებისათვის უფასო და მასში უნდა შედიოდეს კონსულტაციაც. მკურნალობა ჩატარდება სამედიცინო სტანდარტების (Plasmodium vivax გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე (რადიკალური მკურნალობა) – კოდი 7544 და (Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე) კოდი 7545 შესაბამისად;

ს.გ.ვ) სეზონთაშორის პერიოდში მასიური რადიკალური მკურნალობა პრიმაქინით უნდა ჩატარდეს ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში მალარიის აქტიურ შემოსაზღვრულ კერებში, სადაც დაავადების აქტიური ტრანსმისია მოხდა მიმდინარე წელს და სადაც მოსა-ლოდნელია მალარიის მნიშვნელოვანი აფეთქება მომავალ წელს;

ს.დ) მალარიის გადამტანების კონტროლი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ს.დ.ა) გადამტანი კოღოების რიცხობრიობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება სახლებში (ბინებში) ინსექტიციდების შესხურების შედეგად;

ს.დ.ბ) ბიოლოგიური კონტროლი – თევზ გამბუზიას გავრცელების გზით;

ს.დ.გ) სახლებში ინსექტიციდების მოსხურება არის მალარიის ეპიდემიის კონტროლის ეფექტური მეთოდი, სახლებში მოსხურება უნდა გაკეთდეს მოსახლეობის დასაცავად იმ კერებში, სადაც მალარიის გადაცემა მოხდა წინა წლებში და მოსალოდნელია შემდგომ წლებშიც;

ს.დ.დ) საქართველოში მალარიის ტრანსმისია ხდება მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ინსექტიციდების მოფრქვევა საჭიროა წელიწადში ორჯერ მაინც. უნდა მოხდეს ყველა შენობის და თავშესაფრის დამუშავება მალარიის კერებში, განსაკუთრებით იმ სახლების, რომლებიც ახლოს არიან იმ ადგილებთან, სადაც ხდება გადამტანის იმაგოს წინა ფაზების განვითარება;

ს.ე) შემთხვევების დროული გამოვლინება:

ს.ე.ა) მალარიის ყველა კერა ეპიდემიოლოგიურად უნდა იქნეს გამოკვლეული 1 კმ-ის რადიუსით და უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ;

ს.ე.ბ) რეგულარული ვიზიტებია საჭირო ოჯახებში, რათა გამოვლენილ იქნეს სიცხიანი პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც უახლოეს წარსულში ჰქონდათ ცხელება. ამ ადამიანებს უნდა აეღოს სისხლი ადგილზე და გაისინჯოს უახლოეს ლაბორატორიაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს რადიკალური მკურნალობის სრული კურსი ქლოროქინით და პრიმაქინით. ეს ღონისძიება განსაკუთრებით ინტენსიურად უნდა ჩატარდეს ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის და მარნეულის რაიონებში;

ს.ე.გ) მაღალ ენდემიურ ზონებში და აგრეთვე საზღვრის მახლობელ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური კონტროლი და პროფილაქტიკური ღონისძიებები განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს. საჭიროა უფრო ხშირი ვიზიტები სახლებში მალარიის შემთხვევების აღმოსაჩენად ტრანსმისიის სეზონის დაწყებამდე;

ს.ე.დ) პროფილაქტიკისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება;

ს.ე.ე) დაავადების შემთხვევების მეთვალყურეობის სისტემის გაძლიერება;

ს.ე.ვ) მალარიის ყოველი შემთხვევა ეპიდემიოლოგიურად უნდა იქნეს გამოკვლეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრების თანამშრომლების მიერ. აღმოჩენილი ადგილობრივი შემთხვევები უნდა დარჩეს მეთვალყურეობის ქვეშ 2 წლის განმავლობაში და ნებისმიერი შემდგომი ცხელება საგულდაგულოდ უნდა იქნეს გამოკვლეული;

ს.ე.ზ) მალარიის ყოველი შემთხვევა მიკროსკოპუ-ლად უნდა დადასტურდეს და ეპიდემიოლოგიურად უნდა იქნეს გამოკვლეული;

ტ) მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს მალარიის შემთხვევების შემდეგ კატეგორიებად დაყოფას:

ტ.ა) შემთხვევები, რომლებიც შემოტანილია ქვეყნის საზღვრებს გარედან;

ტ.ბ) შემთხვევები, რომლებიც შემოტანილია საქართველოს სხვა რაიონებიდან;

ტ.გ) რეციდივი (ადრეული და შორეული);

ტ.დ) ადგილობრივი შემთხვევები;

ტ.დ.ა) ადგილობრივი შემთხვევებისათვის დამატებითი პარაზიტოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ, რასაც შემდგომში უნდა მოყვეს დაავადების კონტროლის სათანადო ღონისძიებების ჩატარება;

ტ.დ.ბ) სისხლის სქელი წვეთის და ნაცხების პრეპარატები ეპიდემიოლოგიურ მონაცემებთან ერთად უნდა გადაიგზავნოს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადე-ბათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრში ან ს.ს „ვირსალაძის სახ. სამედი-ცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ს/კ ინსტიტუტში“, რათა დადასტურდეს მალარიის დიაგნოზი;

ტ.დ.გ) სამედიცინო განათლება დაავადების შესახებ:

ტ.დ.გ.ა) მალარიის მაღალი რისკის ადგილებში დაავადების შესახებ საზოგადოების განათლების და ინფორმირების კამპანიაში რეკომენდებულია მასმედიის გამოყენება;

ტ.დ.გ.ბ) ეფექტურია ექიმების მიერ მალარიის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდება პაციენტებისათვის – უნდა დარიგდეს სამახსოვროები, რომლებშიც მითითებული იქნება რადიკალური მკურნალობის აუცილებლობის და პრეპარატების მიღების წესები;

ტ.დ.გ.გ) მალარიის მიკროსკოპიული დიაგნოსტიკის ხარისხი პერიფერიებში ძალიან მწირია. საჭიროა მალარიის მიკროსკოპულ დიაგნოსტიკაში ტრეინინგის კურსების გაგრძელება. ამ კურსებზე ტრეინინგის შედეგად მომზადდებიან მიკროსკოპისტები.

    მუხლი 13. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და პროგრამის სამიზნე

სახელმწიფო სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგ-რამების განხორციელება ძირითადად ხასიათდება მოსახლეობის მაქსიმალური მოცვით, დროში გან-საზღვრულობით (მ.შ. უწყვეტი წარმოება), სპეციალიზებული მომსახურებით (მ.შ. არასამედიცინო), „ტრადიციული“ შემსრულებლების (სამედიცინო-პროფილაქტიკური ქსელი) ბაზისური სტრუქტურით, ეპიდსიტუაციის მდგომარეობით და სხვა. ფაქტობრივად ერთწლიანი პროფილაქტიკური პროგრამების განხორციელების მკაცრად შეზღუდული დრო, ოპტიმიზაციის პირობებში მყოფი სახელმწიფო სექტორები, ცვალებადი სამართლებრივი ბაზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არაადეკვატურია ღონისძიებათა ეფექტური გატარების ხელშეწყობისათვის, ქმნის საშიშ-როებას დასახულ ღონისძიებათა მისაღებ დონეზე შესრულებისათვის. ე.ი. ობიექტურად არსებობს მაღალი რისკი სოციალურად აუცილებელი ღონისძიებების ვერგატარების, რომელსაც ვერ ხსნის მოქნილი მმართველობითი ქმედებანი, რამეთუ ქმედებანი თავისთავად ინერტული ბუნებისანი არიან. პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება პროგრამის მიხედვით ამ ეტაპზე განხორციელდება შემსრულებელთან ხელშეკრულების გაფორმებით, უპირატესად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (მუხლი 10, 3-დ); საჭიროების შემთხვევაში გატარდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედუალური ქმედებანი მოთხოვნებისა და საშუალებების შესაბამისად.

2. პროგრამის მართვას ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. მონაწილე დაწესებულებებს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეული დაწესებულებები. ხოლო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა განხორციელდება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 14. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადებია 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 15. მოსალოდნელი შედეგია

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:

ა) განსაკუთრებით საშიში და მათთან გათანაბრებული ინფექციების აღმოცენების ან შემოტანის დროული გამოვლენა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიული დაგეგმვა-განხორციელება (ჯანდაცვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში);

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქებების ლოკალიზაციის ღონისძიებების ოპერატიული დაგეგმვა და განხორციელება პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში;

გ) ინფექციური ავადობის აღრიცხვა-დადასტურების გაუმჯობესება;

დ) სამხარეო და ადგილობრივი ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურების ეფექტურობის გაზრდა, სპეციალისტთა მომზადების დონის გაუმჯობესება;

ე) ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების შემთხვევაში სადეზინფექციო ცენტრის მიერ სამხარეო და ადგილობრივი სპეციალიზირებული სამსახურები-სათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მალარიის კერების ელიმინაცია ან შეზღუდვა და მალარიის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილება.

    მუხლი 16. პროგრამის დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი:

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 617 100 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა

და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

617 100

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

30

დამქირავებლიდან ანარიცხები

66

მივლინება

50

სხვა საქონელი და მომსახურება

568 054

კაპიტალური ხარჯები

48 900

1

ეპიდაფეთქების ლიკვიდაციის ხელშეწყობა (სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურ-ნალობა) – სამედიცინო მეთვალყურეობა და შეფასება ავადმყოფობათა და მდგომარეო-ბათა შესახებ ეჭვის დროს (კარდაკარ ჩამოვლა), დაავადებათა კონტროლი და პროფი-ლაქტიკა ეპიდაფეთქების დროს. სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა ნაწლავური ინფექციების გამოსავლენად (ლაბორატორიული), ნაწლავურ ინფექციებთან კონტაქტი და შესაძლო ინფიცირება, სხვა გადამდებ დაავადებებთან კონტაქტი და შესაძლო ინფიცირება, დეზინფექცია დაავადების კერაში ეპიდაფეთქების დროს

8 000

სხვა საქონელი და მომსახურება

8 000

2

მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პარაზიტულ დაავადებათა პრევენცია –სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა სხვა პროტოზოული და დაავადებების და ჰელმინთოზების გამოსავლენად, მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება, რადიკალური მკურნალობა, ქიმიოპროფილაქტიკა და სხვა დაზუსტებული პროფილაქტიკური ღონისძიებები

100 000

სხვა საქონელი და მომსახურება

100 000

3

რეგიონულ და ადგილობრივ (ქალაქი, რაიონი) დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირება (იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება)

378 000

სხვა საქონელი და მომსახურება

378 000

4

სამთავრობო დაწესებულებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძიებების ჩატარება ინფექციურ დაავადებათა პირველადი კერების შესწავლას, ეპიდზედამხედველობის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას პრეზიდენტის კანცელარიაში, პარლამენტსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში

15 000

სხვა საქონელი და მომსახურება

15 000

5

სადეზინფექციო საქმიანობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა. ეპიდსიტუაციის გამწვავებისას კერაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების (დასკვნითი დეზინფექცია) ორგანიზაცია

15 000

სხვა საქონელი და მომსახურება

15 000

6

მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე (ეპიდა-ფეთქებებზე რეაგირება) – სემინარები, ტრეინინგები

89 100

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

30

დამქირავებლიდან ანარიცხები

66

მივლინება

50

სხვა საქონელი და მომსახურება

40 054

კაპიტალური ხარჯები

48 900

6.1

ეპიდაფეთქებებზე რეაგირება – სემინარები, ტრეინინგები

20 820

სხვა საქონელი და მომსახურება

20 820

6.2

მალარიაზე მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ დონეზე – სემინარები, ტრეინინგები

1 950

სხვა საქონელი და მომსახურება

1 950

6.3

ეპიდკონტროლის განხორციელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე – სემინარები, ტრეინინგები

3 000

სხვა საქონელი და მომსახურება

3 000

6.4

სამედიცინო სტატისტიკის წარმოება ცენტრალურ დონეზე

7 230

სხვა საქონელი და მომსახურება

7 230

6.5

სეზონური დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება (საინფორმაციო ბეჭდვითი მასალები)

7 054

სხვა საქონელი და მომსახურება

7 000

7

მედიკამენტების, რეაქტივებისა და რეაგენტების შეძენის ხარჯები

12 000

სხვა საქონელი და მომსახურება

12 000

 

თავი IV.

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა (შპს ეპილეფსიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი)

    მუხლი 17. აქტუალობა

საქართველოში მცხოვრები სულ ცოტა 35-40 ათასი აქტიური ეპილეფსიით დაავადებული საჭიროებს ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მკურნალობასა და მუდმივ მეთვალყურეობას; 70-80 ათას ფიზიკურ პირს ეპილეფსია სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე აქვს გადატანილი და ისინი გულყრების განახლების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მასშტაბები შეუძლებელს ხდის ეპილეფსიის სპეციფიკური პროფილაქტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფას მხოლოდ პაციენტის შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

ეპილეფსია სოციალური ხასიათის პრობლემაა: სწორი მართვის პირობებში, სამედიცინო შედეგის თვალსაზრისით, შემთხვევათა 70-75% განკურნებადია, ხოლო 85-90%-ში შესაძლებელია ასეთი ადამიანების სოციალურად სრულყოფილ პიროვნებებად ფორმირება. ამდენად აუცილებელია ეპილეფტოლოგიური სამსახურის სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოქცევა, პრობლემის სათანადო ფორმირება და მიზნობრივი მართვა.

    მუხლი 18. მიზანი

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობაში ეპილეფსიის ავადობისა და დაავადებიანობის შემცირება, პრობლემის მართვა, დაავადებულთა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ეპილეფტოლოგიური სამსახურის ფორმირებისა და ფუნქციონირების გზით.

    მუხლი 19. პროგრამის ღონისძიებანი

პროგრამის ღონისძიებებია:

ა) პროფილაქტიკა;

ა.ა) საზოგადოების ინფორმირება (მ.შ მიზნობრივი ჯგუფები);

ა.ბ) ცჯწ-ს დანერგვის ხელშეწყობა მოსახლეობასა და მიზნობრივ ჯგუფებში ეპილეფსიით დაავადებულებისადმი უარყოფითი სოციალური დამოკიდებულების შესაცვლელად;

ა.გ) მეორადი პროფილაქტიკის მიზნით პჯდ-ს დონის სპეციალისტთა (ექიმი, ექთანი, ნევროლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი) მიზნობრივი ინფორმირება და სათანადო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

ა.დ) რისკ-ჯგუფების ფორმირება და დიაგნოსტირება;

ბ) მკურნალობის ხელშეწყობა;

ბ.ა) ამბულატორიული;

ბ.ბ) მაღალტექნოლოგიურ სპეციალიზირებულ დონეზე;

გ) რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

გ.ა) ამბულატორიული მომსახურების ხელშეწყობა;

გ.ბ) სპეციალიზირებული მომსახურების ხელშეწყობა;

გ.გ) სოციუმში ინტეგრაციის ხელშეწყობა ფსიქოსოციალური ასპექტებით;

გ.დ) საზოგადოების განათლება ეპილეფსიის საკითხებში;

დ) ეპიდზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა;

დ.ა) ეპიდზედამხედველობის სისტემის ფორმირება, დანერგვა-ამუშავება;

დ.ბ) ეპიდრეგისტრის გაფართოებული წარმოება;

ე) მკურნალობის ხარისხის მონიტორინგი;

ე.ა) მკურნალობის სქემების შემუშავება;

ე.ბ) მონიტორინგის ფორმების შემუშავება;

ე.გ) მათი დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) მონიტორინგი და პროცესის შეფასება;

ვ.ა) პროცესის დიფერენცირებული მონიტორინგი და შეფასება;

ვ.ბ) წინადადებების შემუშავება პრობლემის მართვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

ზ) მართვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სრულყოფა;

ზ.ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

    მუხლი 20. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და პროგრამის სამიზნე

1. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებაა შპს „ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“.

2. სამიზნეა საქართველოს ეპილეფსიით დაავადებული მოსახლეობა და რისკ-ჯგუფები.

    მუხლი 21. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადებია 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 22. მოსალოდნელი შედეგები

პრობლემის მართვა, აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, დაავადებულთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დაავადებიანობის შემცირების ხელშეწყობა, დაავადებულებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სიღარიბის პროფიალქტიკა.

    მუხლი 23. დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 200 000 ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამა (შპს ეპილეფსიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი)

200 000

 

სხვა საქონელი და მომსახურება

200 000

1

პირველად პაციენტთა კონსულტირება და ინფორმირება (ეპილეფტო-ლოგი, ნეიროფსიქოლოგი და ერთჯერადი ეეგ გამოკვლევა) და შესაბამი-სის ინფორმირება შემდგომი ქცევების შესახებ; პჯდ-სა და საზოგადოებ-რივი ჯანდაცვის დონეზე პირველადი და მეორადი პროფილაქტიკის მიზ-ნით სპეციალისტთა (ექიმი, ექთანი, ნევროპათოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, პაციენტი, ოჯახის წევრი) მიზნობრივი, მეთო-დური ინფორმირება და ტრენინგი; მკურნალობისა და პროფილაქტიკის (პჯდ-ს დონე) მეთვალყურეობის სქემების, შესაბამისი იმპლემენტაციის ხელშეწყობა; სოციუმში იმპლემენტაციის (ფსიქო-სოციალური ასპექტები) ხელშეწყობა (მიზნობრივი ჯგუფი – სკოლის პედაგოგები); ეპილეფსიის რეგისტრის წარმოება ცენტრალური და ადგილობრივი დონეებიდან სპეც-მონაცემთა მიღება-დამუშავება, წინადადებების შემუშავება და შეფასება; 2005 წლის პროგრამის ანალიზი

200000

 

სხვა საქონელი და მომსახურება

200 000

 

 

 

 

თავი V.

პროგრამების მონიტორინგი და მართვის ხელშეწყობა

    მუხლი 24. აქტუალობა

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის“ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფა, როდესაც პროგრამის მართვის ხარჯები (საშემსრულებლო დონეზე) მიიმართება პროგრამების განხორციელების მონიტორინგის, მოცულობითი ანალიზის სამედიცინო, ეკონომიკურ-ორგანიზაციული და სამართლებლივი ასპექტების მიხედვით.

    მუხლი 25. მიზანი

პროგრამის მიზანია:

ა) ორგანიზაციულ-მმართველობით ღონისძიებათა ეფექტურობის გაზრდის მიზნით ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების (პრევენციული) განხორციელების ორგანიზაციისა და მართვის ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების მომსახურება და შესაბამისად ხარჯიც (საშემსრულებლო დონეზე) მიიმართება პროგრამების განხორციელების მონიტორინგის, მოცულობითი ანალიზის სამედიცინო ეკონომიკურ-ორგანიზაციული, სამართლებლივი ასპექტების მიხედვით.

    მუხლი 26. პროგრამის ღონისძიებანი

პროგრამის ღონისძიებებია:

ა) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის“ სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემის ფუნქციონირება და განვითარება („ცენტრალურ“, „რეგიონულ“ და „რაიონულ“ დონეზე), სათანადო კომუნიკაციური უზრუნველყოფა;

ბ) ინფორმაციული დონეზე ადგილობრივი და ცენტრალური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამების მოქმედების შეფასება და ერთიანი ანალიზი;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორგანიზაციული სამუშაოების წარმოება, ხელშეკრულებების შემუშავება-გაფორმება, საექსპერტო (მ. შ. აუდიტორული) მომსახურება-კონსულტირება;

დ) კომპიუტერული მომსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ე) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით საშემსრულებლო დონეზე ინსპექტირების (საინფორმაციო დონე) წარმოება, ადგილობრივ დონეზე (რაიონი, ქალაქი) პროგრამულ ღონისძიებათა გატარების შეფასება;

ვ) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ორგანიზაციულ-მეთოდური სამუშაოების გატარება რეგიონალურ და რაიონულ დონეზე, შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ზ) ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემის ფორმირება განვითარება „ცენტრალურ“, დონეზე;

თ) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეკონომიკურ-სამართლებრივი, საორგანიზაციო, საბუღალტრო მიმართულებით საშემსრულებლო დონეზე მეთოდური სამუშაოების წარმოება ადგილებზე (რეგიონი, რაიონი) გასვლებით. ასევე სიტუაციური მდგომარეობის მიხედვით მივლინებების განხორციელება;

ი) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის“ სახელმწიფო პროგრამის სატენდერო პროცედურების წარმოებისათვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა;

კ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ყოველთვიური თათბირების (ანგარიშების) მომზადების ორგანიზაცია;

ლ) რეგიონულ დონეზე კონფერენციების ორგანიზება;

მ) ყოველკვარტალური, წლიური ანალიტიკური სამუშაოების წარმოება პროგრამით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;

ნ) ჯანდაცვის სისტემაში არსებული სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგის ხელშეწყობა;

ო) სამედიცინო შემოწმების და ექსპერტიზის სპეცფორმების ბეჭდვა;

პ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ „პატრიოტთა“ ბანაკებში მონიტორინგის წარმოება;

ჟ) პროგრამის მართვისა და დანერგვის ხელშეწყობა სამხარეო დონეზე – სტანდარტი 7567 –რეგიო-ნულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება, სპეციალიზირე-ბული ანალიზი პროგრამული ფორმების მეშვეობით; რაიონული და უშუალოდ საშემსრულებლო დონეზე ინფორმაციული და პროგრამულ-ინფორმაციული სამუშაოების უზრუნველყოფა; ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემის ფორმირება – განვითარება რეგიონულ დონეზე; ელექტრონული კავშირებით კავშირის უზრუნველყოფა.

    მუხლი 27. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და პროგრამის სამიზნე

1. მონაწილე დაწესებულებებს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეული დაწესებულებები.

2. პროგრამის სამიზნეა საქართველოს მოსახლეობა.

    მუხლი 28. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადებია 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 29. მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მოსალოდნელი შედეგია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის, რეგიონალური და რაიონული ცენტრების მიერ პროგრამების ჭრილში შესრულებული საორგანიზაციო, სამართლებრივ-ეკონომიკური, სამედიცინო სამუშაოების გარჩევა-ანალიზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნით.

    მუხლი 30. დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი;

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 341 000 ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

პროგრამების მონიტორინგი და მართვის ხელშეწყობის ხარჯები

341 000

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

121 667

დამქირავებლიდან ანარიცხები

24 333

მივლინება

20 000

სხვა საქონელი და მომსახურება

175 000

1

პროგრამების განხორციელების ორგანიზაციისა და მართვის ხელშეწყობა მონიტორინგი, სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის მონიტორინგის და ორგანიზაციული უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციონირება ცენტრალურ დონეზე;

278 660

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

121 667

დამქირავებლიდან ანარიცხები

24 333

მივლინება

20 000

სხვა საქონელი და მომსახურება

112 660

2

პროგრამების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოთა დამოწმება, ინსპექტირება რაიონულ, საქალაქო (სამხარეო) დონეზე

13 240

სხვა საქონელი და მომსახურება

13 240

3

– პროგრამების მართვისა და დანერგვის ხელშეწყობა სამხარეო დონეზე
– სტანდარტი № 7567: რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება, სპეციალიზებული ანალიზი პროგრამული ფორმების მეშვეობით; რაიონულ და უშუალოდ საშემსრულებლო დონეზე ინფორმაციული და პროგრამულ-ორგანიზაციული სამუშაოების უზრუნველყოფა;
– ორგანიზაციულმმართველობითი სისტემის ფორმირება -განვითარება რეგიონულ დონეზე; ელექტრონული კავშირებით კავშირის უზრუნველყოფა;

49 100

სხვა საქონელი და მომსახურება

49 100

                                                                                                                                                                                                     “.

 დანართი №12

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა

თავი I

    მუხლი 1. პრეამბულა

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს, რომელთა მეშვეობითაც დაგეგმილია სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტთა მზადების, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდებისა და სარეზიდენტო გამოცდების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება და ორგანიზაციული სტრუქტურა

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით გათვალისწინებული 273 800 ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

 

 

ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ა

ბიუჯეტი

(ლარებში)

1.

სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტურაში მზადების კომპონენტი

179 733

2.

ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კომპონენტი

66 000

3.

სარეზიდენტო გამოცდების ორგანიზაციის კომპონენტი

17 567

4.

პროგრამის მართვისა და მონიტორინგის ხარჯები

10 500

 

სულ:

273 800

 

თავი II.

სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტურაში მზადების კომპონენტი

    მუხლი 3. აქტუალობის დასაბუთება

ექიმის სპეციალისტად ჩამოყალიბების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს დიპლომისშემდგომი განათლება და სარეზიდენტო მზადება წარმოადგენს, ხოლო ექიმი სპეციალისტის პროფესიული კომპეტენციის სრულყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის მთელ პერიოდში გრძელდება. მთლიანად ამ პროცესის პროდუქტია სათანადო პროფესიული დონის მქონე ექიმი, რომელსაც შესწევს უნარი გაუწიოს პაციენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული პროცესის სახელმწიფო რეგულირების, საკადრო პოლიტიკისა და მედიცინის პრიორიტეტულ მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფინანსურად უზრუნველყოფს დიპლომირებული კადრების შერჩევისა და სარეზიდენტო მზადების ადმინისტრირებას.

    მუხლი 4. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია მომავალი საექიმო კადრების ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების (WFME – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადების გზით.

    მუხლი 5. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სტანდარტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშის საფუძველზე დაფინანსების უზრუნველყოფა დადგენილი წესით;

ბ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული (დიპლომის მქონე) პირის დახელოვნება შესაბამის საექიმო სპეციალობაში და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება შესაბამისი პროფილის კლინიკაში (როგორც სტაციონარული, ასევე, ამბულატორიული) რეზიდენტის პრაქტიკული მუშაობის გზით;

გ. რეზიდენტურაში მზადების პერიოდში რეზიდენტის მიერ წარმოებული პრაქტიკული საქმიანობის მეთვალყურეობის უზრუნველყოფა, სათანადო კვალი-ფიკაციის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მიერ და ანგარიშების მომზადება;

დ. რეზიდენტთა მომზადების მონიტორინგი და შეფასება.

    მუხლი 6. განხორციელების გეგმა

ა. სარეზიდენტო მზადების პროგრამის დირექტორთან შეთანხმებით რეზიდენტების მზადების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკების (როტაციების გარაფიკის) მომზადების უზრუნველყოფა;

ბ. კლინიკებში რეზიდენტთა მზადების მონიტორირება;

გ. მზადების შუალედური შეფასების უზრუნველყოფა;

დ. კურსდამთავრებული რეზიდენტების მომზადების დონის საბოლოო შეფასების უზრუნველყოფა.

    მუხლი 7. განხორციელების ვადები

2006 წლის 1 აგვისტოდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 8. მოსალოდნელი შედეგი

2006 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 22 რეზიდენტი.

    მუხლი 9. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

    მუხლი 10. ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით გათვალისწინებულია 179 733 ლარი, თანდართული №1 ცხრილის შესაბამისად.

    მუხლი 11. კომპონენტის მართვა

კომპონენტის მართვაზე პასუხიმგებელი სტრუქტურაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.

თავი III

ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კონპონენტი

    მუხლი 12. აქტუალობის დასაბუთება

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს საექიმო სპეციალობის დასაუფლებლად დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ. კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებები უზრუნველყოფს სამედიცინო განათლების ეტაპობრიობის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი პრინციპების სრულფასოვან ამოქმედებას.

    მუხლი 13. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია ღონისძიებების გატარების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების გზით უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ისეთი კურსდამთავრებულების შერჩევა, რომლებიც გამოირჩევიან საფუძვლიანი ცოდნით და მზად არიან აითვისონ დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა) პროფესიული მზადების პროგრამა.

    მუხლი 14. კომპონენტის ამოცანები

ა) ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ბ) გამოცდის ჩაბარების მსურველთა საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმღები და სააპელაციო კომისიების ფორმირებისა და მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) გამოცდების ტესტური ფორმით ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) საბუთების მიღების, იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და არქივირების სამუშაოთა წარმოება;

ვ) წინასწარ წარდგენილი განცხადების საფუძველზე უცხოენოვანი გამოსაცდელისათვის საგამოცდო ასის-ტენტის მომსახურების გათვალისწინება;

ზ) საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. განხორციელების გეგმა

ა) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება დადგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად;

ბ) საგამოცდო ტესტბარათების შემუშავების უზრუნველყოფა;

გ) საბუთების მიღებისა და გამოცდების ჩატარების ვადების დადგენა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) საგამოცდო და სააპელაციო კომისიების მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა.

    მუხლი 16. განხორციელების ვადები

2006 წლის 1 ნოემბრიდან 2006 წლის 1 დეკემბრამდე.

    მუხლი 17. მოსალოდნელი შედეგი

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებით სამედიცინო განათლების ეტაპობრივი სტანდარტების დამკვიდრება და სპეციალისტთა მომზადების დიფერენციალური სტრატეგიის განსაზღვრა, ექიმ-სპეციალისტად ჩამოყალიბების სარეზიდენტო პროცესის ხელშეწყობა.

    მუხლი 18. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად შესყიდვების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

    მუხლი 19. ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსება შეადგენს 66,0 ათას ლარს, თანდართული №2 ცხრილის შესაბამისად.

    მუხლი 20. კომპონენტის მართვა

კომპონენტის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.

თავი IV.

სარეზიდენტო გამოცდების ორგანიზების კომპონენტი

    მუხლი 21. პროგრამის მიზანი

სარეზიდენტო გამოცდის მიზანია, რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა.

    მუხლი 22. პროგრამის ამოცანები

რეზიდენტურის მაძიებელთა პროფესიული კომპეტენციის განსაზღვრა.

    მუხლი 23. განხორციელების გეგმა

ა) რეზიდენტურის მაძიებლის რეგისტრაცია;

ბ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაცია;

გ) გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის, ფორმის განსაზღვრა და ტესტური ნაშრომების შეფასება;

დ) სააპელაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაცია;

ე) გამოცდების საჯაროობის ორგანიზაცია;

ვ) საგამოცდო დოკუმენტების შენახვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

    მუხლი 24. განხორციელების ვადები

2006 წლის 1 ნოემბრიდან 2006 წლის 25 დეკემბრამდე.

    მუხლი 25. მოსალოდნელი შედეგი

1. რეზიდენტურაში მზადების სახელმწიფო ინვესტირებისათვის შეირჩევა მაღალხარისხოვანი კადრები.

2. სარეზიდენტო მისაღები გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის კონტინგენტი, რომელიც შესძლებს დაძლიოს რეზიდენტურის კურსი და ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ ექიმსპეციალისტად.

    მუხლი 26. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად შესყიდვების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

    მუხლი 27. ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსება შეადგენს 17 567 ლარს

 

ღონისძიება

თანხა ლარებში (ათასი)

1.

სარეზიდენტო გამოცდების ორგანიზება

11 000

2.

საგამოცდო ტესტ-ბარათების შემუშავება

6 567

 

სულ:

17 567

მუხლი 28. კომპონენტის მართვა

1. კომპონენტის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.

2. რეზიდენტურაში მზადების სახელმწიფო დაკვეთით მოთხოვნა და სპეციალობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი №1

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

 სახელმწიფო დაკვეთის რეზიდენტების 2006 წლის ხარჯთანუსხა აგვისტო – დეკემბერი

 

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

 სულ

 

რეზიდენტთა

რაოდენობა

183

183

183

183

183

 

 

სტიპენდია

9941

9941

9941

9941

9944

49708

 

შრომის ანაზღაურება

 

19170

19170

19170

19170

76680

 

დამქირავებლის ანარიცხები

 

3834

3834

3834

3834

15,336

 

პროგრამ-დირექტორების შრომის ანაზღაურება

 

5942

5942

5942

5941

23767

 

დამქირავებლის ანარიცხები

 

1188

1188

1188

1189

4753

 

სხვა საქონელი და მომსახურება

სასწავლო პროცესის და ოფისის ხარჯები

908

909

909

909

909

4544

 

კომუნალური ხარჯები

989

989

989

989

989

4945

 

სხვა ხარჯები

 

 

 

 

 

 

 

 ჯამი

11838

41973

41973

41973

41976

179,733

 

 

ცხრილი №2

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

2006 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ხარჯთანუსხა

 

 

 

 

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

 სულ

 

მაძიებელთა

რაოდენობა

 

 

 

2200

 

2200

 

სტიპენდია

 

 

 

 

 

 

 

მოწვეულ სპეციალისტთა

შრომის ანაზღაურება

 

 

 

39600

 

39600

 

დამქირავებლის ანარიცხები

 

 

 

7920

 

7920

 

სხვა საქონელი და მომსახურება

ოფისის ხარჯები

 

 

 

8000

 

8000

 

კომუნალური ხარჯები

 

 

 

6000

 

6000

 

სხვა ხარჯები

 

 

 

4480

 

4480

 

სულ

 

 

 

66000

 

66000