აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/405
2025 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის (WB) დაფინანსებით, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის №1-1/108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით“ გათვალისიწინებულ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომლის დანიშნულებაა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში გადამცემი ქსელის გაძლიერება. პროექტი უზრუნველყოფს იმერეთისა და ზეკარის არსებული ელექტროგადამცემი ხაზების სარეზერვო მომსახურებას. ახალი ხაზი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ალტერნატიულ მარშრუტს ზესტაფონ-ახალციხესა და ახალციხე-გარდაბანს შორის 500 კვ-იანი ხაზებზე შეფერხების შემთხვევაში. ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი - წყალტუბო“ და წყალტუბოს ქვესადგური გაზრდის ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრეს დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს არსებული ქსელის საიმედოობას. ამრიგად, ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-წყალტუბოს“ არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის სტაბილურ ენერგომომარაგებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მისი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მიუთითებს, რომ პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში მდებარე შმაგი დადვანის (პ/ნ: 53001004318), ანნა უშხვანის (პ/ნ: 30101011219), გალინა უშხვანის (პ/ნ: 30001009328), გიორგი დადვანის (პ/ნ: 53001061513), დავით უშხვანის (პ/ნ: 30001009564), თეიმურაზ დადვანის (პ/ნ: 53001057316), ინგა კვიციანის (პ/ნ 53001015339), ინგა შეჰატას (პ/ნ: 53001021203), მაგული დადვანის (დაბ. 26/07/1974, პ/ნ: 53001016520), მერაბი უშხვანის (პ/ნ: 30901010369) და მზია დადვანის (პ/ნ 30001009426) თანასაკუთრებაში არსებული 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №29.10.31.293) ნაწილის 123 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. ამასთან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: შმაგი დადვანი (პ/ნ: 53001004318), ანნა უშხვანი (პ/ნ: 30101011219), გალინა უშხვანი (პ/ნ: 30001009328), გიორგი დადვანი (პ/ნ: 53001061513), დავით უშხვანი (პ/ნ: 30001009564), თეიმურაზ დადვანი (პ/ნ: 53001057316), ინგა კვიციანი (პ/ნ 53001015339), ინგა შეჰატა (პ/ნ: 53001021203), მაგული დადვანი (დაბ. 26/07/1974, პ/ნ: 53001016520), მერაბი უშხვანი (პ/ნ: 30901010369) და მზია დადვანი (პ/ნ 30001009426).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შმაგი დადვანის, ანნა უშხვანის, გალინა უშხვანის, გიორგი დადვანის, დავით უშხვანის, თეიმურაზ დადვანის, ინგა კვიციანის, ინგა შეჰატას, მაგული დადვანის, მერაბი უშხვანის და მზია დადვანის თანასაკუთრებაში არსებული 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N29.10.31.293) ნაწილი – 123 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრეების შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 6 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შმაგი დადვანის (პ/ნ: 53001004318), ანნა უშხვანის (პ/ნ: 30101011219), გალინა უშხვანის (პ/ნ: 30001009328), გიორგი დადვანის (პ/ნ: 53001061513), დავით უშხვანის (პ/ნ: 30001009564), თეიმურაზ დადვანის (პ/ნ: 53001057316), ინგა კვიციანის (პ/ნ 53001015339), ინგა შეჰატას (პ/ნ: 53001021203), მაგული დადვანის (დაბ. 26/07/1974, პ/ნ: 53001016520), მერაბი უშხვანის (პ/ნ: 30901010369) და მზია დადვანის (პ/ნ 30001009426) თანასაკუთრებაში არსებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №29.10.31.293) ნაწილზე –123 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი