„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2025 წლის 30 ოქტომბერი ქ. ხობი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა;“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, შინაურ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის უზრუნველყოფა;“;
გ) დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 371. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა
2029 წლის არჩევნებში არჩეული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრს შეუძლია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას სხვა ფრაქცია, თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდება სხვა პარტიაში.“.
|