გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2025
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016017
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში,
სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №104
2025 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 11 ივლისის №155316 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 18 ნოემბრის №18-182532227 მომართვების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში არსებული 61-ე ქუჩის სახელწოდების არმქონე ჩიხების (სახელის მინიჭებამდე) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური რუკა) და დანართი №3-ის (სიტუაციური ნახაზი) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 3🔗
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 4🔗
განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი 6🔗
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური