საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №053
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016181 66
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პროკურატურის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №053
2025 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 3 აგვისტოს №13 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის საფუძვლებს.
2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას პროკურატურის მატერიალური ფასეულობები.
3. პროკურატურის აქტივების (შემდგომში – ქონება) ადმინისტრირებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტი).
მუხლი 2🔗. პროკურატურის თანამშრომლის მოვალეობები
1. პროკურატურის თანამშრომელი პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.
2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ) ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების (სათანადო გამოყენების შედეგად ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით), დანაკარგის ან განადგურების შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
გ) არ გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ქონება პროკურატურის სხვა თანამშრომელს უშუალო ხელმძღვანელთან და საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური დეპარტამენტთან შეთანხმებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე.
მუხლი 3🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის მოვალეობები
ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, ამ ბრძანების მიზნებისთვის, უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვას;
ბ) პროკურატურის ბალანსზე რიცხული და შესყიდული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი აქტივების მიღებასთან, აღრიცხვასთან, დასაწყობებასთან და გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებას;
გ) ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობას.
მუხლი 4🔗. კონტროლი და შემოწმება
გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები, ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები ვალდებულნი არიან:
ა) განახორციელონ კონტროლი პროკურატურის ბალანსზე რიცხული იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს პროკურატურის შესაბამის ორგანოებს ან სტრუქტურულ დანაყოფებს;
ბ) უზრუნველყონ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული ქონების სათანადო მდგომარეობაში ექსპლუატაცია, მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფაქტობრივ მფლობელობაში და მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება;
გ) ეკონომიკურ დეპარტამენტის უფროსს დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, დანაკარგის ან განადგურების შესახებ;
დ) წარმოადგინონ ქონების დაზიანების, დანაკარგის ან განადგურების გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტაცია;
ე) პროკურატურის ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ქონება პროკურატურის ერთი თანამშრომლისგან მეორეს გადასცენ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით, რაც წარედგინება ეკონომიკურ დეპარტამენტს.
მუხლი 5🔗. ინვენტარიზაცია
ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინვენტარიზაცის ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ქონების დაბრუნება
1. პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევაში პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ პირებს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაცემული აქვს პროკურატურიდან დათხოვნის მომეტისთვის.
2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პროკურატურიდან დათხოვნიდან 5 დღის ვადაში გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარადგინოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების ჩაბარების დამადასტურებელი აქტი – შემოვლის ფურცელი.
მუხლი 7🔗. ზიანის ანაზღაურება
პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს პროკურატურისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა
პროკურატურის ქონების შენახვისა და მოვლის წესების დარღვევის, მესამე პირთათვის შესაბამისი წესის დარღვევით გადაცემის, გაუფრთხილებელი მოპყრობის, დაზიანების ან განადგურებისთვის პროკურატურის თანამშრომელს შესაძლოა, დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.
საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე