ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2025
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65. 65253443
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016025
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-65, 65253443
2025 წლის 10 დეკემბერი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების
არმქონე
ქუჩების
არაბული
ციფრების
გამოყენებით
სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტისა და ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. განხორციელდეს ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად (დანართი №1).
2. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ და ვანის მუნიციპალიტეტის მერიას შემდგომი რეაგირებისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.
(მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე