“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლია 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№241
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.18.011.009.219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 15/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.009.219

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №241

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-15 და მე-18 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” (სსმ, 2002წ. №96, III, მუხ. 833.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დებულების მოთხოვნები ეხებათ ბანკის შემდეგ ადმინისტრატორებს:

ა) ბანკის დირექტორატის წევრებს;

 ბ) ბანკის ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და მათი უფლებამოსილების განმხორციელებელ პირებს;

 გ) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს, ფილიალის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს და მათი უფლებამოსილების განმხორციელებელ პირებს;

 დ) ბანკის სხვა ადმინისტრატორებს, რომლებიც ბანკის შინაგანაწესით უფლებამოსილი არიან საბანკო საქმიანობის განხორციელებისას (მათ შორის,კონკრეტული საქმიანობის გაძღოლისას) დამოუკიდებლად ანდა ერთ ან მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით იკისრონ ვალდებულებები.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრატორის თანამდებობაზე დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ბანკის დირექტორატის წევრს, ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა:ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან იურისპრუდენცია;

ბ) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს, ფილიალის მთავარ ბუღალტერს და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა:ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე;

გ) ბანკის დირექტორატის წევრს, ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მათ უნდა ჰქონდეთ საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 4 წლის სტაჟი, მათ შორის – ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის 2 წლის სტაჟი;

დ) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს, ფილიალის მთავარ ბუღალტერს და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი;

ე) დასანიშნი პირი არ უნდა იყოს ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან სარევიზიო კომისიის წევრი და/ან სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის და/ან სხვა საწარმოს დირექტორატის წევრი ან სხვა ადმინისტრატორი;

ვ) არ უნდა არსებობდეს ეროვნული ბანკის მოთხოვნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსადმი და/ან დირექტორთა საბჭოსადმი დასანიშნი პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

ზ) დირექტორატის წევრი არ უნდა იყოს ამავე ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი;

თ) ბანკის მთავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე, მისი ფილიალის მთავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე არ უნდა იყვნენ ამავე ბანკის ან ამავე ფილიალის დირექტორის ან მისი მოადგილის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი.”.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბანკის სამეთვალურეო საბჭო დირექტორთა საბჭოს წევრების დანიშვნისას, ხოლო თვით დირექტორთა საბჭო ბანკის ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელის, მისი მოადგილის, მთავარი ბუღალტრისა და მოადგილის დანიშვნისას ვალდებულია:

     ა) ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე პირის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით იქონიოს დასანიშნი პირის შესახებ ამ დებულებით დადგენილი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის დეტალური შემოწმება;

ბ) ბანკის ადმინისტრატორად დანიშვნამდე განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს;

გ) არ დანიშნოს ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს ადმინისტრატორი იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ დასანიშნი პირი არ აკმაყოფილებს დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს;

დ) ბანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, მათი დანიშვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ადმინისტრატორების შესახებ ამ დებულებით დადგენილი სრული დოკუმენტაცია და წერილობით დაადასტუროს, რომ იგი პასუხისმგებელია წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის.“ .

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 რ. გოცირიძე