1. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ:
ა) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
ბ) მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
ბ1) მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და არ წარმოუდგენია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანდა დაზარალებული უარს აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე, ან არ წარმოუდგენია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე;
ბ2) დაკმაყოფილებული არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა;
გ) იგი წვევამდელის ასაკისაა და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის მისი გავლის ვალდებულებისგან;
დ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;
ე) ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.
2. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის თაობაზე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ვალდებული არიან, მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების წარსადგენად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ 2- დღიანი დამატებითი ვადა.
3. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადებში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.
4. გადაწყვეტილება ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს წერილობითი ფორმით.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს
2008
წლის
19
დეკემბრის
კანონი
№804-
სსმ
I, №40, 29.12.2008
წ
.,მუხ
.265
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №716 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №957 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №985 – ვებგვერდი, 17.10.2025