ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში ჩამორთმეული ბინების შესახებ

მიღების თარიღი 16.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №350
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000954 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1995
167 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში ჩამორთმეული ბინების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება № 350 1995 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში ჩამორთმეული ბინების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 15 აპრილის  №259 და 8 ოქტომბრის №705 დადგენილებებისა, რომლითაც იკრძალებოდა შავიზღვისპირა 1,5 კმ. ზონაში ბინათმშენებლობა, ოზურგეთის რაიონის მცხოვრებთა გარკვეულმა ნაწილმა თვითნებურად აიშენა სახლები, რაზედაც არსებობს სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები მათ ჩამორთმევაზე. მას შემდეგ, რაც სოფელ ცხვარიჭამიაში მოქალაქეებისათვის ადრე ჩამორთმეული აგარაკების საკითხი დადებითად გადაწყვიტა რესპუბლიკის მთავრობამ, მრავალი კოლექტიური საჩივარი გაჩნდა ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის სააგარაკო ნაგებობების დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ოზურგეთის რაიონის გამგეობისა და საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა დაბა ურეკში ჩამორთმეული ბინების მათ ყოფილ მფლობელებზე დაბრუნების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ითვალისწინებს რა მოსახლეობის რთულ საყოფაცხოვრებო პირობებს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: მიღებულ იქნეს მხედველობაში რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ჯ. ბაბილაშვილისა და ოზურგეთის გამგეობის თავმჯდომარის კ. ხომერიკის წინადადება და ნება დაერთოს ოზურგეთის გამგეობას დადებითად გადაწყვიტოს დაბა ურეკში ჩამორთმეული ბინების მათ ყოფილ მფლობელებზე დაბრუნების საკითხი. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                  ო. ფაცაცია