⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.03.2015)
გაუქმებულია:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 19.09.2006
ძალის დაკარგვა 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/319
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.265
გამოქვეყნების წყარო სსმ, 130, 21/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,361 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2006 მიღება
10.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Acad Nusx Geo";} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:44.4pt; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Satauri, li.Satauri, div.Satauri {mso-style-name:Satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.Text, li.Text, div.Text {mso-style-name:Text; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:19.85pt; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; color:black;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.265 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/319 2006 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს №493 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იური-დიული პირი. 2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. მუზეუმის“ სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი“. 4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, ანგარიში ხაზინაში და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა. 5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ანტონ კათალიკოსის №3.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს. 2. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა: ა) მუზეუმმა, როგორც ეროვნულმა სამეცნიერო-კვლევითმა და კულტურულ-საგანამანათლებლო დაწესებულებამ – ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განძთსაცავმა, ქართულ-ებრაულ და საქართველო-პალესტინის ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობათა შემსწავლელმა დაწესე-ბულებამ, წარმოაჩინოს, შეკრიბოს (შეძენით ან შემოწირულობით), შეისწავლოს საქართველოს ებრაელთა ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის, ქართულ-ებრაული და საქართველო-პალესტინის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების ამსახველი მასალები – მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, დოკუმენტური, იკონოგრაფიული, ეთნოგრაფიული მასალები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტოები და სხვ.; გაამდიდროს მუზეუმის ფონდები, არქივი და სამეცნიერო ბიბლიოთეკა; ბ) პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ დასახელებულ კულტურულ ფასეულობებს; გ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები; 4. მუზეუმს უფლება აქვს: ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; ბ) ითანამშრომლოს კულტურის და სხვა სფეროს დაწესებულებებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ხელოვნების მუშაკებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის სამუზეუმო და სამეცნიერო-საზოგადოებრივ ცენტრებთან; გ) ჩაატაროს სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, სესიები და სემინარები, მოაწყოს ექსპედიციები; დ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპოზიცია; ე) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს სამუზეუმო ღონისძიებებში (მათ შორის საქველმოქმედო): გამოფენებში, კონკურსებსა და ა.შ. როგორც საქართველოში, ისე, საზღვარგარეთ; ვ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს „იკომ“-ის წევრი; ზ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა; ი) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელშეკრულებო საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა 1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. 3. მუზეუმს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 4. მუზეუმის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებასა და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება; ე) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს; ვ) მუზეუმის წინაშე მდგარი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ზ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.     მუხლი 4🔗. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო 1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება დაწესებულების მეცნიერი-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან. 2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი. 3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას. 2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვის კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებლია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას.     მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. მუზეუმის დაფინანსების წყაროები 1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფოს შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზ-ნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 9🔗. მუზეუმის ქონება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მუზეუმის ბალანსზე რიცხულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.     მუხლი 10🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მუზეუმის ლიკვიდაცის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.