1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36-ე მუხლის და ამ დებულების 102-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთსა და იმავე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.
4. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.
5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში. ასევე, კურირებს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების საკითხებს.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (უხუცესი) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმდჯომარის პირველი მოადგილის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. ასევე, კურირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (უხუცესი მოადგილე) მიერ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. ასევე, კურირებს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობასთან და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალურ საბჭოს.
8. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება არა აქვთ, ეწეოდნენ სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარეები.
9. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
საკრებულოს ბიუ