„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15444
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  –  შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15444

2025 წლის 9 ივლისი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული:

) „საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი

№1) 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (გარდა საბაჟო  დეპარტამენტის  ხელმძღვანელისა  და  მისი  პირველი  მოადგილის/მოადგილეებისა) წარმოადგენენ ადმინისტრაციული   ხელშეკრულებით   დასაქმებულ  პირებს   და  მათზე   ვრცელდება „საჯარო სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  ის  ნორმები,  რომლებიც  აღნიშნულ  პირებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.“;

) „შემოსავლების  სამსახურის  სტრუქტურული  ერთეულების  სპეციფიკური  სამუშაო  რეჟიმის“ (დანართი №2) მე-2 პუნქტის 2.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

2.7

საბაჟო გამშვები პუნქტები (თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საბაჟო გამშვები პუნქტების ჩათვლით)

შვიდდღიანი სამუშაო კვირა

კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების  ჩათვლით)

00.00  საათიდან  24.00 საათის ჩათვლით.

 

ცვლაში მომუშავე თანამშრომელთათვის, რომელთათვისაც დაწესებულია

ცვლიანი სამუშაო ციკლი, განსაზღვრულია ცვლის დასაწყისი

10.00  საათი და დასასრული მომდევნო დღის 10.00 საათი.

ცვლაში მომუშავეთა მორიგეობის განრიგს ადგენს  საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი/უფროსის მოადგილე

ცვლაში მომუშავეთათვის შესვენება განისაზღვრება რიგ-რიგობით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ თანამშრომელს 8- საათიანი სამუშაოს შემდგომ, ან მანამდეც (შესვენების განრიგის შესაბამისად), მიეცეს  ორი  საათი შესვენების დრო სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად. ცვლაში მომუშავეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სრულად   გაწეროს ცვლაში მომუშავეთა შესვენების განრიგი (კონკრეტული საათების მითითებით)   და გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას,  ხოლო ცვლიანობისა     და შესვენების განრიგების ასლები ელექტრონული ფოსტის  ან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) საშუალებით ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახვით      უნდა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას

სამსახურის/ დეპარტამენტის/ სტრუქტურული ერთეულის/ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება   აქვს დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად/ წერილობით განუსაზღვროს სამუშაო   დროის განსხვავებული რეჟიმი.

საბაჟო  გამშვები პუნქტების, მათი სამმართველოები სა    და განყოფილებების უფროსების/უფროსის მოადგილეების მუშაობის გრაფიკი განისაზღვრება საბაჟო დეპარტამენტის უფროსის  ან  მისი პირველი მოადგილის/მოადგილის           მიერ. საბაჟო     გამშვები პუნქტის უფროსსა და მის მოადგილეს შორის ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია სამუშაო საათების სხვაგვარად გადანაწილება


.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის  უფროსი                                  ირაკლი ბერაია