1. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებულია სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე პირად საქმეზე საქართველოდან მიემგზავრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ნებართვით.
2. საქართველოში საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს წვევამდელთა, რეზერვისტთა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოდან გასვლა.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებები ასეთ შეზღუდვათა შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3528 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საკითხის
განხილვისა
და
გადაწყვეტის
წესი
საქართველოს
2008
წლის
19
დეკემბრის
კანონი
№804-
სსმ
I, №40, 29.12.2008
წ
.,მუხ
.2