„2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“

მიღების თარიღი 01.08.2025
ძალაში შესვლა 25.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01082025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016840 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/12/2025
719 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2025 მიღება
25.11.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 30.05.2023 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 01.08.2025 „2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 86% 19.10.2023 „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 30.07.2021 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 07.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

„2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ 2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმება თარიღი: 01-აგვ-2025 ბატონ ლაშა ხუციშვილს ფინანსთა მინისტრი ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ. 16 თბილისი, საქართველო ბატონო მინისტრო ხუციშვილო, საკითხი: საქართველო: პროექტი Log-In Georgia (სესხის No. 9161-GE)                 სასესხო შეთანხმების №2 ცვლილების წერილი-შეთანხმება ჩვენ ვგულისხმობთ სასესხო შეთანხმებას საქართველოს („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 31 აგვისტოთი, მასში შეტანილი ცვლილებებით („სესხის ხელშეკრულება“), ზემოთ აღნიშნული პროექტი Log-In Georgia-ს („პროექტი“) დაფინანსების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ წერილ-შეთანხმებაში („№2 ცვლილების წერილი-შეთანხმება“) გამოყენებულ განმარტებებს, რომლებიც აქ არ არის განსაზღვრული, აქვთ ის მნიშვნელობა, რაც მათ მიენიჭათ სასესხო შეთანხმებაში. ჩვენ ასევე ვგულისხმობთ თქვენს 2025 წლის 13 ივნისის წერილს, რომელშიც ბანკს სთხოვთ პროექტისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბანკი ეთანხმება თქვენს მოთხოვნას. შესაბამისად, სასესხო შეთანხმება იცვლება შემდეგნაირად: 1. სასესხო შეთანხმების პრეამბულას ემატება შემდეგი პარაგრაფი: „ვინაიდან მსესხებელმა გააფორმა თანადაფინანსების შეთანხმება თანადამფინანსებელთან (ევროპის საინვესტიციო ბანკი) 2021 წლის 25 ნოემბერს, 34,000,000 ევროს ოდენობით, რათა დაეხმაროს მსესხებელს პროექტის A.1(i) და A.1(iii)(a) ნაწილების დაფინანსებაში, აღნიშნულ თანადაფინანსების შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობებით“. 2. სასესხო შეთანხმების პირველ დანართში მოცემული პროექტის აღწერილობის A.1 ნაწილი იცვლება შემდეგი რედაქციით: ნაწილი A. ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა 1. საქართველოს ღია ქსელის პროგრამის მხარდაჭერა ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ღია წვდომას, საბითუმო, ფართოზოლოვან-სატელეკომუნიკაციო მომსახურებებს: (i) შერჩეულ რეგიონებში; და (ii) სხვა შერჩეულ რეგიონებში, მათ შორის (iii) აღჭურვილობას: (ა) IP/MPLS-ის პილოტური ან პირველი ფაზისთვის; (ბ) IP/MPLS-ის მე-2 ფაზისთვის; და (გ) DWDM-ისთვის“. 3. სასესხო შეთანხმების მე-2 დანართში მოცემული სესხის თანხების გამოთხოვის III ნაწილის A პუნქტის ცხრილი სრულად იცვლება შემდეგი რედაქციით: კატეგორია სესხის გამოყოფილი თანხა (ევროში) დაფინანსებას დაქვემდებარებული ხარჯების პროცენტი (გადასახადების ჩათვლით) (1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება და საკონსულტაციო მომსახურება პროექტის A.1(i) და A.1(iii)(a) ნაწილების ფარგლებში 27,600,000 100% 2023 წლის 23 ოქტომბრამდე; 50% შემდგომ (2) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება და პროექტის საოპერაციო ხარჯები, გარდა A.1 ნაწილისა 1,010,750 100% (3) საწყისი საკომისიო 89,250 გადასახდელი თანხა ამ შეთანხმების 2.03 სექციის შესაბამისად, ზოგადი პირობების 2.07(ბ) სექციის თანახმად (4) საპროცენტო განაკვეთის ლიმიტი ან საპროცენტო განაკვეთის კოლარის პრემია 0 გადასახდელი თანხა ზოგადი პირობების 4.05(გ) სექციის შესაბამისად (5) საქონელი პროექტის A.1(iii)(b) ნაწილის ფარგლებში 7,000,000 100% საერთო თანხა 35,700,000 “. 