გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

მიღების თარიღი 12.12.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016080
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/12/2025
280 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 12.12.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 10.10.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 09.08.2024 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 13.10.2023 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 14.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულება №206 2025 წლის 12 დეკემბერი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ მურალოვას  ინიციატივა, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში  არსებულ №2  ქუჩას, №2 ქუჩის I-II-III  შესახვევს და  I-II–III  ჩიხს ეწოდოს  2008 წლის აგვისტოს ომში  გმირულად დაღუპული  საზოგადო მოღვაწის – ივანე ელიკაშვილის სახელი, ხოლო  №8 ქუჩას გადაერქვას და ეწოდოს ივანე ელიკაშვილის მე-4 შესახვევი. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის  2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,   1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში მდებარე №2 ქუჩას, ასევე მასთან არსებულ შესახვევებსა და ჩიხებს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს 2008 წლის აგვისტოს ომში  გმირულად დაღუპული  საზოგადო მოღვაწის – ივანე ელიკაშვილის სახელი, ხოლო №8 ქუჩას გადაერქვას და ეწოდოს ივანე ელიკაშვილის მე-4 შესახვევი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).  საკრებულოს თავმჯდომარე                                          მარლენ ნადირაძე