სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №05/1-ლ
2025 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
1. სს „პსპ დაზღვევაის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204545572) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, „შპს „პსპ სამედიცინო დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიების გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 2010 წლის 16 აპრილის №302 განკარგულებაში („შპს „პსპ სამედიცინო დაზღვევის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო „შპს „პსპ სამედიცინო დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლის)ა და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიების გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 16 აპრილის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის №350 განკარგულებითა და „შპს „პსპ დაზღვევის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №05/3-ლ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში კომპანიის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“.
2. სს „სადაზღვევო კომპანია ვაიზერზე“ გაიცეს სალიცენზიო მოწმობები შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით, დადგენილი წესით.
3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი