„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №548 |
|
2025 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„ბ) განაშენიანების მართვის რეგლამენტი – ძირითადი დებულებების საფუძველზე შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების ტექსტური ნაწილი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს და/ან აზუსტებს ძირითად დებულებებში მოცემულ შემდეგ პირობებს: უძრავი ქონების გამოყენების ნებადართული სახეობების ძირითად და საგამონაკლისო ჩამონათვალს, განაშენიანების სახეობას, განაშენიანების ძირითად პარამეტრებსა და სხვა საკითხებს, ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე. განაშენიანების მართვის რეგლამენტით გათვალისწინებული უნდა იქნეს კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები“, აგრეთვე კოდექსის ამავე მუხლითა და ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების მოთხოვნები ან მათი ნაწილი.“.
2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გენერალურ გეგმაში ან მის ნაწილში გათვალისწინებული და დაზუსტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები“, აგრეთვე ამ წესის №9 დანართით განსაზღვრული მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.
3. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. განაშენიანების გეგმაში ან მის ნაწილში გათვალისწინებული და დაზუსტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები“, აგრეთვე ამ წესის №9 დანართით განსაზღვრული მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.
4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განაშენიანების დეტალურ გეგმაში ან მის ნაწილში გათვალისწინებული და დაზუსტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები“, აგრეთვე ამ წესის №9 დანართით განსაზღვრული მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების დეტალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №548. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.025442.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №548, 18.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.025442 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6703677/