📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2025
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016462 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/11/2025
1,013 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 20.11.2017 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.11.2017 შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.06.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 10.11.2025 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 06.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2025 წლის 24 ნოემბერი ქ. ახალქალაქი  ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების  დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“  ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის მეორე პუნქტის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება  (დანართი №1) მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 21 ნოემბრის  №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge,29/11/2017,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.141.016212. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერუბენ პალიან დანართი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  28-ე მუხლით,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის  იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია: ა)  აკონტროლებს  მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის  პროექტის  მომზადების  პროცესს.  განიხილავს მუნიციპალიტეტის  საფინანსო  ორგანოს  გაანგარიშება  შემოსულობებისა   და  გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის პროექტის   და   ბიუჯეტის   შესრულების   ანგარიშის   განხილვის,   აგრეთვე   ბიუჯეტში   ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე; გ) „საბიუჯეტო  კოდექსის“ საქართველოს  კანონის  78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში  საკრებულოს  წარუდგენს  დასკვნას საკრებულოს  ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის  არანაკლებ  1/3-ის  მიერ  ინიცირებული  ბიუჯეტის  პროექტის  საკრებულოს  თავმჯდომარის მიერ მერისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ; დ)  განიხილავს და ამზადებს დასკვნას  მუნიციპალიტეტის  საფინანსო ორგანოს მიერ „საბიუჯეტო კოდექსის“ საქართველოს კანონის  82-ე მუხლის  შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ; ე) ყოველთვიურად   განიხილავს   მუნიციპალიტეტის   საფინანსო   ორგანოს   მიერ  „საბიუჯეტო კოდექსის“ საქართველოს კანონის  84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტის   შემოსულობების,   გადასახდელების,   ნაშთის   ცვლილებისა   და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; ვ) განიხილავს „საბიუჯეტო კოდექსის“ საქართველოს კანონის  85-ე მუხლის  შესაბამისად მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა  და მთლიანი  სალდოს  ფაქტობრივი  მოცულობების  შედარებას  შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და  გაუქმების, მათზე შეღავათების  დადგენის,  ადგილობრივი  გადასახადებისა  და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; თ) განიხილავს  და საკრებულოს  წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით; ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად  საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით  სხვა  მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო  სახსრების გაერთიანების  შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; კ) განიხილავს   და   საკრებულოს   წარუდგენს   დასკვნას მერისათვის თანხმობის მიცემაზე   ისეთ   გარიგების   დადებაზე,   რომლის   ღირებულება   აღემატება   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს; ლ) განიხილავს  და საკრებულოს  წარუდგენს  დასკვნას საკრებულოს  მიერ მისაღებ  ნორმატიულ  პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ; მ) განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული  შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ  ადგილობრივი  ბიუჯეტის  შესრულების  ანგარიშს;  ნიშნავს  საკრებულოს  სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; ნ) განიხილავს  მერის წინადადებებს  მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ  ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ო) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის  ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 104-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ,საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს . კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს. მუხლი 6🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციედება ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.