„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№322
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017962
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №322

2025 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №IV-01-ის „განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება“  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2.  771  მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს;“;

ბ)  „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამს;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული კაფსულებისა და მსგავსი სახის პროდუქტებისთვის (თამბაქოს შემცველობით) 20 ცალზე და წვის პროცესის გარეშე აეროზოლის მისაღებად გამოსაყენებელი ღერებისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს;“.

3. 112-ე მუხლის 77-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 78-ე - მე-80 პუნქტები:

„78. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი უფლებამოსილია, 2026 წლისათვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ. ამასთან, სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ხელმძღვანელობს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ამ ინსტრუქციის 771 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარდგენილი ინფორმაციით.

79. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, 2026 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრს არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტების, აგრეთვე  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და  2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

80. 2026 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დგინდება არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა და გამოიყენება ერთი წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (1)
N322_დანართი.docx

განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება

ოპერაციის შინაარსი გადასა-ხდელი აქციზი შესამცი-რებელი აქციზი
აქციზი აქციზით დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას, მათ შორის: 1
აქციზი აქციზური საქონლის წარმოებაზე საქართველოში 1​1
აქციზი ბუნებრივი აიროვანი კონდესატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებაზე 1​2
აქციზი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე 1​3
აქციზი მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე 1​4
აქციზი ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებაზე 1​5
აქციზი აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება დოკუმენტალურად 2

აქციზი აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე,

მათ შორის:

3
სიგარეტები თამბაქოს შემცველობით, გარდა 3​2 უჯრით გათვალისწინებულისა 3​1
კვოტის ფარგლებში დასაბეგრი ადგილობრივი წარმოების სიგარეტი 3​2
სხვა თამბაქოს ნაწარმი 33
არაყი 34
ლუდი 35
სხვა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელები 3​6
აქციზი აქციზური მარკების დანაკლისზე 4
აქციზი, რომელიც ექვემდებარება გადახდას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმპორტის განუხორციელებლობისას 5
აქციზი, რომელიც ექვემდებარება გადახდას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობისას 51
აქციზი, გაანგარიშებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 190​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 6
აქციზი, რომელიც ექვემდებარება გადაანგარიშებას და შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ იმპორტის განხორციელების შემთხვევაში 7
აქციზი, რომელიც ექვემდებარება გადაანგარიშებას და შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში 71
ჩასათვლელი აქციზი (დანართის სვ.12+სვ.14+სვ.16) 8
აქციზი დაბრუნებულ აქციზურ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე) 9
აქციზი დაბრუნებულ აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე 10
ადრე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას 11
ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზი 12
ჯამი (სტ.13=სტ.1+სტ.2+სტ.3+სტ.4+სტ.5+სტ.51+სტ.6+სტ.11; სტ.14=სტ.7+სტ.71+სტ.8+სტ.9+სტ.10+სტ.12) 13 14
ექვემდებარება ბიუჯეტში გადახდას (სტ.13-სტ.14, როცა სტ.13>სტ.14) 15
ექვემდებარება შემცირებას (სტ.14-სტ.13, როცა სტ.14>სტ.13) 16

თანხა, რომლითაც მცირდება იმპორტისას გადახდილი აქციზი

17

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ

საწარმოს ხელმძღვანელი/ინდივიდუალური მეწარმე

------------------------------ ------------------------ --------------------------

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) (თარიღი)

დეკლარაცია შედგენილია ფურცელზე თანდართული დოკუმენტები გვერდზე
წარდგენის თარიღი

გადასახადის თანხა _ _ _ _ _ _ _ ლარი

რეგისტრაციის ნომერი

დეკლარაციის მიმღები --------------------------------- –––––––––––– ––––––––––––

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) (თარიღი)