„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21933
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016786
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №21933

2025 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის  2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის   2011 წლის  23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  – შემოსავლების   სამსახურის    შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის  2014 წლის  18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების  სამსახურის  სტრუქტურული  ერთეულების  სპეციფიკური   სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ დანართის  2.2-2.10 პუნქტებით  გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისათვის/ქვედანაყოფისათვის (გარდა   გაფორმების   განყოფილებებისა   და    გაფორმების ეკონომიკური ზონებისა, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე  4 კვტ-ზე  მეტია)  ან   8716 სასაქონლო პოზიციით  გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან           დაკავშირებული საბაჟო  ფორმალობების განხორციელებისათვის) უქმე დღეს არ წარმოადგენს „უქმე დღის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 ოქტომბრის №438 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე.

2.  ამ შენიშვნის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ამ დანართის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული  სტრუქტურული   ერთეულების   თანამშრომლებს,   ასევე   გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ სეს ესნ-ის   8429,  8701,  8702,  8703,  8704,  8705 და   8711 სასაქონლო პოზიციებით  გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა  50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს, ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი „უქმე დღის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 ოქტომბრის №438 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 3 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის  უფროსი  ირაკლი ბერაია


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.10.2025.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.10.2025. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №21933. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016786.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №21933, 16.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016786 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6648408/