თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2025
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131253253
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016036
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე მე-4 ქუჩის, სახელის შეცვლის და
გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბეწუკელის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ საყდრიონში მდებარე მე-4 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ნუგზარ ხუცურაულის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემონაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-131.131253253
2025 წლის 21 ნოემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოქვეყნების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის სხდომის №49 ოქმის თანახმად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩას, შესაბამის შესახვევებს შეეცვალოს სახელწოდება და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელი თანდართული რუკის მიხედვით.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.
5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი