ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.12.2025
ძალაში შესვლა 01.07.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-758
სარეგისტრაციო კოდი 340000000.22.023.016968 3
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/12/2025
1,263 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2025 მიღება
01.07.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ინტეგრირებული ადმინისტრირების და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა (IACS)
მონაცემთა მართვის ერთიანი სტანდარტიზებული სისტემა, რომელიც გამოიყენება ბენეფიციართა იდენტიფიკაციის, მიწის რეგისტრაციის, ფინანსური მხარდაჭერის ადმინისტრირების, მონიტორინგისა და კონტროლის პროცესებისთვის. IACS მოიცავს ძირითად კომპონენტებს, როგორიცაა ფერმერული მეურნეობები და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი, მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემა (LPIS), დაფინანსების განცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზა
მუხლი 2
ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა
წარმოადგენს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის, მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემის და სხვა ინტეგრირებული ბაზების მონაცემთა ერთობლიობას
მუხლი 2
პერსონალური მონაცემი
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-758 2025 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების დამტკიცების თაობაზე „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესები“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი (შემდგომ – რეესტრი) არის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე და რომელიც ყოველწლიურად ახლდება. 2. რეესტრი წარმოადგენს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზის  კომპონენტს. 3. რეესტრის მიზნებია: ა) მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის საქართველოში არსებული ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ზუსტი ადგილმდებარეობისა და საქმიანობის სპეციფიკის განსაზღვრისთვის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით საკადასტრო მონაცემებზე, რუკებსა და ორთოფოტოებზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზების შექმნა; გ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების საქმიანობის იდენტიფიცირება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება „ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესებში“ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოფლის განვითარება − სოფლად ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერება; ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის, ამ პროდუქტების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე წარმოება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონების მოვლა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად გამოსადეგ მდგომარეობაში შენახვა; გ) დაკავშირებული საქმიანობა − პირველადი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამუშავებასთან/გადამუშავებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე აგროტურისტული საქმიანობა; დ) ფერმერული მეურნეობა − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისა და დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება; ე) სოფლად არსებული საწარმო − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება; ვ) ფერმერი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ფერმერულ მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს; ზ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი − ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფერმერისა და მის მიერ ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სოფლად მეწარმეობის, სოფლად არსებულ საწარმოში განხორციელებული დაკავშირებული საქმიანობისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე; თ) მხარდამჭერი ღონისძიებები − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სოფლის განვითარებისთვის განხორციელებული ღონისძიებები (მათ შორის, გადახდები); ი) მმართველი ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; კ) სააგენტო − მმართველი ორგანოს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოფლის განვითარების სააგენტო; ლ) სოფელი − საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული სოფელი; მ) სოფლად არსებული მეწარმე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც სოფლად არსებულ საწარმოში ახორციელებს დაკავშირებულ საქმიანობას; ნ) ინტეგრირებული ადმინისტრირების და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა (IACS) – მონაცემთა მართვის ერთიანი სტანდარტიზებული სისტემა, რომელიც გამოიყენება ბენეფიციართა იდენტიფიკაციის, მიწის რეგისტრაციის, ფინანსური მხარდაჭერის ადმინისტრირების, მონიტორინგისა და კონტროლის პროცესებისთვის. IACS მოიცავს ძირითად კომპონენტებს, როგორიცაა ფერმერული მეურნეობები და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი, მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემა (LPIS), დაფინანსების განცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზა; ო) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა – წარმოადგენს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის, მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემის და სხვა ინტეგრირებული ბაზების მონაცემთა ერთობლიობას; პ) პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. მუხლი 3🔗. რეესტრში რეგისტრაციის შესაბამისობის კრიტერიუმი 1. რეესტრში რეგისტრირდებიან მხარდამჭერი ღონისძიებების პოტენციური ბენეფიციარები ან ფერმერები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და დაკავშირებულ საქმიანობას. 2. რეესტრი წარმოადგენს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის (IACS) ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. 3. რეესტრი იწარმოება ელექტრონულ ფორმატში და ინტეგრირდება „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ - „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ელექტრონულ სისტემებთან. მუხლი 4🔗. რეესტრში შესატანი პირველადი ინფორმაცია და  მონაწილე მხარეები „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირებისა და ურთიერთხელმისაწვდომობის მიზნით, მონაცემების ელექტრონულად გაცვლა უნდა უზრუნველყონ როგორც მმართველი ორგანოს სისტემაში შემავალმა უწყებებმა, ასევე სხვა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა,  მათ შორის: ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააგენტოსთვის მიწოდებას: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის მონაცემები; მესაკუთრის/მოსარგებლის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, გვარი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთ(ებ)ის საკადასტრო კოდ(ებ)ი, დანიშნულება, ფართობი, მისამართი, ორთოფოტო  და რეესტრის წარმოებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია; ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებას: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი, სქესი და რეესტრის წარმოებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია; გ) სსიპ – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც განახორციელებს მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის  არსებობის  შემთხვევაში)  მიწოდებას: ვენახების  კადასტრის  ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, ვენახის მაიდენტიფიცირებელი კოდი, მფლობელის სტატუსი (მესაკუთრე, მოიჯარე და სხვ.), მოსარგებლის სახელი, გვარი/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, ვენახის მისამართი და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია; დ) სსიპ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც განახორციელებს „ცხოველთა იდენტიფიკაცა- რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებით განსაზღვრულ მონაცემთა ერთიან ბაზაზე სააგენტოს რეალურ დროში დაშვება; ე) შპს   „საქართველოს   მელიორაციამ“,   რომელიც   განახორციელებს   მასთან დაცული შემდეგი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებას: განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებების/მომსახურების ბენეფიციარ(ებ)ის/დამკვეთ(ებ)ის პირადი /საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, გვარი/დასახელება საკონტაქტო ინფორმაცია, რეგიონი, მუნიციპალიტეტი, მიწის ფართობი და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო არსებული სხვა  მოთხოვნილი ინფორმაცია; ვ) სხვა სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც ამუშავებენ სააგენტოს მიზნების მიღწევისთვის საჭირო ინფორმაციას; ზ) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება კანონის ან მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მონაცემების მოცულობა, გადაცემის ფორმა და უსაფრთხოების ზომები. მუხლი 5🔗. რეესტრში რეგისტრაციის შესაძლო მეთოდები რეესტრში   რეგისტრაცია ხორციელდება: ა) ქ. თბილისში –  სააგენტოს ცენტრალურ ოფისში; ბ) რეგიონებში – სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; გ) საჭიროების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირების მიერ, ფერმერთან ადგილზე ვიზიტის გზით. მუხლი 6🔗. რეესტრში რეგისტრაციის წესი 1. რეესტრში რეგისტრაციის პროცედურას და რეგისტრირებული მონაცემების განახლების პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს   სააგენტო. 2. რეესტრის ადმინისტრატორია სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა შეტანის, განახლების, შენახვისა და მონაცემთა უსაფრთხოების მართვას. 3.  რეესტრის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მმართველი ორგანო. მუხლი 7🔗. რეესტრის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მართვა 1. ბაზის ოპერაციულ მართვაზე, მონაცემთა შეგროვებასა და განახლებაზე პასუხისმგებელია  სააგენტო. 2. უწყებათაშორისი მონაცემთა გაცვლა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. მონიტორინგი 1. სააგენტო ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარების საველე მონიტორინგს. 2. საველე მონიტორინგის პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 9🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 1. რეესტრში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის   საფუძველზე, საჯარო ინტერესების, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის, აგრეთვე სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპების დაცვით. 2. რეესტრში პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია რეესტრის მიზნების მისაღწევად. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავება ისეთ მიზნებისთვის, რომლებიც არ უკავშირდება რეესტრის ფუნქციებს. 3. რეესტრში შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, საკონტაქტო ინფორმაცია, საცხოვრებელი/რეგისტრაციის მისამართი, საკუთრებისა და სარგებლობის სტატუსი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ასევე, ფერმერის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია დამუშავდეს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის, სოციალურად დაუცველის სტატუსის და დევნილის სტატუსის არსებობის შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრული იქნება სააგენტოს მიერ და აუცილებელია რეესტრის წარმოების მიზნების მისაღწევად. 4. ფერმერი სარგებლობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული ყველა უფლებით, რის შესახებაც ინფორმაციას იღებს სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით.