ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევისთვის და იოსებ მანსვეტაშვილის I შესახვევისთვის მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.017030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №92

 2025 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევისთვის და  იოსებ მანსვეტაშვილის I შესახვევისთვის მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. მთაწმინდის რაიონში, სოფელ შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის გავრცელების არეალი დაკორექტირდეს ამ განკარგულების მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. მთაწმინდის რაიონში, სოფელ შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევს და იოსებ მანსვეტაშვილის I შესახვევს მიენიჭოს მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ზურაბ აბაშიძე