ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №122/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018757 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (25)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №122/ნ
2025 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი
ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ (შემდგომ „პარტნიორობა“) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომ – ფონდი) ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) დებულება (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. კონკურსის მიზანია:
ა) საქართველოს სამეცნიერო წრეების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა და ევროკავშირის ლურჯი ეკონომიკის პრიორიტეტების ჰარმონიზაციის გზით, უცხოელ პარტნიორებთან კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
ბ) რეგენერაციულ, მდგრად, ლურჯ ეკონომიკაზე გადასვლის წარმართვა და მხარდაჭერა;
გ) 2030 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალური, მდგრადი, პროდუქტიული და კონკურენტუნარიანი ლურჯი ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციის გაძლიერება;
დ) ჯანსაღი ოკეანეების/ზღვებისთვის ზრუნვა და ადამიანების სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა, გაძლიერება და შენარჩუნება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა
განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარმოსადგენი პროექტის შესრულების ფინანსური და პროგრამული ანგარიში;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერი – მაგისტრი/დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი. ასევე, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტი, ასევე პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში;
გ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი;
დ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის საქართველოს მხრიდან ჩართული წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის კოორდინატორი და პროექტის სხვა ძირითადი პერსონალი;
ე) გრანტის გამცემი – ფონდი;
ვ) დამხმარე პერსონალი – ფიზიკური პირი, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში;
ზ) თანადამფინანსებელი – საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აფინანსებს პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების ნაწილს;
თ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს და პროექტის სხვა ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. თანამონაწილე ორგანიზაცია შეიძლება იყოს, აგრეთვე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის გარკვეული ამოცანების შესრულებაში. თანამონაწილე ორგანიზაცია, რომელიც არის საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ვერ იქნება გრანტის მიმღები;
ი) კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის და პარტნიორობის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა;
კ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ პროექტისათვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ლ) მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
მ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საპროექტო განაცხადი. პროექტი ორი ტიპის არის: წინასწარი საპროექტო განაცხადი და სრული საპროექტო განაცხადი;
ნ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ო) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;
პ) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში, პასუხისმგებელია საორგანიზაციო საკითხებზე და არის საკონტაქტო პირი ფონდთან;
ჟ) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელია და კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას პროექტის ხელმძღვანელთან ერთად;
რ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გაწერილ ამოცანებს, ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;
ს) საკონკურსო დოკუმენტაცია – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ტ) საგრანტო ხელშეკრულება − გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
უ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ფ) შუალედური ანგარიში – ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისას გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიში;
ქ) საბოლოო ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიში;
ღ) ძირითადი პერსონალი – დოქტორანტურის, მაგისტრატურის სტუდენტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში; დოქტორი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;
ყ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელსა და სხვა ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე;
შ) პარტნიორობა – ევროკავშირის მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობა წარმოადგენს ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპა“-ს ფარგლებში დაფუძნებულ მრავალპარტნიორულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ევროპულ და ასოცირებულ ქვეყნებს, კვლევით ინსტიტუტებს, პოლიტიკის განმახორციელებელ სტრუქტურებსა და ინდუსტრიულ წარმომადგენლებს, მდგრადი ცისფერი ეკონომიკის ჩამოყალიბების მიზნით. პარტნიორობის მიზანია კლიმატზე ზემოქმედების შემცირება, ეკოსისტემების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ინოვაციების ხელშეწყობა საზღვაო და ზღვის სექტორებში და სანაპირო თემების მხარდაჭერა;
ჩ) საერთაშორისო მმართველი საბჭო – პარტნიორობის მიერ შექმნილი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია კონკურსის განხორციელებაზე და მის შემდგომ ეტაპებზე;
ც) საერთაშორისო შემფასებელი კომიტეტი – პარტნიორობის მიერ შექმნილი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს, წინასწარ და სრულ საპროექტო განაცხადებს.
მუხლი 3🔗. კონკურსის
ადმინისტრირება
1. კონკურსის ადმინისტრირებას ერთობლივად ახორციელებენ ფონდი და საერთაშორისო მმართველი საბჭო.
2. საპროექტო განაცხადების შეფასებასა და რანჟირებული სიის დადგენას უზრუნველყოფს საერთაშორისო შემფასებელი კომიტეტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რანჟირებული სიის გათვალისწინებით გამარჯვებული პროექტების გამოვლენას უზრუნველყოფს საერთაშორისო მმართველი საბჭო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით საერთაშორისო მმართველი საბჭოს მიერ გამოვლენილი კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი. კონკურსში გამარჯვებულად ითვლება ის ორგანიზაცია, რომელმაც გადალახა წინასწარი საპროექტო განაცხადის ეტაპი, გადავიდა მეორე – სრული საპროექტო განაცხადის ეტაპზე და საერთაშორისო მმართველი საბჭოს მიერ გამოვლინდა გამარჯვებულად.
5. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) პარტნიორობასთან შეთანხმებით კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) პარტნიორობასთან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საპროექტო განაცხადების მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას. პირველი ეტაპის – წინასწარი საპროექტო განაცხადისა და მეორე ეტაპის – სრული საპროექტო განაცხადის ფარგლებში ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში დარეგისტრირებული საპროექტო განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) ფონდში დარეგისტრირებული და საკონკურსოდ დასაშვები საპროექტო განაცხადების შესახებ პარტნიორობისთვის შეტყობინებას წერილობითი სახით;
დ) საერთაშორისო მმართველი საბჭოს დადგენილებაზე დაყრდნობით პროექტის დამტკიცებას დასაფინანსებლად;
ე) გამარჯვებული პროექტის დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს;
6. პარტნიორობა უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას, სააპლიკაციო პროცედურების დაწყებას და კონკურსის ადმინისტრირებას მის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
ბ) პროექტების შეფასებას და გამარჯვებულების გამოვლენას.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალს ერთობლივად.
მუხლი 5🔗. კონკურსში
მონაწილეობის
პირობები
1. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდსა და პარტნიორობაში წინასწარი საპროექტო განაცხადი და სრული საპროექტო განაცხადი წამყვანი ორგანიზაციის, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის სახელით შეაქვს პროექტის კოორდინატორს.
2. კონკურსში მონაწილეობისთვის, წამყვანი ორგანიზაციის, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის სახელით, პროექტის კოორდინატორი უნდა დარეგისტრირდეს პარტნიორობის ელექტრონულ სისტემაში და შეავსოს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია.
3. საქართველოს მხრიდან პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სულ მცირე ერთი ახალგაზრდა მეცნიერის მონაწილეობა.
4. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 36 თვე (3 წელი).
5. პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შედგება პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კოორდინატორისა და სხვა პირებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროექტის ძირითადი ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე.
6. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პროექტის ხელმძღვანელმა პროექტი უნდა განახორციელოს წამყვანი ორგანიზაციის სახელით.
7. პროექტის განხორციელებისათვის შესაძლებელია დამხმარე პერსონალის გამოყენება.
8. თანამონაწილე ორგანიზაციის არსებობის შემთხვევაში პროექტს უნდა ჰყავდეს თანახელმძღვანელი.
მუხლი 6🔗. პროექტის
ბიუჯეტი
1. პროექტის დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ევროს ეკვივალენტს ლარში.
2. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება;
ე) არაფინანსური აქტივები;
ვ) ზედნადები ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიები დეტალურად განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა.
4. პროექტი შეიძლება ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან.
მუხლი 7🔗. კონკურსის
ეტაპები
კონკურსის ეტაპები:
ა) კონკურსის გამოცხადება პარტნიორობისა და ფონდის მიერ;
ბ) წინასწარი საპროექტო განაცხადის წარდგენა პარტინიორობასა და ფონდში;
გ) წინასწარი საპროექტო განაცხადის შეფასება და მეორე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა;
დ) კონკურსის მეორე ეტაპის გამოცხადება პარტნიორობისა და ფონდის მიერ;
ე) სრული საპროექტო განაცხადის წარდგენა პარტნიორობასა და ფონდში;
ვ) მეორე ეტაპზე წარდგენილი სრული საპროექტო განაცხადის შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა საერთაშორისო მმართველი საბჭოს მიერ;
ზ) გამარჯვებული პროექტის დაფინანსება ფონდის მიერ და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 8🔗. საგრანტო
ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას გრანტის მიმღებთან;
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.
მუხლი 9🔗. პროექტის
შესრულების
მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარდგენის საფუძველზე. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის მიმღებისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.
4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით შედეგების შესრულების დამადასტურებელი შუალედური/საბოლოო ანგარიშის შემოწმებას.
5. მონიტორინგის მიზნებისათვის გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.
6. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება შესაბამის ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) ნაშთად ჩაითვლება პროექტის დასრულებისას დარჩენილი გაუხარჯავი თანხა, რომელიც უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 10🔗. პროექტის
შეჩერება, შეწყვეტა
და
დასრულება
1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ:
ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, გაუქმდა მისი ავტორიზაცია;
ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.
2. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
3. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე ფონდში წარდგენილია შესაბამისი შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ შედგენილია ანგარიშების განხილვის და შედარების აქტები.
4. ფონდი უფლებამოსილია აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაძლებელია ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შეეზღუდოს დროის გარკვეული პერიოდით ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე