📋

კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მდებარე სოფელ გომი-ჯვარში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №67.09.31.688) სააგარაკე/საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 20.10.2025
მოქმედების პერიოდი 20.10.2025 — 21.11.2025
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
20.10.2025
21.11.2025
კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მდებარე სოფელ გომი-ჯვარში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №67.09.31.688) სააგარაკე/საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №19 2025 წლის 17 ოქტომბერი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მდებარე სოფელ გომიჯვარში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №67.09.31.688) სააგარაკე/საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის IV თავის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 38-ე, 41-ე, 43-ე და 47-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-16 მუხლისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მდებარე სოფელ გომიჯვარში (საკ. კოდი 67.09.31.688) სააგარაკე/საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი, ტერიტორიათა გამოყენების რუკისა და განაშენიანების მართვის რეგლამენტის სახით, რომელიც თან ერთვის ამ დადგენილებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 2🔗 განაშენიანების დეტალური გეგმის ტექსტური ნაწილი (დასაბუთება და მისი დანართები) წარმოადგენს გეგმის დამტკიცების წინაპირობას და განხილულ იქნეს მასთან ერთად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი