„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №176

2025 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

1. ,,სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2026 წლის 1 აპრილამდე სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.“.

2. „სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი. 

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  ნათელა თურნავა