,ახალგაზრდობ
ის

ხელშეწყობა

და

სპორტი

(04 00)

მუნიციპალიტეტი სხვა და სხვა პროექტების დანერგვით და შესრულებით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამ მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა  და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული  სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ამ მიზნით  ბიუჯეტში გათვალისწინებულია 109,7ათ.ლარი.

ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01)

2026 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ღონისძიებები
ს დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარებში

04 01 01

16,5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ა) „ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში და სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა“
– ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის მოსწავლე ბავშვები. შეიქმნება მათთვის ვარჯიშისათვის და ტურნირებში მონაწილეობისათვის საჭირო პირობები;

ბ) ,,ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში“
– ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობს მიიღებენ ა(ა)იპ. აჟარის სპორტსკოლის მოსწავლე ბავშვები და აჟარის (ზემოაფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული სკოლის მოსწავლე ბავშვები, მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება;

გ)
,,ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი და სხვადასხვა ტურნირი ფეხბურთში“
– ღონისძიების ფარგლებში მოხდება მოსწავლე ახალგაზრდების საფეხბურთო წვრთნა, რისთვისაც შექმნილი იქნება სათანადო პირობები. გაიმართება საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის საფეხბურთო გუნდები, მოხდება საპრიზო ადგილის მფლობელთა გამოვლენა და დაჯილდოება. ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის საფეხბურთო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სხვა და სხვა ტურნირებში.

დ) ,,ლაშქრობა“
– ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებილი ახალგაზრდებისათვის,ლაშქრობის მოწყობა. აჟარის სპორტსკოლის და სხვა მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის სხვა და სხვა სეხეობებში, ღამით მოთავსდებიან აჟარის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ კარვებში.

ე)
„წარმატებული სპორტსმენების მატერიალური დაჯილდოება“

ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) გადაეცემათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ინდივიდუალური კატეგორიის სპორტის ოლიმპიურ/პარალიმპიურ/არაოლიმპიურ სახეობაში გამარჯვებულ, შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტსმენებს, რომლებიც 2025-2026 წლებში გახდნენ ოლიმპიადის/ პარალიმპიადის/ ევროპისა, მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გადაეცემათ -1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2025-2026 წლებში გახდნენ ოლიმპიადის/ პარალიმპიადის/ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გადაეცემათ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2025-2026 წლებში გახდნენ საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

დ) ფულადი ჯილდოს გადაცემა მოხდება თანხის ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. მონაცემების მოგროვებას დაჯილდოებულის შესახებ მოამზადებენ შესაბამისი თემის რწმუნებული და განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალური უზრუნველყოფის სამსახური. ბენეფიციარების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები გაწერილი იქნება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განკარგულებით დამტკიცებულ „კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტ ი“
მიზნობრივ პროგრამაში.

დ).ფრენბურთში ვარჯიში და სხვადასხვა
ტურნირებში მონაწილეობა“-
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „აჟარის სპორტ სკოლის“ მოსწავლე ახალგაზრდების ფრენბურთში წვრთნა, რისთვისაც შექმნილი იქნება სათანადო პირობები. გაიმართება ფრენბურთში ტურნირები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ „აჟარის სპორტ სკოლის“
ფრენბურთის გუნდი, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები. უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა
ტრანსპორტირება სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.

მოსალოდნელი შედეგი

კულტურული და სპორტული ღონისძიებები ძირითადად გათვლილია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში და ახალგაზრდებში კულტურის და ჯანსაღი ცხოვრების
პოპულარიზააციისთვის; ახალგაზრდობის გემოვნების დახვეწა და მაღალინტელექტუალურ პიროვნებებად
ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობის და მათი მშობლების აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდის წევრთა მონაწილეობა და საპრიზო ადგილების დაკავება, ახალგაზრდების და მოზარდების
აქტიურად ჩართვა სპორტულ
და კულტურულ ღონისძიებებში.
სტრუქტურების შენარჩუნება და მათთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება ზემო აფხაზეთში დაბრუნებამდე

ბ) ა(ა)იპ
აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02)

ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ „აჟარის სპორტ-სკოლა“.

ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვა და სხვა სახეობებში
ვარჯიშებს, სპეციალურ წვრთნას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვა და სხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

04 01 02

51,5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ აჟარის
სპორტ სკოლა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სპორტული სკოლა აერთიანებს 5 სპორტულ მიმართელებას, ესენია: ფეხბურთი (22 ბავშვი); თავისუფალი ჭიდაობა (8 ბავშვი); მაგიდის ჩოგბურთი (24 ბავშვი); ძიუდო (12ბავშვი)
., ფრენბურთი (12ბავშვი). სულ სკოლაში სპორტის სახეობებს ეუფლება 77-ამდე ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. სპორტულ სკოლაში დასაქმებული იქნება
ჯამში 6 ადამიანი, მათ შორის, 1 ტექნიკური და 1 ადმინისტრაციული პერსონალი და 4 მწვრთნელი. აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში
საქართველოს მასშტაბით. ვინაიდან მუნიციპალიტეტს არა აქვს საკუთარი სპორტული ნაგებობანი, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ მეცადინეობას სხვა და სხვა დარბაზებში. ქვეპროგრამის მიზანია:

·

მოზარდების სპორტში ჩართვით, ხელი შეუწყოს მათ მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;

·

მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის და საერთშორისო მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

სპორტული სკოლა
მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; პროგრამებით, წრეებით მოსარგებლე ყველა დევნილი კმაყოფილია სკოლის
მომსახურებით; ამ რეგიონში მცხოვრები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა;

გ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება ( კოდი 04 02 01)

მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის ღონისძიებები
ს დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

04 02 01

9,7

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ა)
,,დედაენის დღე“
– დედაენის დღესთან დაკავშირებით ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ახალგაზრდები;

ბ) ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“
– ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი
– 100 ბავშვის გართობა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა ღონისძიების მონაწილე თითოეული ბავშვისთვის შეიძენს ბარათებს, მათი სხვა და სხვა სახის ატრაქციონებზე
გამოყენების მიზნით, თითოეულ ბავშვს ანგარიშზე ექნება თანხა, რომელსაც საკუთარი სურვილით მისთვის სასურველ ატრაქციონზე გამოიყენებს. ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილებას და გართობას უზრუნველყოფენ ბაშვების კანონიერი წარმომადგენლები, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, და ა(ა)იპ „ აჟარის კულტურის ცენტრი -ს“ თანამშრომლები.

გ) ,,1991-2008 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“-
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია 1991-2008
წლებში მომხდარი საომარი მოქმედებების დროს და საქართველოს მთლიანობისთვის შეწირული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი მსვლელობის მოწყობა და გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა;

დ) „ცეკვის სწავლება“
– ღონისძიების ფარგლებში ა(ა)იპ
აჟარის კულტურის ცენტრთან არსებული
ცეკვის წრისათვის მოწვეული იქნება ქართული ხალხური ცეკვის
პედაგოგი.
შექმნილი ექნებათ ყველა პირობა, სადაც ბავშვები შეისწავლიან ცეკვას.

ე) ,,ინტელექტულურ-შემეცნებითი პროექტი „ერუდიტი“ – ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი 100-მდე სკოლის მოსწავლის მონაწილეობა ინტელექტულურ-შემეცნებით პროექტ „ერუდიტში“, შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, თამაშის ორგანიზება, თბილისში, ქუთაისში და წინწყაროში, თითეულიდან შერჩეულ იქნება 5 მოზარდი, დასკვნით შეჯიბრში გადასული, წინწყაროში, ქუთაისში მცხოვრები მოზარდების
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სახსრებით. ფინალში გადასულ მოსწავლეებს, მათი შედეგების მიხედვით გადაეცემათ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:

I
ადგილი -
500 ლარი
II ადგილი -
400 ლარი

III

ადგილი -
300 ლარი
IV ადგილი -
210 ლარი

V

ადგილი – 200 ლარი
VI ადგილი -
190 ლარი

VII

ადგილი – 180 ლარი
VIII ადგილი – 170 ლარი

IX

ადგილი – 160 ლარი
X ადგილი -
150 ლარი

XI

ადგილი – 140 ლარი
XII ადგილი -
130 ლარი

XIII

ადგილი – 120
ლარი
XIV ადგილი -
110 ლარი

XV

ადგილი -
100
ლარი

მოსალოდნელი
შედეგი

ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის
შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და
მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება; ახალგაზრდობის გემოვნების დახვეწა და მაღალინტელექტუალურ პიროვნებებად
ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობის და მათი მშობლების აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში

დ)  ა(ა)იპ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაფინანსება

დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის   კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვა და სხვა

სახეობებში გაივლიან სწავლებას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის

კულტურის

ცენტრი

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

04 02 02

32,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის

კულტურის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვა და სხვა სახეობებში სწავლებას გაივლიან და სხვა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვა და სხვა ასაკის მოზარდები.

კულტურის ცენტრში ამჟამად მოქმედებს მხოლოდ ქორეოგრაფიული წრე,სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 22-მდე აღსაზრდელი,ცეკვის ანსამბლში ჩართულია 22-მდე მონაწილე.

მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; ქართული ქორეოგრაფიიისადმი და, ფოლკლორისადმი
მოსახლეობის დაინტერესების
და ჩართულობის გაზრდა. ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით (ხელფასი და სხვა)

მოსალოდნელი შედეგი

კულტურული ღონისძიებები ძირითადად გათვლილია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში და ახალგაზრდებში კულტურის და ჯანსაღი ცხოვრების
პოპულარიზააციისთვის; ახალგაზრდობის გემოვნების დახვეწა და მაღალინტელექტუალურ პიროვნებებად
ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობის და მათი მშობლების აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვა და სხვა შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდის წევრთა მონაწილეობა და საპრიზო ადგილების დაკავება, ახალგაზრდების და მოზარდების
აქტიურად ჩართვა სპორტულ
და კულტურულ ღონისძიებებში.
სტრუქტურების შენარჩუნება და მათთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება ზემო აფხაზეთში დაბრუნებამ