უზრუნველყოფა
(05 00)

სოციალური პროგრამები (05 01)

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების

და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს

დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას.

სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს სოცილური დახმარების

რამდენიმე მუხლით. რაც შეეხება სოციალურის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის

ბ) ქვეპუნქტის და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მათ შეუძლიათ

შეუძლიათ ისარგებლონ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, დახმარების განსაზღვრული

ოდენობის თანხის ამოწურვამდე.

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა

ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას,მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას,სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და

უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა დახმარებას, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების,ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს,რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში

რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ა) ავადმყოფთა და შშმ პირთა სოციალური დახმარებები (კოდი 05 01 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით

გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:

პროგრამის დასახელება

კოდი

ავადმყოფთა და შშმ პირთა სოციალური დახმარებების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

05 01 01

127,4

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, განხორციელდება სპეციალური სავარძლის შეძენა, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს;

ბ) ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მედიკამენტების
ხარჯები. დახმარების ოდენობა
არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ათასი) ლარს.

გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად და ბავშვობიდან ზომიერად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება.
(თითოეულ ბენეფიციარზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით).

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომა
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება სპეციალური ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი., რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.

ე) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები (გარდა საკეისრო კვეთისა) და მასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე ოპერაციასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები, თუ ოპერაციული ჩარევიდან, მუნიციპალიტეტში მომართვის თარიღამდე გასული პერიოდი არ აღემატება ექვს თვეს.. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, აღნიშნულ ზღვრულ თანხაში მოიაზრება ოპერაციის თანმდევი მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250
(ორას ორმოცდაათი) ლარს.

ვ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სხეულის ერთი ან რამდენიმე ორგანოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება მოხდება 2026 წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა თითოეულ ბენეფიციარზე.

ზ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების კორონაროგრაფიული კვლევის ხარჯები, მათ მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება მოხდება 2026 წლის განმავლობაში და ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 900 ლარს.

თ)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურდეს, იძულებით გადაადგილებული მცირეწლოვანი ბავშვების (0-18წლამდე), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სამედიცინო მომსახურების (მათ შორის სარეაბილიტაციო პროცედურები, მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება.

ი) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 1992 წლიდან-2004 წლამდე საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრავმის (კიდურების: ხელის,ფეხის ამპუტაცია) დაინვალიდებულ
პირთა
ერთჯერადი ფულადი დახმარება (თითოეულს არაუმეტეს
1000 ლარის ოდენობით).

კ)

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად ფულად დახმარება გაეწევათ
ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული შემდეგი კატეგორიის ბავშვებს;

1. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობა დაქვეითებული, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, იშვიათი დაავადებებით დაავადებულ და
დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებს გაეწევათ
სოციალური ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, იშვიათი დაავადებებით დაავადებულ და
დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება: ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ანაზღაურება
ერთჯერადად არაუმეტეს
1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

ლ) მკვეთრად მხედველობადქვეითებულ I ჯგუფის შშმპ ომის ვეტერანთა
ფინანსური მხარდაჭერა -
ფულად დახმარებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული, I ჯგუფის მხეველობადაქვეითებული შშმ პირი ომის ვეტერანი, 700 (შვიდასი) ლარს 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, განცხადების შემოტანის დღიდან.

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესება

ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (კოდი
0
5
0
1 02)

პროგრამის დასახელება

კოდი

ხანდაზმულ

პირთა

დახმარების

პროგრამა

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

05 01 02

38,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

აჟარის
მუნიციპალიტეტში ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:

ა) ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული 80-დან 90 წლამდე ასაკის პირები.

ბ)ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომელთაც შეუსრულდათ 90 და მეტი წელი.

გ) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა პენსიონერები (თითოეული 200 ლარის ოდენობით.

მოსალოდნელი შედეგი

მარტოხელა პენსიონერების და ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება

გ) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 05 01 03)

პროგრამის დასახელება

კოდი

მრავალშვილიანი ოჯახების
და ბავშვების
დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

05 01 03

72,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის კუთხით ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის

ა) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა მშობელს (დედებს/მამებს) – გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 300 ლარის ოდენობით;

ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე), ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს სამ შვილზე 300 ლარი და ყოველ მომდევნო შვილზე 100 ლარით მეტი;

გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დახმარება – მე-3 და მეტი შვილის შეძენისას. (დახმარება განისაზღვრება მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი);

დ) პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 57001-მდეა და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები (დახმარება გაეწევათ თითოეულს არაუმეტეს ჯამურად 80 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით და პენალით);

ე) პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით, დახმარება გაეწევათ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს თითოეულს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული ბავშვები.

ვ) ერთჯერად (1500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებული ბავშვები.

მოსალოდნელი შედეგი

მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. კერძოდ, პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად მცირეწლოვან, ბავშვიან ოჯახებზე
სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარების გაწევა.

დ) სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა

სოციალური დაცვა (კოდი 05 01 04)

პროგრამის დასახელება

კოდი

სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების
დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

05 01 04

6,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ერთჯერადი (1000 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა
ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

მოსალოდნელი შედეგი

სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა
ოჯახების თანადგომა. მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.

ე) სოციალური დ
ახმარებები (კოდი 05 01 05)

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალური დახმარებები (სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას
(კოდი 05 01 05)

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

05 01 05

204,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ:

ა) ერთჯერად
დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც აქვთ ბუნებრივი აირი. დახმარებას მიიღებენ გაზის გამათბობლის სახით (ოჯახზე ერთი), თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით.

ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს.

გ) ავტორიზებული სასწავლებლებისა
და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით,წელიწადში არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით.

დ)
ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია.

ე) ერთჯერად დახმარებას – სასაჩუქრე ბარათის სახით
მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:
2009-2026  წლებში  დაბადებული დევნილი ბავშვები,ომში/საომარ
მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირის ოჯახი , ხანდაზმული პირი (80 წლის და მეტის), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ), მარტოხელა პენსიონერი, ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება, შესაბამისი კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს,გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური  დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების
და საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური დახმარების წესის შესაბამისად. თითოეული სასაჩუქრე ბარათის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 120 ლარისა.

ვ)

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება (500 ლარის ოდენობით) გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სასულიერო პირებს, მათ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური დახმარების წესის შესაბამისად
.

მოსალოდნელი შედეგი

შემოსული განცხადებების საფუძველზე სამედიცინო და საყოფაცხოვრებო
პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში დაფინანსება.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების,დევნილი სტუდენტების და სხვა კატეგორიის დევნილთა სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

ვ) დაკრძალვის მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება (კოდი 05 01 06)

პროგრამის დასახელება

კოდი

დევნილ

ოჯახებისთვის

სარიტუალო

მომსახურეობის

ნაწილობრივი

დაფინანსების

პროგრამა

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

05 01 06

15,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, სარიტუალო მომსახურება (თითოეულ ბენეფიციარზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით).

მოსალოდნელი შედეგი

დევნილ
გარდაცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაში დახმარე