საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.017414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №127

2025 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.017306) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

,,მუხლი 151. ადმინისტრაციის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხო კომუნიკაციების, პოლიტიკისა და აკრედიტაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები);

ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ენების სპეციალობა).

2. სამუშაო გამოცდილება თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში – 2 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ)  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის №610 დადგენილება;

ვ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №345 დადგენილება;

ზ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №161 დადგენილება;

თ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აპრილის №168 დადგენილება;

ი) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №264 დადგენილება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018  წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე.

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ასევე კომპიუტერული, საოფისე ტექნიკისა და ქსელური სისტემების კარგად ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი