„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმი-სარფის გზის პროექტი)“
მიღების თარიღი 06.10.2025
ძალაში შესვლა 05.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016842 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი
ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი
ოპერაციები) (ბათუმი-სარფის გზის პროექტი)“
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი
ოპერაციები) (ბათუმი-სარფის გზის პროექტი)“
სესხის ნომერი 4643-GEO
სასესხო შეთანხმება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ბათუმი-სარფის გზის პროექტი)
საქართველოსა
და
აზიის განვითარების ბანკს
შორის
დათარიღებული 2025 წლის 6 ოქტომბრით
GEO 50388
სასესხო შეთანხმება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
წინამდებარე სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 2025 წლის 6 ოქტომბრით, საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს (შემდგომში „ADB“) შორის,
სადაც,
(A) მსესხებელმა მიმართა ADB-ს სესხის გამოყოფის თაობაზე, წინამდებარე სასესხო შეთანხმების პირველ განრიგში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის;
(B) პროექტს განახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო (“MOI”), როგორც პროექტის აღმასრულებელი უწყება, და, ამ მიზნით, მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის MOI-სთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილ სესხის თანხებს ADB-თვის დამაკმაყოფილებელი პირობებით; და
(C) ADB თანახმაა გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
ამგვარად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I
სასესხო რეგულაციები; განმარტებები
პუნქტი 1.01. ADB-ის 2022 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციებისათვის განსაზღვრული სასესხო რეგულაციების („სასესხო რეგულაციები”) ყველა დებულება ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იმავე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში სრულად ასახვის შემთხვევაში.
პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ, სასესხო რეგულაციებში განმარტებულ რამდენიმე ტერმინს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, თუ წინამდებარე შეთანხმებაში არ მოხდა მათი შეცვლა ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
(a) „BAP” ნიშნავს პროექტის ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმას, მათ შორის მის განახლებას, რომელსაც ამზადებს და წარადგენს მსესხებელი და ადასტურებს ADB;
(b) „CAREC-ის დერეფანი 2“ ნიშნავს მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფანს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში;
(c) „საკონსულტაციო მომსახურებები“ ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებებს, როგორც ეს აღწერილია შესყიდვების რეგულაციებით და ასახულია შესყიდვის გეგმაში და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხიდან;
(d) „EIA” ნიშნავს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რომელიც მოიცავს მის ნებისმიერ განახლებას, რომელსაც ამზადებს და წარადგენს მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი უწყების საშუალებით და ადასტურებს ADB;
(e) „EMP” ნიშნავს გარემოს მართვის გეგმას, რომელიც მომზადებულია პროექტისთვის და მოიცავს ნებისმიერ განახლებას, რომელიც წარმოადგენს EIA-ის ნაწილს;
(f) „გარემოსდაცვითი გარანტიები“ ნიშნავს იმ პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აღწერილია SPS-ის V თავში, პირველ და მე-4 დანართში (საჭიროებისამებრ);
(g) „ETCIC” ნიშნავს MOI-ის სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს ან მის ნებისმიერ უფლებამონაცვლეს;
(h) „საქონელი“ ნიშნავს აღჭურვილობას და მასალებს, როგორც ეს შესყიდვის გეგმით არის განსაზღვრული და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხებიდან, მათ შორის ისეთ არასაკონსულტაციო მომსახურებებს, როგორიცაა: ტრანსპორტირება, დაზღვევა, მონტაჟი, ექსპლუატაციაში ჩაშვება, სწავლება და პირველადი ტექნიკური მომსახურება;
(i) „იძულებითი განსახლების გარანტიები“ ნიშნავს იმ პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აღწერილია SPS-ის V თავის მე-2 და მე-4 დანართებში (შესაბამისობის მიხედვით);
(j) „მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა“ ან „LARP” – ნიშნავს პროექტის მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმას, მათ შორის მის ნებისმიერ განახლებას, რომელსაც ამზადებს და წარადგენს მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი უწყების საშუალებით და ადასტურებს ADB;
(k) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2022 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);
(l) „არასაკონსულტაციო მომსახურებები“ ნიშნავს არასაკონსულტაციო მომსახურებებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების რეგულაციებში და შესყიდვის გეგმაში და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხის საშუალებით;
(m) „PAM” ნიშნავს პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს, რომელიც დათარიღებულია 2025 წლის 30 ივლისით და შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას მსესხებლისა და ADB-ის ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად;
(n) „შესყიდვების გეგმა“ ნიშნავს პროექტის შესყიდვების გეგმას, რომელიც დათარიღებულია 2025 წლის 30 ივლისით და შეთანხმებულია მსესხებელსა პროექტის განმახორციელებელი უწყების საშუალებით და ADB-ს შორის, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას შესყიდვის პოლიტიკის, შესყიდვის რეგულაციების და ADB-სთან შეთანხმებული სხვა პირობების საფუძველზე;
(o) „შესყიდვების პოლიტიკა“ ნიშნავს ADB-ის შესყიდვის პოლიტიკას – საქონელი, სამუშაო, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებები (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);
(p) „შესყიდვების რეგულაციები“ ნიშნავს ADB-ს მიერ მსესხებლებისთვის დადგენილ შესყიდვების რეგულაციებს – საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებები (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);
(q) „პროექტის აღმასრულებელი უწყება“ სასესხო რეგულაციების მიზნებისა და შინაარსისთვის ნიშნავს MOI-ს ან მის ნებისმიერ უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს პროექტის აღსრულებასა და განხორციელებაზე;
(r) „საპროექტო ობიექტები“ ნიშნავს პროექტის ფარგლებში ასაშენებელ ან სხვა სახით მისაწოდებელ ობიექტებს, მათ შორის ყველა იმ ობიექტს, რომელიც, პროექტის ფარგლებში ექვემდებარება რუტინულ ან პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას;
(s) „პროექტის განმახორციელებელი უწყება“ ნიშნავს RD-ს ან მის ნებისმიერ უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს პროექტის განხორციელებაზე;
(t) „საპროექტო გზა“ ნიშნავს გზას (მათ შორის მისასვლელ გზებს), წინამდებარე შეთანხმების პირველი განრიგის 2(a) პუნქტის შესაბამისად;
(u) „RD” ნიშნავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც არის MOI-ს ან მისი ნებისმიერი უფლებამონაცვლე მმართველობის ქვეშ;
(v) „საგარანტიო მექანიზმების მონიტორინგის ანგარიში“ ნიშნავს თითოეულ ანგარიშს, რომელსაც მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი უწყების საშუალებით ამზადებს და წარუდგენს ADB-ს და რომელიც აღწერს განხორციელების მიმდინარეობას და BAP-თან, EMP-თან და LARP-თან შესაბამისობას (საჭიროებისამებრ), მათ შორის გამოსასწორებელ და პრევენციულ ქმედებებს;
(w) „საგარანტიო პოლიტიკა“ ან “SPS” ნიშნავს ADB-ის საგარანტიო პოლიტიკას (2009);
(x) „მომსახურებები“ ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებებს და არასაკონსულტაციო მომსახურებებს; და
(y) „სამუშაოები“ ნიშნავს მშენებლობას ან სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც განსაზღვრულია შესყიდვების გეგმით და ფინანსდება სასესხო სახსრებიდან, მათ შორის არასაკონსულტაციო მომსახურებებს და პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებებს, რომლებიც ხორციელდება ცალკეული პასუხისმგებლობის ან კონტრაქტის სრული პაკეტის ფარგლებში.
მუხლი II
სესხი
პუნქტი 2.01. (a) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე სამას ექვსი მილიონ ხუთას ოთხმოცდათორმეტი ათასი ევროს (€306,592,000) ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კურსის მიხედვით, წინამდებარე სასესხო შეთანხმების 2.06 პუნქტში მოცემული დებულებების შესაბამისად.
(b) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 19 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია წინამდებარე პუნქტის (c) ქვეპუნქტში;
(c) ტერმინი „საშეღავათო პერიოდი”, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (b) ქვეპუნქტში, გულისხმობს პერიოდს სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე, ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგში;
პუნქტი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში, განაკვეთით, რომელიც ტოლია შემდეგ საკრებთა ჯამისა:
(a) Euribor;
(b) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების პუნქტში 3.02 და გამოკლებული კრედიტი 0.10%-ის ოდენობით, როგორც ეს სასესხო რეგულაციების 3.03 პუნქტშია განსაზღვრული; და
(c) სესხის დაფარვის ვადიანობის პრემია 0.20%, როგორც ეს სასესხო რეგულაციების 3.03 პუნქტით არის განსაზღვრული.
პუნქტი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წელიწადში 0.15%-ის ოდენობით. ასეთი საურავი უნდა დაირიცხოს სესხის მთლიან თანხაზე (გარდა დროდადრო ათვისებული თანხებისა), დაწყებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.
პუნქტი 2.04. სესხზე დარიცხული პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიოები გადახდილი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის 15 აპრილსა და 15 ოქტომბერს.
პუნქტი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოტანილი სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგში მოცემული დებულებების შესაბამისად.
პუნქტი 2.06. (a) მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობებში შემდეგი ცვლილების შეტანა, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:
(i) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის შეცვლა დამტკიცებული ვალუტით;
(ii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით შეცვლა; და
(iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.
(b) წინამდებარე პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერტაცია”, როგორც ეს განმარტებულია სასესხო რეგულაციების 2.01(e) პუნქტში და შევა ძალაში სასესხო რეგულაციების V მუხლისა და კონვერტაციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
მუხლი III
სასესხო სახსრების გამოყენება
პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სასესხო სახსრების გამოყენება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო შეთანხმების პირობების შესაბამისად.
პუნქტი 3.02. სასესხო სახსრების გამოთხოვა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგში მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.
პუნქტი 3.03. თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-თან, მსესხებელი უზრუნველყოფს ან ქმნის პირობებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დანახარჯების დაფინანსება გახორციელდეს სასესხო სახსრებიდან, წინამდებარე შეთანხმების მე-4 განრიგის დებულებების შესაბამისად.
პუნქტი 3.04. სასესხო რეგულაციების 9.02 პუნქტის მიზნებისთვის სესხის დახურვის თარიღი იქნება 2031 წლის 31 დეკემბერი ან ნებისმიერი სხვა თარიღი, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს და განისაზღვროს მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი IV
განსაკუთრებული დებულებები
მუხლი 4🔗.01 პროექტისა და პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება.
მუხლი 4🔗.02 (a) მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების საშუალებით უნდა (i) იქონიოს ცალკე ანგარიშები და დოკუმენტაცია აღნიშნული პროექტისათვის, (ii) მოამზადოს პროექტის წლიური ფინანსური ანგარიშები, ADB-თვის მისაღები ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; (iii) ყოველწლიურად განახორციელებინოს აღნიშნული ფინანსური ანგარიშების აუდიტი დამოუკიდებელ აუდიტორებს, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღებია ADB-თვის, აუდიტის ჩატარების სტანდარტების შესაბამისად; (iv) თითოეული მსგავსი აუდიტის შემთხვევაში აუდიტორებს მოამზადებინოს ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება აუდიტის დასკვნა ფინანსურ ანგარიშებთან და სასესხო თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე მენეჯმენტის წერილი (რომელიც განსაზღვრავს პროექტის შიდა კონტროლის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებს, რომელიც აღმოჩენილ იქნა აუდიტის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და (v) ყოველი შესაბამისი ფისკალური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში ADB-ს წარუდგინოს შემოწმებული ფინანსური ანგარიშების, აუდიტის დასკვნებისა და მენეჯმენტის წერილის ასლები ინგლისურ ენაზე და ასევე აღნიშნულ დოკუმენტებთან და ამ დოკუმენტების აუდიტთან დაკავშირებული ინფორმაცია დროდადრო, ADB-ის გონივრული მოთხოვნის შესაბამისად.
(b) ADB-მ საკუთარ ვებგვერდზე უნდა გაასაჯაროოს პროექტის შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აუდიტის დასკვნები, ADB-მიერ აღიშნული დოკუმენტების მიღების დადასტურებიდან 14 დღის ვადაში.
(c) მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, წინამდებარე თავის (a)(iii) ქვეპუნქტის შესაბამისად დაქირავებულ აუდიტორებთან ერთად განიხილოს პროექტის ფინანსური ანგარიში და მსესხებლის ფინანსური საქმიანობა, თუ ეს დაკავშირებულია პროექტთან და უფლებამოსილება მიანიჭოს და მოსთხოვოს აღნიშნული აუდიტორების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ განხილვებში, ADB-ს მოთხოვნის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული განხილვები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსესხებელთან არ მოხდება სხვაგვარად შეთანხმება.
პუნქტი 4.03 მსესხებელმა შესაძლებლობა უნდა მისცეს ADB-ის წარმომადგენლებს შეამოწმონ პროექტი, საქონელი, სამუშაოები და მომსახურება, ასევე შესაბამისი ანგარიშები და დოკუმენტაცია.
მუხლი V
ძალაში შესვლა
პუნქტი 5.01. სასესხო რეგულაციების 10.04 პუნქტის მიზნობრიობიდან გამომდინარე, წინამდებარე სასესხო შეთანხმება ძალაში შესულად ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 90 დღის შემდეგ.
მუხლი VI
სხვადასხვა პირობები
პუნქტი 6.01. მსესხებელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02 პუნქტში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე.
პუნქტი 6.02. ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 12.01 პუნქტში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე:
მსესხებლისთვის
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქუჩა 16, 0114
თბილისი, საქართველო
ელექტრონული ფოსტა:
publicdebt@mof.ge
ADB-თვის
აზიის განვითარების ბანკი
6 ADB-ის გამზირი
მანდალუიონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები
ფაქსი:
(632) 8636-2444.
რის დასტურადაც, მხარეები, მოქმედებენ რა სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას და უზრუნველყოფენ მის მიწოდებას ADB-ის ძირითად ოფისში, ზემოთ მითითებულ თარიღში.
საქართველოს სახელით
__________________________________
ლაშა ხუციშვილი
მინისტრი
ფინანსთა მინისტრი
აზიის განვითარების ბანკის სახელით
__________________________________
ლესლი ბეარმან ლამი
საქართველოში მუდმივი წარმომადგენელობის ხელმძღვანელი
განრიგი 1
პროექტის აღწერა
1. პროექტის მიზანია საგზაო ტრანსპორტის ეფექტიანობის გაუმჯობესება CAREC-ის დერეფანი 2-სა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე საქართველოში.
2. პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
(a) ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა, დაახლოებით 11-კილომეტრიანი (კმ), ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალის აშენება ბათუმის შემოვლითი გზის დასასრულიდან სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 0.6 კმ-ში მდებარე წერტილამდე. საპროექტო გზა აშენდება საავტომობილო გზების ტრანსევროპული სტანდარტების შესაბამისად;
(b) საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის სისტემების მოდერნიზება, დაბალნახშირბადიანი ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერითა და ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შემდეგი ღონისძიებების მეშვეობით:
(i) გზის საფარის მართვის სისტემის გაძლიერება და ხიდებისა და გვირაბების მართვის სისტემების მომზადება საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (RD);
(ii) გზის, ხიდისა და გვირაბის მოვლა-შენახვის, შემოწმებისა და ტესტირების აღჭურვილობის შეძენა საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (RD), თანამშრომლების შესაბამისი გადამზადების უზრუნველყოფით;
(iii) საგზაო ინფრასტრუქტურის მართვისა და მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა RD-თვის;
(iv) RD-ის თანამშრომლების გადამზადება ინჟინერ-კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) შესყიდვებისა და კონტრაქტების მართვის სტანდარტებში;
(v) პროექტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების გეგმის შემუშავება და დამონტაჟება;
(vi) საგზაო უსაფრთხოების ელჩი ქალების გამოვლენა და მათი გადამზადება საგზაო უსაფრთხოების მთავარ ტრენერებად, საკუთარ თემებში საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად; და
(c) სატრანსპორტო სექტორთან დაკავშირებული ხარისხის კონტროლის შესაძლებლობების გაუმჯობესება, შედეგი ღონისძიებების მეშვეობით:
(i) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდების კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლების გადამზადება თანამედროვე, ევროკავშირის ან/და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
(ii) ტესტირების მოწყობილობის (და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის) შესყიდვა, მონტაჟი და ექსპლუატაციაში ჩაშვება, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ან ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდების კვლევის ლაბორატორიის მიერ განსაზღვრული თანამშრომლების გადამზადება აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებაში.
3. პროექტის დასრულება 2031 წლის 30 ივნისისთვის იგეგმება.
განრიგი 2
ამორტიზაციის გრაფიკი
1. ქვემოთ მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის (სესხზე შენატანი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად უნდა ყოფილიყო ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ს მიერ, გამრავლდება რა: (a) სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი თანხა (b) სესხზე შენატანზე, ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის; აუცილებლობის შემთხვევაში, ეს გადასახდელი თანხა შესაძლებელია ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
გადახდის თარიღი
სესხზე შენატანი
(პროცენტებში)
15 ოქტომბერი 2031
2.631579
15 აპრილი 2032
2.631579
15 ოქტომბერი 2032
2.631579
15 აპრილი 2033
2.631579
15 ოქტომბერი 2033
2.631579
15 აპრილი 2034
2.631579
15 ოქტომბერი 2034
2.631579
15 აპრილი 2035
2.631579
15 ოქტომბერი 2035
2.631579
15 აპრილი 2036
2.631579
15 ოქტომბერი 2036
2.631579
15 აპრილი 2037
2.631579
15 ოქტომბერი 2037
2.631579
15 აპრილი 2038
2.631579
15 ოქტომბერი 2038
2.631579
15 აპრილი 2039
2.631579
15 ოქტომბერი 2039
2.631579
15 აპრილი 2040
2.631579
15 ოქტომბერი 2040
2.631579
15 აპრილი 2041
2.631579
15 ოქტომბერი 2041
2.631579
15 აპრილი 2042
2.631579
15 ოქტომბერი 2042
2.631579
15 აპრილი 2043
2.631579
15 ოქტომბერი 2043
2.631579
15 აპრილი 2044
2.631579
15 ოქტომბერი 2044
2.631579
15 აპრილი 2045
2.631579
15 ოქტომბერი 2045
2.631579
15 აპრილი 2046
2.631579
15 ოქტომბერი 2046
2.631579
15 აპრილი 2047
2.631579
15 ოქტომბერი 2047
2.631579
15 აპრილი 2048
2.631579
15 ოქტომბერი 2048
2.631579
15 აპრილი 2049
2.631579
15 ოქტომბერი 2049
2.631579
15 აპრილი 2050
2.631577
ჯამი
100.000000
2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის ათვისებული ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:
(a) იმ შემთხევაში, თუ სესხის თანხების ნაწილი ათვისებულია ძირითადი თანხის დაფარვის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული და შესაბამისი თარიღისთვის გადაუხდელი თანხა ამ განრიგის პირველი პუნქტის შესაბამისად; და
(b) ნებისმიერი თანხა, რომლის ათვისებაც მოხდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული ათვისების შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი ათვისებული თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია ამავე განრიგის პირველ პუნქტში მოცემულ ცხრილში, ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისთვის (სესხზე თავდაპირველი შენატანი), ხოლო მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი, და ამგვარად დაანგარიშებული თანხა შეიძლება ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
3. ათვისება, რომელიც განხორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი, გამოთხოვის თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდგომი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის შემდგომი გადახდის თარიღიდან.
4. მიუხედავად ამ განრიგის პირველ და მეორე პუნქტებში შესული დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებისას, დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებული თანხა, რომელიც უნდა იქნას გადახდილი ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით რომელიმე გადახდის თარიღში, რომელიც დადგება კონვერტირების პერიოდის განმავლობაში, განისაზღვრება ADB-ის მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან: (i) გაცვლით კურსზე, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან ან (ii) იმ შემთხვევაში, თუ ADB ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებულ გაცვლით კურსზე.
5. თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, ამ განრიგში მოცემული დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი ყოველი ასეთი თანხისთვის.
განრიგი 3
სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება
ზოგადი დებულება
1. წინამდებარე განრიგზე თანდართულ ცხრილში განსაზღვრულია იმ ხარჯების კატეგორიები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხებიდან, აგრეთვე თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხების ოდენობა („ცხრილი“). („კატეგორია“ ამ განრიგში აღნიშნავს ცხრილში მოცემულ „კატეგორიას“).
სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი
2. თუ ADB-თან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის სახსრები გამოყოფილი უნდა იქნეს და განაწილდეს ხარჯების მუხლებზე. ამასთან, თითოეული მუხლის შესაბამისი თანხის პროცენტული ოდენობა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილით.
თანხის ხელახალი გადანაწილება
3. მიუხედავად ცხრილში მოცემული სესხის თანხების გამოყოფისა და თანხების პროცენტული განაწილებისა ცხრილის შესაბამისად,
(a) თუ ნებისმიერი კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული დანახარჯის დასაფინანსებლად, მსესხებელთან კონსულტაციის შემდეგ, ADB-ს შეუძლია (i) ამ კატეგორიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად ხელახლა გადაანაწილოს ასეთ კატეგორიაზე თანხა, კერძოდ, სესხის ის თანხები, რომლებიც სხვა კატეგორიისათვის იყო გათვალისწინებული, და ამავდროულად, ADB-ის მოსაზრებით, არ არის საჭირო სხვა დანახარჯების დასაფინანსებლად; (ii) თუ ასეთი გადანაწილებით ვერ მოხერხდება სავარაუდო დეფიციტის სრულად შევსება, ADB-ის შეუძლია შეამციროს ამ ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რათა ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის შემდგომში გატანა გაგრძელდეს, სანამ დეფიციტი არ შეივსება; და
(b) თუ რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა აღემატება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული ხარჯების ოდენობას, ADB-ს შეუძლია, მსესხებელთან კონსულტაციის შემდეგ, ასეთი ზედმეტი თანხა სხვა კატეგორიებზე გადაანაწილოს.
ჩამორიცხვის პროცედურები
4. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოში მოცემული დებულებების შესაბამისად.
რეტროაქტიური დაფინანსება
5. სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანა შეიძლება მოხდეს პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯების დასაფარად ძალაში შესვლის თარიღამდე, მაგრამ არა წინამდებარე შეთანხმების თარიღამდე 12 თვეზე უფრო ადრე, სამუშაოებთან და საკონსულტაციო მომსახურებებთან დაკავშირებით და მხოლოდ სასესხო თანხის მაქსიმუმ 20% ეკვივალენტის ოდენობით.
განრიგი 3-ის დანართი
ცხრილი
სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება
ნომერი
დასახელება
ADB-ის მიერ დაფინანსებისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა
(ევრო)
კატეგორია
სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის საფუძველი
1
სამუშაოები, საქონელი და მომსახურება
306,592,000
მთლიანი მოთხოვნილი ხარჯის 100%*
სულ
306,592,000
* არ მოიცავს მსესხებლის ტერიტორიაზე დაკისრებულ გადასახადებს.
განრიგი 4
პროექტის განხორციელება; ფინანსური საკითხები
განხორციელების ღონისძიებები
1. მსესხებელმა, პროექტის განხორციელება პროექტის აღმასრულებელი უწყებისა და პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს PAM-ში განსაზღვრული დეტალური ღონისძიებების შესაბამისად. PAM-ში რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი უწყებისა და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და წინამდებარე სასესხო შეთანხმებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში შესულ დებულებებს.
შესყიდვა
2. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ:
(a) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა შესყიდვის პოლიტიკისა და შესყიდვის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდეს;
(b) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ მომზადებულ შესყიდვის გეგმას, მათ შორის, შესყიდვისა და შერჩევის მეთოდებს, სატენდერო დოკუმენტების სახეობას და ADB-ის მიერ განხილვის მოთხოვნების გათვალისწინებას. მსესხებელს შეუძლია მხოლოდ ADB-თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს შესყიდვის გეგმაში და აღნიშნული ცვლილებები უნდა აისახოს განახლებულ შესყიდვის გეგმაში; და
(c) (i) ყველა შესყიდული საქონელი და სამუშაო, ასევე მიღებული მომსახურებები (მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამები და სისტემები, შესყიდული ინდივიდუალურად, ან სხვა პროდუქციასთან და მომსახურებებთან ერთობლიობაში) არ უნდა არღვევდეს ან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ნებისმიერ სამრეწველო საკუთრებას ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ან მესამე მხარის სხვა უფლებებს; და (ii) საქონლის, სამუშაოებების და მომსახურებების ყველა კონტრაქტი უნდა მოიცავდეს შესაბამის წარმომადგენლობას, გარანტიებს და, შესაბამისობის შემთხვევაში, კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის ან მომსახურების მომწოდებლის ზიანის ანაზღაურების გარანტიებს, რომლებიც შეეხება წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. მსესხებელმა, პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით, არ უნდა გააფორმოს ხელშეკრულებები სამუშაოებისთვის, რომლებიც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედებას, ვიდრე:
(a) მსესხებლის შესაბამისი გარემოსდაცვითი უწყება საბოლოოდ არ დაამტკიცებს EIA-ს; და
(b) პროექტის განმახორციელებელი უწყება გაითვალისწინებს BAP-ისა და EMP-ის შესაბამის დებულებებს სამუშაოების ხელშეკრულებაში.
4. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით არ უნდა გააფორმოს სამუშაოების ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს იძულებითი განსახლების ზემოქმედებას, ვიდრე საპროექტო ტერიტორიის დეტალურ გეგმაზე დაყრდნობით მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით არ მოამზადებს და ADB-ს არ წარუდგენენ საბოლოო LARP-ს, ხოლო ADB-ს მხრიდან მოპოვებული არ იქნება დასტური აღნიშნულ LARP-თან დაკავშირებით.
გარემო
5. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტისა და პროექტის ყველა ობიექტის მომზადება, დაპროექტება, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან ამოღება შეესაბამებოდეს: (a) მსესხებლის გარემოსთან, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმას; (b) გარემოსდაცვით გარანტიებს; და (c) ყველა იმ ზომასა და მოთხოვნას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამის BAP-ში, EIA-სა, EMP-ში და ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორგინის ანგარიშში.
მიწის შესყიდვა და იძულებითი განსახლება
6. მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ (a) პროექტისთვის საჭირო მიწისა და გზის უფლება ხელმისაწვდომი იყოს სამუშაოების კონტრაქტორისთვის შესაბამისი სამუშაოების კონტრაქტით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად და (b) მიწის შესყიდვისა და განსახლების ყველა აქტივობა განხორციელდეს (i) მსესხებლის ყველა მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციის შესაბამისად, რომელიც ეხება მიწის შესყიდვას და იძულებით განსახლებას; (ii) იძულებითი განსახლების უსაფრთხოების ზომებისა; და (iii) LARP-ში მითითებული ყველა ზომისა და მოთხოვნის, ასევე უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში მითითებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ან პრევენციული ქმედების შესაბამისად.
7. იძულებითი განსახლების უსაფრთოხების გარანტიების ან LARP-ის გამოყენების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტთან მიმართებით არ მოხდეს არანაირი ფიზიკური ან ეკონომიკური განსახლება, ვიდრე:
(a) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს არ მიეცემათ კომპენსაცია და არ დაუკმაყოფილდება სხვა უფლებები, როგორც ეს განსაზღვრულია LARP-ით; და
(b) არ მოხდება შემოსავლისა და საარსებო წყაროს აღდგენის პროგრამის დანერგვა LARP-ის შესაბამისად.
8. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ საპროექტო გზის თითოეული მონაკვეთის მიმართ მიწის შესყიდვისა და განსახლების ყველა ღონისძიება, მათ შორის, საჭირო კომპენსაციისა და უფლებების სრული დაკმაყოფილება, ასევე მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით (LARP) გათვალისწინებული ყველა მოთხოვნისა და ქმედების შესრულება დასრულებულია და სერტიფიცირებულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგის 12(c) პუნქტში მოხსენიებული გარე ექსპერტების მიერ ამ მონაკვეთზე მშენებლობის დაწყებამდე და ამ მონაკვეთისთვის სამუშაოების ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოს შესრულების ბრძანების გაცემამდე. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავთ, რომ ტერმინი „მონაკვეთი“, წინამდებარე პუნქტში გამოყენებული მნიშვნელობით, ნიშნავს საპროექტო გზის ნებისმიერ მონაკვეთს. ამასთან, ასეთ მონაკვეთზე მშენებლობა შეიძლება დაიწყოს და სამუშაოს დაწყების ბრძანება შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ მიწის შესყიდვისა და განსახლების ყველა ღონისძიება დასრულებულია და სერტიფიცირებულია წინამდებარე მუხლის აღწერის შესაბამისად.
მკვიდრი მოსახლეობა
9. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი ზემოქმედებას არ ახდენდეს მკვიდრ მოსახლეობაზე SPS-ის მნიშვნელობით. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი მოახდენს ასეთ ზემოქმედებას, მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისობაში მოყვანა მსესხებლის კანონმდებლობებთან და რეგულაციებთან და SPS-თან.
საგარანტიო მოთხოვნების განხორციელების ადამიანური და ფინანსური რესურსები
10. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი უწყებისა და პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველა საჭირო საბიუჯეტო და ადამიანური რესურსი BAP-ის, EMP-სა და LARP-ის სრულად განსახორციელებლად.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებები სატენდერო დოკუმენტებში და სამუშაოების ხელშეკრულებებში
11. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს სამუშაოებთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტებსა და ხელშეკრულებების კონტრაქტებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც ვალდებულებას აკისრებს კონტრაქტორს, რომ:
(a) დაემორჩილოს შესაბამისი BAP-ით, EIA-ით, EMP-ითა და LARP-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ზომას, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში;
(b) გამოყოს ბიუჯეტი ყველა მსგავსი გარემოსდაცვითი და სოციალური ზომებისთვის;
(c) მსესხებელს წერილობით აცნობოს ნებისმიერი მოულოდნელი გარემოსთან, განსახლებასთან ან ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული რისკები ან ზემოქმედება, რომელიც წარმოიშვება პროექტის მშენებლობის, განხორციელების ან ექსპლუატაციის დროს და რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა BAP, EIA, EMP და LARP დოკუმენტებით;
(d) სათანადოდ აღრიცხოს გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მასალების ტრანსპორტირების და მშენებლობის პროცესის დაწყებამდე; და
(e) მშენებლობის დასრულების შემდეგ დაუბრუნოს გზებს, სხვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს სულ მცირე ის მდგომარეობა, რომლებშიც ისინი იმყოფებოდა პროექტის დაწყებამდე.
საგარანტიო მექანიზმების მონიტორინგი და ანგარიშგება
12. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(a) გარემოსდაცვითი და სოციალური საგარანტიო მექანიზმების მონიტორინგის ნახევარწლიური ანგარიშების წარდგენა ADB-თვის პროექტის დასრულების ანგარიშის გამოქვეყნებამდე და ანგარიშების წარდგენისთანავე აღნიშნულ ანგარიშებში მოცემული შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნება ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი პირებისთვის;
(b) თუ პროექტის მშენებლობის, განხორციელების ან ექსპლუატაციის დროს წარმოიქმნება მოულოდნელი გარემოსდაცვითი ან/და სოციალური რისკი ან ზემოქმედება, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა BAP-ით, EIA-ით, EMP-ითა და LARP -ით, ამგვარი რისკების ან ზემოქმედების შესახებ დროულად უნდა ეცნობს ADB-ს და მიეწოდოს მოვლენის დეტალური აღწერა მაკორექტირებელ მოქმედებათა შემოთავაზებულ გეგმასთან ერთად; და
(c) არაუგვიანეს სამშენებლო ხელშეკრულების დადების თარიღისა, უზრუნველყოს კვალიფიციური და გამოცდილი გარე ექსპერტების ან კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების დაქირავება ისეთი შერჩევის პროცესისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომლებიც მისაღები იქნება ADB-თვის, პროექტის მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და აღნიშნული გარე ექსპერტების მიერ შესაბამისი გადამოწმების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
(d) მოხსენება BAP-ში, EMP-ში ან LARP-ში მითითებულ ზომებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის ნებისმიერი ფაქტობრივი ან პოტენციური დარღვევის შესახებ, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
აკრძალული ინვესტიციების ნუსხა
13. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს სესხის სახსრების გამოყენება იმ ქმედებების დასაფინანსებლად, რომლებიც გაწერილია SPS-ის მე-5 დანართით გათვალისწინებულ აკრძალული ინვესტიციების ნუსხაში.
შრომის სტანდარტები, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
14. მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ პროექტის განხორციელებისას შესრულდეს შრომის ძირითადი სტანდარტები და მსესხებლის შესაბამისი კანონმდებლობები და რეგულაციები. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით სატენდერო დოკუმენტებში და ADB-ის მიერ დაფინანსებულ საპროექტო ხელშეკრულებებში სხვა პირობებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: (a) კონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს მსესხებლის შრომის კანონმდებლობას და რეგულაციებს და გაითვალისწინოს შრომის უსაფრთოხების ნორმები; (b) კონტრაქტორმა არ უნდა გამოიყენოს ბავშვთა შრომა; (c) კონტრაქტორმა არ უნდა მოახდინოს დასაქმებულების დისკრიმინაცია მათი დასაქმების და საქმიანობის საფუძველზე; (d) არ უნდა იქნეს გამოყენებული იძულებითი შრომა; (e) დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება; და (f) უნდა გაავრცელოს ან მოხდეს შესაბამისი მომსახურების პროვაიდერების ჩართვა, რათა გავრცელდეს სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან, მათ შორის, აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მიეწოდოს კონტრაქტორის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან პროექტის განხორციელებაში და საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ მცხოვრები ადგილობრივი თემების წევრებს, განსაკუთრებით ქალებს.
15. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით მკაცრად უნდა გააკონტროლოს მე-14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგულარულად მიწოდოს ანგარიში ADB-ს.
