„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №472 |
|
2025 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტყეკაფზე მერქნის დამზადების დაწყებამდე ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სატყეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხეტყის ზედა საწყობების მოწყობა ისეთ ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მორთრევა დასაშვებია მხოლოდ ტყეკაფის ფარგლებში. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებშეუჭრელი ხეების მორთრევა. სატყეო გზების მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5 – 6,5 მეტრს, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0 – 5,5 მეტრს, გრძივი ქანობი, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება იყოს 30%, ხოლო სატყეო გზის მოწყობის/ რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უნდა შემუშავდეს ტყის მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. სატრაქტორო გამოზიდვისთვის სატყეო-სამეურნეო მორსათრევის სიგანეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და, აუცილებლობის შემთხვევაში, ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით, დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება. გზების მოწყობისას ჭრილის ფერდობების დამუშავების დროს მცენარეული საფარის შენარჩუნების მიზნით, ფერდობების ქანობები შეიძლება შემცირდეს 1:0,2 ქანობამდე (იმ ადგილებში, სადაც მცენარეთა ფესვთა სისტემა ფერდობის მდგრადობას აძლიერებს).“.
2. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით ვადამდე ადრე შეწყვეტისას, ტყითმოსარგებლის მიერ გადახდილი აუთვისებელი ტყითსარგებლობის საფასური, ტყითმოსარგებლის განცხადების საფუძველზე, შეიძლება ჩაითვალოს სხვა მოქმედი/სამომავლო ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტყითსარგებლობის საფასურში ან/და დაუბრუნდეს მოსარგებლეს. ტყითმოსარგებლის მხრიდან ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობების არსებითად დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, ტყითსარგებლობისათვის გადახდილი საფასური ტყითმოსარგებლეს უკან არ დაუბრუნდება.“.
3. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს თავის მიერ აუქციონზე დასახელებული საბოლოო/შეთავაზებული ფასის არანაკლებ 25%, ხოლო ტყითსარგებლობის წლიური საფასურის დარჩენილი ოდენობა გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.“.
4. 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე, თუ სააუქციონო პირობებით ან/და ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
5. 93-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 931 მუხლი:
„მუხლი 931. ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გაცემული ტყით სპეციალური სარგებლობის სხვა უფლების ფარგლებში მოჭრილი მერქნული რესურსის განკარგვის წესი
ხეტყის დამზადების ლიცენზიით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გაცემული ტყით სპეციალური სარგებლობის სხვა უფლების ფარგლებში მოჭრილი მერქნული რესურსი შესაძლებელია, გადაეცეს ლიცენზიანტს და ჩაეთვალოს ყოველწლიურად განსაზღვრული მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში, თუ ამ ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის გეგმით გათვალისწინებულია სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები, რომელიც მოცემული პერიოდისათვის არ არის განხორციელებული და მოჭრილი მერქნული რესურსის სახეობა ემთხვევა ლიცენზიით გათვალისწინებულ მერქნული რესურსის სახეობას. სხვა შემთხვევაში ასეთ ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი გადაეცემა ტყის მართვის ორგანოს.“.
|