,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.149.016567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2025 წლის 14 ნოემბერი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  24 ნოემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017; 010260020.35.149.016330) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 311 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 311.  კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვისა და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი; 

ბ) გვარი; 

გ) პირადი ნომერი; 

დ) დაბადების თარიღი; 

ე) სქესი; 

ვ) მოქალაქეობა; 

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 

ი) ფოტოსურათი. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის  მერია ასევე მოიცავს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.11.2025.
როდის იქნა მიღებული „,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 14.11.2025. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.149.016567.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №20, 14.11.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.149.016567 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6671346/