ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის მე-16 ქუჩის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 01.12.2025
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016011
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის 29-ე ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ მოიდანახის
მე-20 ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის 50-ე ქუჩის სახელდების თაობაზე ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისათვის ,,26 მაისის ქუჩის პირველი
შესახვევი“-ს სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის მე-16 ქუჩის სახელდების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №33
2025 წლის 1 დეკემბერი
ქ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის მე-16 ქუჩის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დავით შენგელიას 2025 წლის 29 იანვრის №111-111250299 ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის №01/2189 თანხმობის საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის მე-16 ქუჩას მიენიჭოს ,,ვეფხვია შენგელიას“ სახელი.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია