ასიგნებათა
ხარჯვა
1. დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის გარეშე.
2. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, შეიძლება გამოიყენებულ
იქნას
მომდევნო წელს.
3. გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის
2026 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სარეზერვო ფონდიდან. თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების
საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას
გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
4. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდიდან თანხების გაცემა
განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა
და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
5.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ
კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის და აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმა