„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და არ წარმოუდგენია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანდა დაზარალებული უარს აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე, ან არ წარმოუდგენია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) დაკმაყოფილებული არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
2. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და არ წარმოუდგენია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანდა დაზარალებული უარს აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე, ან არ წარმოუდგენია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე;“;
ა.ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) დაკმაყოფილებული არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა;“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 ოქტომბერი 2025 წ. N985-IVმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №985-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010130000.05.001.102832.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №985-IVმს-XIმპ, 16.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.102832 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6648280/