4. სასესხო შეთანხმების დანართში ემატება ან იცვლება შემდეგი სექციები. დარჩენილი სექციების ნუმერაცია შესაბამისად იცვლება. „თანადაფინანსება“ ნიშნავს, ზოგადი პირობების დანართის მე-17 პარაგრაფის მიზნებისთვის, 34,000,000 ევროს ოდენობის თანხას, რომელიც თანადამფინანსებლის მიერ იქნება გათვალისწინებული პროექტის A.1(i) და A.1(iii)(a) ნაწილების დაფინანსებაში დასახმარებლად. „DWDM“ ან „Dense Wave Division Multiplexing“ ნიშნავს ოპტიკურ-ბოჭკოვან მულტიპლექსირების ტექნოლოგიას, რომელიც ზრდის ბოჭკოვანი ქსელების გამტარუნარიანობას, ანუ მის შესაძლებლობას, გადაიტანოს მეტი მონაცემი ქსელის სხვადასხვა ნაწილს შორის. „IP/MPLS“ ან „Internet Protocol Multi-Protocol Label Switching“ ნიშნავს მარშრუტიზაციის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ გადართვას ერთი კვანძიდან მეორეზე, ეტიკეტების საფუძველზე. „ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია“ ასევე ცნობილი, როგორც „ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია 2020-2025 და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა“, ნიშნავს სტრატეგიას, შექმნილს საქართველოს მასშტაბით ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდასაჭერად 2020-2025 წლების პერიოდისთვის, როგორც ეს შექმნილია MOESD-ის მიერ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის No. 60 განკარგულების ფარგლებში. „Open Net Program“ ნიშნავს პროგრამას ფართოზოლოვანი, ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომელიც შექმნილია MoESD-ის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 განკარგულების შესაბამისად. „სხვა შერჩეული რეგიონები“ ნიშნავს კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს და თბილისის ზოგიერთ არეალს, როგორც ეს შემდგომში არის აღწერილი პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ ნიშნავს ოუფენ ნეტს NNLE, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის No. 375 განკარგულებით. „შერჩეული რეგიონები“ ნიშნავს გურიის, იმერეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს და თბილისის ზოგიერთ არეალს, როგორც ეს შემდგომში არის აღწერილი პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში. სასესხო შეთანხმების ყველა სხვა დებულება, რომელიც პირდაპირ არ არის მოდიფიცირებული ამ წერილის შესაბამისად, რჩება სრულ ძალაში. გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი თანხმობა ზემოთ მოცემულ ცვლილებებზე ამ წერილის ხელმოწერით. ცვლილებები ძალაში შევა შემდეგი პირობების დაკმაყოფილებისთანავე: (i) ბანკის მიერ ამ No. 2 წერილი-შეთანხმების ხელმოწერილი და ვალიდირებული ასლის DocuSign-ის მეშვეობით მიღება; (ii) ბანკის მიერ მსესხებლის დადასტურების მიღება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შესახებ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შიდა პროცედურის დასრულების დადასტურება; და (iii) ბანკის მიერ №2 ცვლილების წერილი-შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ შეტყობინება. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ამსახველი რესტრუქტურიზაციის დოკუმენტი გამოქვეყნდება ბანკის გარე ვებგვერდზე, ბანკის ინფორმაციაზე წვდომის პოლიტიკის შესაბამისად. პატივისცემით, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი როლანდ პრაისი სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი ევროპა და ცენტრალური აზია დადასტურებულია და შეთანხმებულია საქართველო უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: ლაშა ხუციშვილი თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი თარიღი: 01-აგვ-2025