1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით უნაზღაურდება საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩევლებთან შეხვედრებთან დაკავშირებული ხარჯები – თვეში 895 (რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციების სხდომებში, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრების გამართვის მონაცემები.
3. ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებთან დაკავშირებული საკრებულოს წევრის მონაწილეობის ამსახველი ჩანაწერები (ოქმები) ან/და საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათი.
4. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის ან/და ფრაქციის სხდომაზე არდასწრების შემთხვევაში (როგორც გაუწეველი ხარჯი) ექვითება დადგენილი თანხიდან 25 ლარი, მაგრამ ჯამში – დადგენილი ზღვრული ოდენობის არაუმეტეს 10% -ისა.
5. ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენ ინფორმაციას ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტების შესაბამისად.
6. საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეე