📋

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 11.11.2025
მოქმედების პერიოდი 11.11.2025 — 27.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
11.11.2025
27.01.2026
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №498 2025 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში − ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​​1 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში − ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებს, საფასურის ოდენობასა და მომსახურების პირობებს. მუხლი 2🔗. მომსახურების სახეები სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებია: ა) ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურება; ბ) სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება. მუხლი 3🔗. მომსახურების საფასურის ოდენობა 1. ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით: № მომსახურების დასახელება ერთეულის დასახელება სულ ღირებულება (ლარი) სულ ღირებულება (ლარი) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, გარდა სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა 1 საკონფერენციო აუდიტორია (1-10 მსმენელი) აუდიტორია 450 540 2 საკონფერენციო აუდიტორია (11-20 მსმენელი) აუდიტორია 550 660 3 საკონფერენციო აუდიტორია (21-30 მსმენელი) აუდიტორია 700 840 4 საკონფერენციო აუდიტორია (31-50 მსმენელი) აუდიტორია 800 960 5 საკონფერენციო აუდიტორია (1-180 მსმენელი) აუდიტორია 1200 1440 6    სამუშაო ოთახი    (1-10 მსმენელი) ოთახი 400 480 7 ტრენერის ანაზღაურება (არ მოიცავს ტრენერის სასტუმროში განთავსებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს) საათი 100 120 8 ტრენინგის კოორდინატორის  მომსახურების ხარჯი (კვება, განთავსება) დღე 270 324 9 ტრენერის მომსახურების ხარჯი (კვება, განთავსება) დღე 270 324 10 საკანცელარიო ნივთებით ცალი 10 12 11 ტრენინგის შემდგომი ტესტირება ტრენინგის მონაწილე 12 15 12 სერტიფიკატი ცალი 5 6 შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების ღირებულებას ემატება ადმინისტრირების ხარჯი – მომსახურების ხარჯის 50%. 2. სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით: I. სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით სარგებლობა (კვების ჩათვლით) № დასახელება ერთეული სტუმრების რაოდენობა  ერთეულის რაოდენობა სულ ღირებულება (ლარი) სულ ღირებულება (ლარი) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, გარდა სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა 1 სასტუმროს ნომერი 1-ადგილიანი (სამჯერადი კვება) ნომერი 1 1 220 264 2 სასტუმროს ნომერი 2-ადგილიანი (სამჯერადი კვება) ნომერი 2 1 390 468 3 სასტუმროს ნომერი 3-ადგილიანი (სამჯერადი კვება) ნომერი 3 1 500 600 4 ყავა/ჩაი ცალი 1 1 20 24 5 საუზმე (დამატებით) ცალი 1 1 45 54 6 სადილი (დამატებით) ცალი 1 1 60 72 7 ვახშამი (დამატებით) ცალი 1 1 60 72 II. ტრანსპორტირება (მიმართულება: თბილისი – ყვარელი – თბილისი) № დასახელება ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთეულის რაოდენობა სულ ღირებულება  (ლარი) სულ ღირებულება (ლარი) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის სახელმწიფო შესყიდვების  განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, გარდა სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა 8 მსუბუქი ავტომობილით (M1 კატეგორია, არაუმეტეს 3 პერსონაზე) 1 450 540 9 მინივენით (M1 კატეგორია, არაუმეტეს 6 პერსონაზე) 1 700 840 10 მიკროავტობუსით  (M2 კატეგორია, არაუმეტეს 16 პერსონაზე) 1 900 1080 11 ავტობუსით (M3 კატეგორია, არაუმეტეს 28 პერსონაზე) 1 1500 1800 მუხლი 4🔗. მომსახურების პირობები 1. ორგანიზაცია, რომელიც სასწავლო ცენტრის მომსახურების შესყიდვას გადაწყვეტს (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა სასწავლო ცენტრს წერილობით წარუდგინოს. მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო და შეესაბამებოდეს სასწავლო ცენტრის საქმიანობის სფეროს; მასში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ვიზიტის მიზანი და მომსახურების პირობა. 2. სასწავლო ცენტრი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ მოთხოვნას მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს. სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია: ა) დააზუსტოს მომსახურების პირობები და ხანგრძლივობა; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი; გ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მოთხოვნა სცდება სასწავლო ცენტრის უფლებამოსილებას ან ტექნიკურ შესაძლებლობებს ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3. სასწავლო ცენტრსა და შემსყიდველ ორგანიზაციასთან გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის სასწავლო ცენტრის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის გზით.