სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ (ს.ნ.237074633) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ავთანდილ ღლონტი (პ.ნ.--------------------) (შემდეგში წოდებული „შემსყიდველი“) როგორც ს.ს. „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ (ს.ნ.237074633) (შემდეგში წოდებული „საზოგადოება“) ხმების 96.31678 %-ის მესაკუთრე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის „მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა“ საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

• საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 30381 ცალს, საიდანაც 29262 ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.

• ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს სასამართლოს, აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.

• საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

• აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება.

• დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველს, ავთანდილ ღლონტს (პ.ნ.--------------------) მის: საქართველო, თბილისი, სულხან ცინცაძის 12, მე-14 სადარბაზო, ოფისი 14.

ტელ.: (599) 67 00 35., ელ.ფოსტა: davidgeo71@gmail.com, david@proconsulting.ge.

• აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ („საქართველოს რეგისტრატორი“) (ს.ნ.205156374) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351

 

შემსყიდველი:

 

ავთანდილ ღლონტი (პ.ნ.-------------------------)

წარმომადგენელი, დავით ბიჭიკაშვილი

 

2025 წლის 27  ნოემბერი