საქართველოს „საპატიო მოქალაქის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ
მიღების თარიღი 18.12.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №397
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.000043 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 12, 30/12/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს „საპატიო მოქალაქის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №397
1994 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს „საპატიო მოქალაქის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“
საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, მადლიერებისა და ღრმა პატივისცემის ნიშნად საქართველოს საპატიო მოქალაქეთათვის დაწესდეს შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტი:
მუხლი 1🔗.
- საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელ-გასასვლელი ვიზა
- საქართველოს საპატიო მოქალაქეებზე გაიცეს მოწვევის გარეშე.
მუხლი 2🔗.
საქართველოს საპატიო მოქალაქე გათავისუფლდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელ მოქალაქეებზე ვიზების გაცემისათვის დაწესებული გადასახადისაგან.
მუხლი 3🔗.
საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის დროს საქართველოს საპატიო მოქალაქის და მისი ოჯახის წევრების არაკომერციული საქმიანობისათვის განკუთვნილი პირადი ნივთები გათავისუფლდეს საბაჟო გადასახადებისა და დათვალიერებისაგან.
მუხლი 4🔗.
საქართველოს რესპუბლიკის ყველა უწყებამ, დაწესებულებამ და ორგანიზაციამ უზრუნველყოს საქართველოს საპატიო მოქალაქის ღირსეული და რიგგარეშე მომსახურება.
მუხლი 5🔗.
შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოიწვიონ საქართველოს საპატიო მოქალაქეები ეროვნული დღესასწაულებზე და სხვა ცერემონიებზე.
მუხლი 6🔗.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მოქალაქეობის საკითხთა ჯგუფმა უზრუნველყოს საქართველოს საპატიო მოქალაქის გვარისა და სახელის საქვეყნოდ გამოცხადება და „საქართველოს საპატიო მოქალაქეთა“ სპეციალურ წიგნში შეტანა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე