საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ
მიღების თარიღი 01.09.1994
ძალის დაკარგვა 15.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №286
სარეგისტრაციო კოდი 280120000.08.002.000028 117
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1994
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 15.07.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის
ბრძანებულება №286
1994 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ
1. შემოღებულ იქნეს საქართ ველოს საპატიო მოქალაქეობა, რომელიც უცხოელ მოქალაქეებს მიენიჭებათ საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე საპატიო განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. დამტკიცდეს დებულება საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ (დანართი №1).
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი თვის ვადაში შეიმუშაონ საქართველოს საპატიო მოქალაქის საქართველოში შემოსვლის და გასვლის შეღავათიანი პირობები, აგრეთვე საკანონმდებლო წინადადებანი სხვა პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მინიჭების შესახებ.
4. დაევალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურს უზრუნველყოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადება.
5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს გამოუყოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ატრიბუტიკის შესაქმნელად სათანადო სახსრები.
6. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია (დანართი № 2).
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე
დანართი №1
დებულება
საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.
მუხლი 1🔗.
საქართველოს საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს მისივე თანხმობით.
მუხლი 2🔗.
საქართველოს საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს თუ:
ა) თავისი სამეცნიერო საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის კაცობრიობისა და საქართველოს წინაშე აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომელიც ინტერესს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკისათვის;
გ) ეს გამომდინარეობს საქართველოს სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან.
მუხლი 3🔗.
საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, სამინისტროებს, უწყებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს.
მუხლი 4🔗.
შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა.
მუხლი 5🔗.
მასალებს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წინასწარი განხილვის წესით ამზადებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის მოქალაქეობის საკითხთა ჯგუფი.
მუხლი 6🔗.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის მოქალაქეობის საკითხთა ჯგუფი ამოწმებს წარმოდგენილი მასალების სისწორეს და გადასცემს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებულ საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიას.
მუხლი 7🔗.
კომისია განიხილავს მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. ჯგუფი აფორმებს სხდომის ოქმს, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ამზადებს ბრძანებულების ან განკარგულების პროექტს სახელმწიფოს მეთაურისათვის წარსადგენად.
მუხლი 8🔗.
საპატიო მოქალაქეობის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გამოსცემს ბრძანებულებას და საზეიმო ვითარებაში გადასცემს წარდგენილ პირს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 9🔗.
სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება გადაეგზავნება შუამდგომლობის აღმძვრელ ორგანოს.
მუხლი 10🔗.
უცხოელისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოქალაქეობის საკითხთა ჯგუფი კომისიის სახელით შუამდგომლობის აღმძვრელ ორგანოს უგზავნის წერილობით პასუხს.
მუხლი 11🔗.
საქართველოს საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევა ხდება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ სასამართლოს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროების წარდგინების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ ამ პირმა ჩაიდინა:
ა) სისხლის სამართლის წესით დასჯადი განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება.
მუხლი 12🔗.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს საქართველოს საპატიო მოქალაქის საქართველოში შემოსვლისა და გასვლის შეღავათიან პირობებს, აგრეთვე საკანონმდებლო წინადადებებს სხვა პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭების შესახებ.
მუხლი 13🔗.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საკონსულტაციო აქტების მომზადების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ატრიბუტიკის მომზადებას.
მუხლი 14🔗.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი გამოუყოფს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ატრიბუტიკის შესაქმნელად სათანადო სახსრებს.
დანართი №2
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის შემადგენლობა
მარიამ ლორთქიფანიძე - კომისიის თავმჯდომარე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
თევდორე ნინიძე - თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
მეუფე აბრაამი - მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი;
(გარმელია)
იგორ ბოგომოლოვი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთაშორისი ურთიერთობების შესწავლის ცენტრის განყოფილების გამგე;
ვალერი გაჯიევი - თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, პროფესორი;
ალბერტ თავხელიძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;
ნაპოლეონ ქარქაშაძე - აგრარული უნივერსიტეტის რექტორი;
სვეტლანა ქეცბა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი;
ლანა ღოღობერიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, კინორეჟისორი;
გივი შახნაზარი - მწერალი-კრიტიკოსი;
ზურაბ ცქიტიშვილი - სააქციო საზოგადოება „ამალთეას“ დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;
რეზო ჭეიშვილი - მწერალი;
ფრიდონ ხალვაში - მწერალი;
ოთარ ჯიოითი - ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი;
სერგო ჯორბენაძე - საქართველოს, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.