ვაჭრობისა და მომსახურების სახაზინო საწარმოების შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 02.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №299
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000942 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1995
200 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ვაჭრობისა და მომსახურების სახაზინო საწარმოების შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №299 1995 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი ვაჭრობისა და მომსახურების სახაზინო საწარმოების შექმნის შესახებ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო რაიონებსა და მსხვილ სამრეწველო ქალაქებს შორის სამეურნეო რაიონებსა და მსხვილ სამრეწველო ქალაქებს შორის სამეურნეო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებითა და სახალხო მოხმარების საქონლით ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. ნება დაერთოთ რესპუბლიკის მსხვილი სამრეწველო ცენტრების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე მეწარმეობის კანონის შესაბამისად სახაზინო საწარმოებად გარდაქმნან ვაჭრობისა და მომსახურების რიგი საწარმოები, რომლებიც არ არიან დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში, ან არ ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით გათვალისწინებული შეღავათებით. 2. ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა ორი კვირის ვადაში წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც გარდაიქმნებიან სახაზინო საწარმოებად და ამ ეტაპზე არ დაექვემდებარებიან პრივატიზებას. 3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ოპერატიულად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ადგილებიდან მიღებული ნუსხები დასამტკიცებლად. 4. რეკომენდაცია მიეცეთ მსხვილი სამრეწველო ცენტების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საწარმოების პროდუქციის ხელსაყრელი პირობებით რეალიზაციის მიზნით: კანონით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე გადასცენ სახაზინო საწარმოები დაინტერესებულ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ფლობისა და სარგებლობის უფლებით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ო. ფაცაცია