სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება №280
1994 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინადადება სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის შესახებ, რაც განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად.
2. სახელმწიფო კომერციულმა ბანკმა „ინდუსტრიაბანკმა“ უზრუნველყოს დამფუძნებელ ტიპობრივ დოკუმენტაციაში, მათ შორის სააქციო-კომერციული ბანკის წესდებაში, ბანკის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ცვლილებების შეტანა.
3. „ინდუსტრიაბანკის“ აქციონირებისას მასზე გავრცელდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით გათვალისწინებული შეღავათები.
4. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს დადგენილი წესით ახლად დაფუძნებული სააქციო-კომერციული ბანკის რეგისტრაცია და გასცეს გენერალური ლიცენზია საბანკო ოპერაციების წარმოებაზე, მათ შორის უცხოური ვალუტით.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6664821/