აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/407
2025 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
გამოარკვია:
საქართველოს მთავრობა ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამას“, რაც მოიცავს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას, ასევე, ქვესადგურების გაფართოებას. პროექტის მიზანია საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერება და ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა/მოხმარების დაკმაყოფილება. პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი კახეთის რეგიონში განთავსდება. შესაბამისად, პროექტი უზრუნველყოფს ენერგომომარაგების სტაბილურობას კახეთის რეგიონში და შეამცირებს ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკს. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ნაწილს და მისი მიზანია გააძლიეროს ელექტროგადამცემი ქსელი საქართველოში, რათა გააუმჯობესოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობები, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნები და დააკავშიროს არსებული და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ძირითადად ჰიდროენერგეტიკული პროექტები (ჰესები). კახეთის რეგიონში დაგეგმილია 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი - ქვესადგური „ახალი თელავი“ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ (სიგრძე 3.2 კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტი. 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის იყალთოს ქვესადგურ „ახალ თელავში“ შეჭრის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომლის ძირითადი მიზანია ქვესადგურ „ახალი თელავში“ თავმოყრილი სიმძლავრის ქსელში გამოტანა, ასევე, კახეთში არსებული 110 კვ-იანი ქსელის საიმედოობის გაზრდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკს და საშუალებას მისცემს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში მდებარე დურსუნ სამათოვის (პ.ნ. 20001069045), ვალერიანი დურსუნ ოღლის (პ.ნ. 20001043847), რაული სამათოვის (პ.ნ. 20001027398), რაჰილა სამათოვის (პ.ნ. 20001043848) და ფათმა მახაროვას (პ.ნ. 20001043881) თანასაკუთრებაში არსებული 6939 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 86 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. N53.10.36.076). ამასთან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი – ქვესადგური „ახალი თელავი“ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ (სიგრძე 3.2კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში მდებარე 6939 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. №53.10.36.076) თანამესაკუთრეები არიან: დურსუნ სამათოვი (პ.ნ. 20001069045), ვალერიანი დურსუნ ოღლი (პ.ნ. 20001043847), რაული სამათოვი (პ.ნ. 20001027398), რაჰილა სამათოვი (პ.ნ. 20001043848) და ფათმა მახაროვა (პ.ნ. 20001043881).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დურსუნ სამათოვის, ვალერიანი დურსუნ ოღლის, რაული სამათოვის, რაჰილა სამათოვის და ფათმა მახაროვას თანასაკუთრებაში არსებული თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში მდებარე 6939 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 86 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. N53.10.36.076).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრეების შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 06 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი – ქვესადგური „ახალი თელავი“ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ (სიგრძე 3.2კ.) შეჭრის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში მდებარე დურსუნ სამათოვის (პ.ნ. 20001069045), ვალერიანი დურსუნ ოღლის (პ.ნ. 20001043847), რაული სამათოვის (პ.ნ. 20001027398), რაჰილა სამათოვის (პ.ნ. 20001043848) და ფათმა მახაროვას (პ.ნ. 20001043881) თანასაკუთრებაში არსებული 6939 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 86 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N53.10.36.076).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი