მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016457 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2025 წლის 3 დეკემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №8 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელდარი თოდუა
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდეგში – ბიუჯეტი) სოციალური დახმარების სახეებს, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, დახმარების გაცემის კრიტერიუმებს, პირობებსა და პროცედურებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობასა და დახმარების მისაღებად ბენეფიციართა მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
ბ) ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება;
გ) მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება;
დ) 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება;
ე) ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება;
ზ) ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება;
თ) ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება;
ი) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
კ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, 9 აპრილის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება).
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და სოციალური დახმარების გასაცემად
საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 2🔗. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სამედიცინო დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ, დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის) თანადაფინანსება. სხვა სამედიცინო დახმარებასთან ერთად იგულისხმება ფუნქციურად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების თანადაფინანსება, სამედიცინო ჩარევა – მანიპულაცია (თვალშიდა ინექცია), რომელიც პაციენტის მიერ არის ასანაზღაურებელი 200 ლარიდან – 50%-ით, არაუმეტეს 3 000 ლარისა.
2. მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებებით დაფინანსება:
ა) ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით დაფინანსება 50%-ით წელიწადში არაუმეტეს 2-ჯერ, 4 000 ლარის ოდენობით (ერთჯერადად არაუმეტეს 2000 ლარისა);
ბ) ბენეფიციარების სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებებით დაფინანსება – 50%-ით წელიწადში 1-ჯერ, არაუმეტეს 1000 ლარისა (სტომის ჩანთა, კიდურების პროთეზირება, კოხლეარული იმპლანტი/სმენის აპარატი).
3. კვებისა და რეაბილიტაციის დაფინანსება:
ა) სპეციალურ კვებაზე მყოფი 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა დაფინანსება წელიწადში არაუმეტეს 2-ჯერ, 4000 ლარის ოდენობით (ერთჯერადად არაუმეტეს 2 000 ლარისა);
ბ) 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა რეაბილიტაციის დაფინანსება წელიწადში არაუმეტეს 2-ჯერ, 3000 ლარის ოდენობით (ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარისა).
4. არ ფინანსდება: არჩეული ექიმი, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ვიაიპ პალატა, ექიმის დანიშნელების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა, საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა, ესთეტიკური ქირურგია (კოსმეტიკური მიზნით), ხელოვნური განაყოფიერება.
5. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 გაცემიდან არაუმეტეს 6 თვისა);
დ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი(ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ გაცემიდან არაუმეტეს 1 თვისა);
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში.
6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
7. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური ბენეფიციარის მხრიდან სრულადაა დაფარული (ბენეფიციარზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა არ ირიცხება კლინიკაში დავალიანებად), მასზე დახმარება არ გაიცემა.
8. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული, მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევებისა და სხვა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების საფუძველზე.
მუხლი 3🔗. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება
1. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილთა (2025-2026 წლებში დაბადებულ 1 წლამდე) ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 400 ლარით.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 4🔗. მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება
1. მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება ითვალისწინებს:
ა) პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით;
ბ) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით;
გ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დახმარება 3000 ლარის ოდენობით (750 ლარი კვარტალურად);
დ) შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით;
ე) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა 300 ლარიდან 2000 ლარამდე;
ვ) სტუდენტების დახმარება – მარჩენალდაკარგული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, შშმპ - 1125 ლარის ფარგლებში;
ზ) უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა 300 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
თ) უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით;
ი) რეინტეგრაციის ხელშეწყობა განისაზღვროს შშმ ბავშვის შემთხვევაში – 1500 ლარით, ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში - 1000 ლარით, ერთჯერადად;
კ) ძალადობის, ტრეფიკინგის მსხვერპლ პირთა მხარდაჭერა განისაზღვროს 500 ლარით ერთჯერადად;
ლ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 ლარით;
მ) შშმ (დაუნის სინდრომი) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით;
ნ) მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იშვიათი დაავადების (,,ცისტური ფიბროზი“ (მუკოვისციდოზი)) მქონე პირთა დახმარება 3600 ლარის ოდენობით (900 ლარი კვარტალურად).
2. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოს ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
3. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
5. შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების (შშმ (მკვეთრად გამოხატული, საწოლს/ეტლს მიჯაჭვული, სოციალურად დაუცველი ს/ქ 0-დან 65 000-ის ჩათვლით) მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მცხოვრებ მოქალაქეებზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა) მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) შესაბამისი სტატუსის (მკვეთრად გამოხატული) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შშმ პირთა კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული პროექტების დაფინანსებასა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფას. ამ სახის დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მცხოვრებ შშმ პირებს (მკვეთრად გამოხატული; ეტლს მიჯაჭვული)) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში დამატებით დაბადების მოწმობის ასლი და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
დ) ინფორმაცია შესაბამისი ორგანიზაციიდან კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული პროექტების და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფის შესახებ მომსახურების ხარჯის მითითებით;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
7. სტუდენტების (აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში დახმარება წლის განმავლობაში გაეწევა სტუდენტს, რომელიც რეგისტრირებულია მარტვილის მუნიციპალიტეტში და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს: შშმ პირი; მარჩენალდაკარგული; სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) შშმ პირის, მარჩენალდაკარგულის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
8. უსახლკაროს ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის (დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შემდეგ მოქალაქეს, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა; მარტოხელა მშობელს; ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირს; ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, ხანძრისგან განადგურებულია და დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს, გარდა დაზიანებული სახლისა და არ ექვემდებარება აღდგენას)) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი/ასლები;
გ) ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ (ნოტარიულად დამოწმებული);
დ) მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა, ასევე მარტოხელა მშობლის შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების) საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება;
ე) ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, ხანძრისგან განადგურებულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს, გარდა დაზიანებული სახლისა, და არ ექვემდებარება აღდგენას) – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის საკუთრებაში უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება);
ვ) მარტოხელა მშობლის, ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს;
თ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ი) გამქირავებლის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ასლი;
კ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, მუნიციპალიტეტსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
9. უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი (დახმარება გაეწევათ მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-სს; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000-სს; მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა, 70 წელს გადაცილებული პენსიონერი, რომელსიც ცხოვრობს მარტო და არ ჰყავს მარჩენალი); უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახი) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ბენეფიციარის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
დ) სოციალურად დაუცველის და დევნილის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 70 წელს გადაცილებული პენსიონრის და უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
10. რეინტეგრაციის ხელშეწყობის ერთჯერადი (დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;(კანონიერი წარმომადგენლის, ბენეფიციარის დ/მ ასლი);
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
დ) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან შესაბამისი წერილი;
ე) შშმ ბავშვის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიში;
ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
11. ძალადობის, ტრეფიკინგის მსხვერპლ პირთა მხარდაჭერის (დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
12. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის (დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
13. დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი (დახმარება გაეწევა დაუნის სინდრომის მქონე მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით და მე-7 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებისა) დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის და დაუნის სინდრომის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)დიაგნოზი-დაუნის სინდრომი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მხარდამჭერის (მეურვის)/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
14. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იშვიათი დაავადების (,,ცისტური ფიბროზი“ (მუკოვისციდოზი)) მქონე პირთა ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) ბენეფიციარის/ კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 5🔗. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება
1. 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 3000 ლარით.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 6🔗. ხანძრით, მიწისძვრით ან სხვა ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება განისაზღვრა საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიხედვით 300-დან 6 000 ლარის ჩათვლით.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);
ა.დ) საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა;
ა.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;
ა.ვ) საბანკო ანგარიში.
ბ) საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);
ბ.დ) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული დასკვნა;
ბ.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;
ბ.ვ) საბანკო ანგარიში;
გ) მიწისძვრით ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში:
გ.ა) განცხადება;
გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);
გ.დ) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;
გ.ე) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 7🔗. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 500 ლარით.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტატუსის მქონე პირის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 8🔗. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელა პენსიონრების სარიტუალო დახმარება
1. ამ მუხლით განისაზღვრა:
ა) გარდაცვლილი ომის მონაწილის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
ა.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ა.ვ) საბანკო ანგარიში;
ბ) გარდაცვლილი დევნილის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) გარდაცვლილი დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) მოწმობის ასლი;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ბ.ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ.ვ) საბანკო ანგარიში;
გ) გარდაცვლილი მარტოხელა პენსიონრის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
გ.ა) განცხადება;
გ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
გ.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ.ე) საბანკო ანგარიში;
დ) შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრისა და ადგილსამყოფლის დადგენის შემდეგ მათი ნეშტების სარიტუალო ხარჯი – 1 000 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
დ.ა) განცხადება;
დ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ.გ) შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრისა და ადგილსამყოფლის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
დ.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 9🔗. ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
1. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა:
ა) ობლისთვის – 500 ლარით;
ბ) დედ-მამით ობლისთვის – 1000 ლარით.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმეტთა ნუსხა:
ა) კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტატუსის მქონე პირის/პირების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ვ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 10🔗. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება
1. მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიანის სტატუსის მქონე (ოთხი და ოთხზე მეტი ერთ-ერთი მაინც 18 წლამდე) მშობლის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 500 ლარით.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმეტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) სტატუსის მქონე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სსგს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ე) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 11🔗. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, 9 აპრილის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება)
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს:
ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა და 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისთვის – ერთჯერადად 1500 ლარით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს – ერთჯერადად 1000 ლარით;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მნიშვნელოვნად გამოხატული) მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს – ერთჯერადად 500 ლარით.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, ამ წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში;
ვ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
თავი III
დახმარების გაცემის უზრუნველყოფა
მუხლი 12🔗. დახმარების გაცემის უზრუნველყოფა
დახმარების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმისა და მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.