თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2025
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131253252
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016035
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/11/2025
206 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 18.07.2025 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 21.11.2025 თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე მე-4 ქუჩის, სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბეწუკელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 18.07.2025 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 06.03.2023 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ საყდრიონში მდებარე მე-4 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ნუგზარ ხუცურაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულება გ-131.131253252 2025 წლის 21 ნოემბერი დაბა თიანეთი  თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოქვეყნების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი №49-ის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის  სოფ. ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩას, შესაბამის შესახვევებს, შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელი თანდართული რუკის მიხედვით. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47. 5.  განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე   ნიკოლოზ დიდებაშვილი