„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №40 |
|
2025 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები
1. განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – 2 (ორი) ერთეული;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – 1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – 1 (ერთი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა), თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
ე) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – 1 (ერთი) ერთეული.
2. განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება შეიძლება მიენიჭოთ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით.“.
|