გენდერი და განვითარება
16. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განხორციელების პროცესში დაცული იყოს გენდერული თანასწორობის პრინციპები, რომლებიც მიზნად ისახავს საპროექტო ტერიტორიაზე პროექტის სარგებლისა და გავლენის გაზრდას ქალებისთვის. ეს მოიცავს შემდეგ საკითხებს:
(a) თანაბარი ანაზღაურება კაცებისა და ქალებისთვის თანაბარი ღირებულების შრომის სანაცვლოდ; (b) ქალი მუშაკებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; და
(c) აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა პროექტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების წასახალისებლად, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
პარტნიორთა მხარდაჭერა
17. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელ და შემსრულებელ უწყებებს გააჩნდეთ ყოველგვარი სახსრები, რომლებიც აუცილებელია პროექტის შეუფერხებელი და ეფექტური განხორციელებისთვის, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც, პროექტის განხორციელების პერიოდში იქმნება სახსრების დეფიციტი ან ხარჯების გადაჭარბება და უზრუნველყოს ამ სახსრების დროული გამოყოფა. ამასთან ერთად, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელი უწყებისთვის და პროექტის განმახორციელებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომი იყოს აუცილებელი სახსრები, რათა ჯეროვნად მოხდეს მათ მიერ სამუშაოებთან, საქონელთან ან/და მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ფინანსური მართვა
18. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა უწყებამ განახორციელოს ფინანსური მართვის სამოქმედო გეგმა, რომელიც მითითებულია PAM-ში, მასში აღწერილი აუცილებელი ღონისძიებისა და ვადების შესაბამისად.
19. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ADB-ის მოთხოვნის შემთხვევაში პროექტის განმახორციელებელმა უწყებამ ADB-ს წარუდგინოს შუალედური ფინანსური ანგარიშგებები აუდიტის გარეშე, რომლებიც მოიცავს საპროექტო დანახარჯების ბიუჯეტირებულ, ფაქტობრივ და სხვაობის თანხებს (მიმდინარე და ჯამური თანხები).
20. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ETCIC-მ პროექტის ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით მხარდაჭერა გაეწიოს პროექტის განმახორციელებელ უწყებას სესხის დახურვის თარიღამდე, წინამდებარე შეთანხმების, ETCIC-სა და პროექტის განმახორციელებელ უწყებას შორის 2025 წლის 3 ივლისს დადებული პროექტის განხორციელების შეთანხმებისა და PAM-ის შესაბამისად.
ოპერაციული შესრულების ვალდებულებები
21. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ:
(a) პროექტის განხორციელება მიმდინარეობს საპროექტო სპეციფიკაციებისა და სამშენებლო ნორმების შესაბამისად;
(b) სამშენებლო ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი და ხელშეკრულებების მართვა სრულდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
22. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ:
(a) სამშენებლო მოედანზე და მის გარშემო დამონტაჟებულია შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნები და ინფრასტრუქტურა და ისინი ადგილზეა მშენებლობის მიმდინარეობის დროს და მის დასრულებამდე; და
(b) გამოყოფილია საკმარისი საბიუჯეტო და სხვა რესურსები საპროექტო ობიექტების ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის.
23. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ADB-ის წერილობითი თანხმობის მიღება არაუგვიანეს 6 თვით ადრე შემდეგი მოქმედებების განხორციელებამდე: (a) პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ნებისმიერი აქტივის, ობიექტის ან კონსტრუქციის მესაკუთრის შეცვლა; და (b) პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ნებისმიერი აქტივის, ობიექტის ან კონსტრუქციის გაყიდვა, გადაცემა ან უფლების ან კონტროლის გადაცემის ნებისმიერი ფორმა. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ამგვარი ცვლილებების სამართლებრივად და გამჭვირვალედ განხორციელება.
საჩივრების გადაწყვეტის მექანიზმი
24. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი უწყების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელ უწყებაში ADB-სთვის მისაღები ფორმით, BAP-ით, EIA-ით, EMP-ითა და LARP-ით გათვალისწინებულ ვადებში, შეიქმნას გარემოსდაცვითი და სოციალური დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებული საჩივრების გადაწყვეტის მექანიზმი, BAP-ის, EIA-ის, EMP-ისა და LARP-ის დებულებების შესაბამისად, საგარანტიო მექანიზმებთან დაკავშირებული საჩივრების განსახილველად.
მართვა და კორუფციასთან ბრძოლა
25. მსესხებელმა პროექტის აღმასრულებელმა უწყებამ და პროექტის განმახორციელებელმა უწყებამ უნდა: (a) დაიცვან ADB-ის ანტიკორუფციული პოლიტიკა (1998 წ.; დღეის მდგომარეობით მასში შესული ცვლილებებით) და აღიარონ, რომ ADB იტოვებს უფლებას თავად ან წარმომადგენლების მეშვეობით განახორციელოს გამოძიება პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ სავარაუდო კორუფციულ, თაღლითურ, ფარული შეთანხმების ან იძულებით პრაქტიკასთან დაკავშირებით; ასევე (b) ითანამშრომლოს გამოძიებასთან და უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება ამგვარი გამოძიების წარმატებით დასასრულებლად.
26. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი უწყებების მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ ADB-ისთვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებები შეტანილი იქნეს ყველა სატენდერო დოკუმენტსა და ხელშეკრულებაში, მათ შორის, დებულებები, რომლებიც ადგენს ADB-ის უფლებას შეამოწმოს და შეისწავლოს აღმასრულებელი და განმახორციელებელი უწყებებისა და ყველა კონტრაქტორის, მიმწოდებლის, კონსულტანტისა და მომსახურების სხვა მიმწოდებლის დოკუმენტაცია და ანგარიშები, რამდენადაც ისინი უკავშირდება პროექტს.