საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-696
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016958 545
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.07.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-696
2025 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის №2-621 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიების, ეროვნული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მონაცემთა ბაზების წარმოების კოორდინაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელება;
ე) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია;
ზ) სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვის კოორდინაცია;
თ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა;
ი) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;
კ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წლის ბოლომდე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ნარჩენების მართვის სამმართველო;
ბ) ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო.
მუხლი 5🔗. სამმართველოების კომპეტენციები
1. ნარჩენების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ნარჩენების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;
ე) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება მისი შესრულების თაობაზე;
ვ) შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ზ) ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
თ) ნარჩენების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
ი) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა;
კ) ნარჩენების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზება;
ლ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით;
მ) სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ნ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ო) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთნ (მგვ) დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაცია;
პ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების კოორდინირება;
ჟ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტების შემუშავება და განხორციელება;
რ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;
ს) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ტ) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქიმიური ნივთიერებების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
ე) ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
ვ) ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზება;
ზ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
თ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით;
ი) ქიმიური ნივთიერებების შესახებ გლობალური ჩარჩოს – ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების ზიანისგან თავისუფალი პლანეტისთვის (GFC) დანერგვის ხელშეწყობა;
კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.